#46233256 · 16 Nov 2015, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხადია რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ სერიოზული ცვლილებები მოხდება, როგორც ევროპაში ასევე მთელს მსოფლიოში. ვგულისხმობ გეოპოლიტიკური რუქის და ინტერესების შეცვლას. ნუ შეიძლება უკვე ითქვას რომ ეს ცვლილებები საწყებულია ერაყი-სირიის დაშლით. რამდენიც არ უნდა ეძახონ კვაზისახელმწიფო და დაცინონ, სახეზეა უკვე საკმაოდ დიდი ტერიტორია, თავის კბილებამდე შეიარაღებული ფანატიკოსებით და პრიმიტიული, თუმცა თავისი ასევე "ეკონომიკით". პლიუს ამას მათი სუნიტი და ვაჰაბიტი დამფინანსებლები ძალას არ იშურებენ. ფაქტიურად საქმე გვაქვს ნეო-სახალიფოს ჩანასახთან, რომელიც მზარდი ტემპებით იკრებს ძალას. სულ მალე თალიბებსაც და სხვა მუსლიმ რადიკალურ ძალებსაც შემოიერთებს ან შთანთქავს.
როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში როგორი სურათი იქნება? ჩემი აზრით, ჯერ ვერ მოხერხდება ერთიანი ძალებით მათ წინააღმდეგ გალაშქრება. უფრო მეტიც. მგონია რომ კიდევ უფრო მეტ და სასტიკ შეტევებს განახორციელებენ წვერებიანები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ძალიან დიდი შანსია ახლო მომავალში საუდის არაბეთსაც გადაწვდნენ და კუვეიტსაც. მთელს ცრდილოეთ აფრიკაში დაძაბული სიტუაციაა, ფაქტიურად უკონტროლო ხდება მოვლენები. ბევრი კიდევ ვერ აღიქვავს ამას სერიოზულად და დასავლეთის სამხედრო ტექნოლოგიების იმედი აქვს. არაა მასე საქმე, არა. აქ იარაღი მეორე პლანზე გადადის უკვე. სერიოზულ იდეოლოდიურ მანქანასთან გვაქვს საქმე თავის სახელმწიფოთი, მილიარდიანი რესურსებით და მილიონი ფანატიკოსით. დროის ამბავია თორე ევროპას სერიოზული პრობლემები უდგას წინ. ნუ ყოველ შემთხვევაში სადაც ასეთი ფანატიკოსები უკვე როგორც მოქალაქეები ჰყავთ. სადაც ნაციონალიზმი უფრო ძლიერია იქ გაუჭირდებათ. გერმანია, იტალია, შვეიცარია, პოლონეთი, ფინეთი...აი ამათთან სერიოზული პრობლემები ექნებათ. ქრისტიანობა დაჩაჩანაკებულია იქ. კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მეათე თაროზე ჰყავთ შემოგდებული.
|