მოკლედ ვაკეთებ ჩიზქეიქს. და კრემის მისაღებად ჯერ გავთქვიფე ჯერ ნაღები და მივიღე მყარი და სქელი მასა, ცალკე გავთქვიფე ფილადელფიას ყველი. მერე ერთად გათქვეფისას არ ვიცი როგორ მარა მასა გათხელდა უცებ. ვერ მივხვდი რისი ბრალი იყო.
ეხლა ვცდილობ რომ ისევ გავასქელო და აი არაფრით არ სქელდება. დამეღალა მარჯვენა

ხოდა რისი ბრალი შეიძლება იყოს და რითი შეიძლება გამოვასწორო?
გეტყვით ზუსტად რაც ვქენი და სად შეიძლება დამეშვა შეცდომა.
1. როცა ნაღები გავთქვიფე და საკმარისად სქელი და მყარი მასა მივიღე, დავუმატე შაქარი და თხევადი ვანილი. კარგად ვერ დავაკვირდი, მაგრამ მგონი ოდნავ უკვე მაგ დროს შეთხელდა.
2. ვერ გავიგე თავიდან მიქსერის რომელი დაბოლოებით უნდა მეთქვიფა. ორი ცალი ყლინჯი რო არის თავიდან მაგით დავიწყე, არ შვებოდა კარგად, მერე დავაიუტუბე და ტუტორიალში ვიღაც ბიძერმა გათქვიფა სხვა ბოლოთი, როგორ ავსხნა ერთიანი მსხვილია და ბოლოში სოკოს თავივით აქვს განიერი რაღაც და შიგნით არის პატარა დანასავით. ხოდა იმან დედა უტირა ისე გათქვიფა. ეგრევე გაასქელა უცებ.
3. მერე ერთმანეთში როცა გავურიე, არ ვიცი, ექსპერიმენტის მიზნით, გემო რომ მისცესთქო, ძალიან პატარა, ფაქტიურად მეოთხედი ბანანი ჩავაგდე და ისევ იგივე მიქსერით გავთქვიდე და გათხელდა მაგრად თხევადი გახდა.
მოკლედ ვერ გავიგე რაშია საქმე. მერე ისევ ის ორი ყლინჯი გავუკეთე და ნელ ნელა ისევ დაიწყო გასქელება, ჩართული მაქვს ყველაზე დაბალ სიჩქარეზე. რო ვუმატებ სიჩქარეს, მეჩვენება რო ათხელებს. მერე ოდნავ რო შექსელდა ისევ ის სოკოსთავიანი ვცადე და ისევ გამითხელა იბიომატ.
რამე შეგიძლიათ მნირჩიოთ, სწრაფად რო გადავჭრა ამოცანა და ეს დედაბნელი მასა გასქელდეს და მიიღოს კრემის კონსისტენცია?

მადლობა წინასწარ ყველას.