ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტურისტებს დასასვენებლად იწვევს
ისლამური სახელმწიფო ტურისტებს ხალიფატში იწვევს დასასვენებლად”-ამ სათაურით გამოვიდა მრავალი უცხოური გამოცემა. მათი ცნობით, ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილმა “ისლამურმა სახელმწიფო” -მ ონლაინ-გიდი გამოსცა იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც შვებულების გატარება ბოევიკების აზრით, მათ მიერკონტროლირებად ტერიტორიებზე მოუნდებათ.
როგორც TheDailyMail წერს, ISIS-ის მიერ შექმნილ მობილურ გზამკვლევში მრავლადაა ფოტოები, სადაც არაბული გარეგნობის მამაკაცები (სავარაუდოდ დაჯგუფების წევრები, ან მათი მომხრეები) ტიგროსსა და ევფრატში ცურავენ, ასევე მოსულაკის აუზში, სადაც ბანაობა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვისაა დაშვებული.
The Daily Mail აღნიშნავს, რომ მოგზაურებს სთავაზობენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებას, მათ შორის ბაზრობების.
eb5e3fb0
Al-Arabiya- ცნობით ჯერ კიდევ გასულ წელს ISIS-მა ხალიფატის ტერიტორიაზე ავტობუსებით ექსკურსიების ტურები დაიწყო, რომლებიც კვირაში ორჯერ ხორციელდებოდა სირიის რაკიდან ერაყის ანბარამდე.
თვითონ ბოევიკები აღიარებენ, რომ გადაწყვიტეს ტურისტულ ბიზნესში სცადონ ბედი, ფულის შოვნის მიზნით. ” მოგზაურობა უფასო არაა და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს გინდათ წასვლა” -ყვება ერთ-ერთი მათგანი .(РИА «Новости»).
კლიენტების უმრავლესობა უცხოელები არიან და ინგლისურად საუბრობენ, ამიტომ კომუნიკაციის გაიოლების მიზნით, ავტობუსებს თარჯიმნები დაყვებიან.
კიდევ ერთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც დაჯგუფების შეთავაზებას თანხმდებიან ისინი არიან, რომელთა ნათესავებიც ერაყში ცხოვრობენ . ამ გზით “ტურისტებს” მათი მონახულების საშუალება აქვთ.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, ISIS-ის მიერ განსხვავებული რელიგიის და მსოფლმხედველობის ადამიანების უსასტიკეს ანგარიშსწორების გარდა უბრალო ობივატელი ვერ ამჩნევს იმას, რომ ის თანდათან სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ნიშნებს იძენს.
c23f4f0a
“უპირველეს ყოვლისა, სახეზეა მმართველი კადრების, არმიის ოფიცრების და პროპაგანდისტული აპარატის საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმი. “-წერს პორტალ ИноСМИ-ს მიმომხილველი .
“განსხვავებით გაუნათლებელი თალიბებისა და “ალ-ქაიდა”-ს წევრებისა, ISIS-ის იდეოლოგიური ღერძი ფანატიკოსი ისლამისტი რადიკალებისგან შედგება, რომლებიც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან. ასევე სადამ ჰუსეინის არმიის ოფიცრები და პარტია “ბაას”-ის წევრები. -წერს დობროვი.
“მათ სუნიტური ნაციონალიზმი და დასავლეთისადმი ზიზღი აერთიანებთ. უცხოელ მიმომხილველებს არ უნდა აღიარონ, რომ თვითგამოცხადებული ხალიფატი წარმატებით აშენებს საავადმყოფოებს, ახალ გზებს, აღადგენს სატრანსპორტო კომუნიკაციებს. ეს კი უზრუნველყოფს ISIS-ის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების ბრძოლის გაძნელებას. გარდა ამისა, ISIS ეფექტურად იყენებს პროპაგანდის თანამედროვე მეთოდებს, უპირვეელეს ყოვლისა ვიდეომასალებს, რომლებსაც ინტერნეტში განათავსებს. გადაღებების მაღალი ხარისხი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ეს რგოლები პროფესიონალების შექმნილია, რომლებმაც პრაქტიკა ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა”-ში და დასავლეთის მედიაში გაიარეს პრაქტიკა. “-ამბობს მიმომხილველი.
შეგახსენებთ, რომ ISIS-მა თავისი საკუთარი ფულის ერთეულის გამოშვებაც დაიწყო, რაც ბოევიკების აზრით მათ დაიცავს “სატანის გლობალური ეკონომიკისგან”.
http://www.postalioni.com/2015/08/%E1%83%9...3%9D-%E1%83%A2/