david_888გუშინ საღამოს მომიტანეს

მოკლედ, მეთიუ ტისოზე ბევრი არაფერი ვიცი. ადრე ჩემმა მეუღლემ იყიდა ამ ბრენდის საათი და დიდად არ მოგვეწონა, მაგრამ ეგ ბევრი წლის წინ იყო, თან იაფიანი ვერსია და შესადარისად არ ჩავთვალე.
2022 წელს მიკრობრენდმა Hemel და მეთიუ ტისომ აღადგინეს Type XX ქროგონგრაფი. საკმაოდ კარგად გააკეთეს მაშინ, მთლიანად პოლირებული კორპუსით და დროის დანიშვნის ფუნქციით (მბრუნავი ბეზელით), მაგრამ ეს მოდელი უბრალოდ აღარ იშოვება.
იქიდან გამომდინარე, რომ კოლექციაში ერთი ქრონოგრაფი მაქვს, ისიც უკვე 20 წლის, კვარცი და ტისო, ჩავთვალე რომ დროა რამე აფგრეიდის და ავტომატური ქრონოგრაფი რომელიც Breguet Type XX-ს გავს - რატომაც არა.
თან, ბევრი რამე დაემთხვა - ფასდაკლებები იყო და ჯომაშოპზე ვაუჩერიც მქონდა, ჩემი ძმაკაცი მოდიოდა აშშ-დან, ასე რომ ტრანსპორტირებაშიც და დღგ-შიც ფული არ გამძვრა - ბევრი აღარ ვიფიქრე და ვიყიდე.
საათი ჩამოვიდა. ფასი გამოვიდა დაახლოებით 690 დოლარი.
ახლა თვითონ საათი:
ორ ნაწილად გავყოფ საათის აღწერას - ჩემი შეცდომა და ზოგადი აღწერა.
ზოგადი:
საათი არის 70 წლების საათის რეიტერაცია, დაცული სტილით. ზომა გაზარდეს 42 მმ-მდე. ციფერბლატის სტილიზაცია არის 70 წლების პილოტის ქროგოგრაფი.
ფუქციონალით აქვს ორი sub-dial: ჩვეულებრივი წამების ისარი და 30 წუთიანი ქრონო ტაიმერი. ბეზელზე აქვს 60 – 5 – 10 ... მარკირება. აქ იწყება ცოტა გაუგებრობა.
60-დან 5-მდე აქვს 6 წერტილი. 5-დან 10-მდეც აქვს 6 წერტილი. ყველგან სხვაგან, მარკირებებს შორის აქვს 5 წერტილი. ჯერ ის ვერ გავიგე 6 რატომ, მერე საერთოდ დამაგდო სხვაგან რომ 5 იყო... ობიექტურად, 4 წერტილს გავიგებ, წუთებს აღნიშნავს, მაგრამ 5 და მერე კიდევ 6... ვერ გავიგე.
კორპუსი არის სრულიად ერთგვაროვანი, „მატოვი“, ჰორიზონტალური დამუშავებით. რაც ჯომაშოპის ფოტოებზე არ ჩანს, ეს არის საათის მარცხენა მხარე, სადაც აქვს გრავიურა „1886“... ოღონდ, გრავიურის ხარისხი ძალიან ახლოს არის პირიმზეში გაკეთებულთან...
მინა საფირია - ანტიბლიკი უწერია რომ აქვს, მაგრამ სად აქვს, ვერ ვიპოვე. სარკესავით არის.
ჩემი შეცდომები:
მე ავარჩიე მოდელი ვინტაჟური სტილით, „დაძველებული“ ისრებით და მარკირებებით. ეს ძალიან ცუდი იდეა აღმოჩნდა.
ციფერბლატის რიცხვები და საათის ისრები შესამჩნევად სხვადასხვა ფერია. მარკირების თეთრი ბატონები ძალიან ყვირის. თარიღის და დღის აღნიშვნის დიკსები მთლიანად თეთრია, მაშინ როცა საათის მიხატული ბატონები სულ ოდნავ სხვა ფერია.
სამაჯური - მე ვიყიდე ტყავის/ზამშის სამაჯურზე. ალბათ უნდა მეყიდა ლითონზე და ამაზე არ დამეზოგა ფული. ეს სამაჯური არაფრად არ ვარგა. შესაკრავი ნორმალურია, მაგრამ ნორმალურია იაფიანი საათის კვალობაზე და არა იმიტომ რომ კარგი დიზაინი აქვს ან ფუქციურად კარგია. სქელია, არაკომფორტულია და ჩამკეტი ზუსტად ისეთი აქვს რაც ალიექსპრესის საათებს.
საბოლოოდ, ეს საათი ჩემთან არ დარჩება. გრავირებული 1886 უბრალოდ ზედმეტად ლენჩობაა, ციფებრლატი ზედმეტად ჭრელია. 99% მიდის ჩემს ძმასთან საახალწლო საჩუქრად. იმას ასეთი დეტალები მწვავედ არ აინტერესებს
This post has been edited by GrigolS on 22 Dec 2025, 10:37