მოგესალმებით,
პირველ რიგში იმის თქმა მინდა, თუ რამე წესებს ვარღვევ, მოდერატორს ვთხოვ მიიღოს ზომები, იმდენი წელია არ შემოვსულვარ აქ, შეიძლება წესები დამვიწყდებოდა. თუმცა, ვფიქრობ ეს თემა ოფტოპიკს არ წარმოადგენს რადგანაც მთლიანად კინოს ეხება.
საქმე ისაა, რომ კვირაში ერთხელ (მეტწილად ორშაბათობით) სხვადასხვა კლასიკურ და საკულტო ფილმებზე იუთუბზე ვიდეო განხილვებს ვაკეთებ, რაც არანაირ კომერციულ მიზანს არ ემსახურება და მთლიანად ჩემს მონდომება/მოხალისეობაზეა დამოკიდებული.
თუ მოიცლით და ნახავთ ამ ვიდეოებს, მაინტერესებს შეფასებები, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ა.შ. ამას ფორუმზე იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს უფრო სადისკუსიო სივრცეა და შეიძლება მომცეს საშუალება გავაუმჯობესო რაღაცეები, ან პირიქით, თავი დავანებო ამ საქმეს (იქნებ არაფრად ვარგა ეს ვიდეოები).
მოკლედ, ამ მომენტისათვის სულ რვა ფილმზე მაქვს გაკეთებული ვიდეო ესსე და აქ რამდენიმეს ლინკს დავდებ. წინასწარ მადლობა ყველას ვინც შეფასებისთვის დროს გამონახავს.
მერბძოლთა კლუბიამერიკული სილამაზეუკანასკნელ ამოსუნთქვაზეფავნის ლაბირინთი This post has been edited by Facet on 10 Dec 2016, 09:57