2015 წლის 18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის “ექსპო ჯორჯია” ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. საქართველოში აგრო მიმართულების ყველაზე პრესტიჟული გამოფენა წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და საგამოფენო სივრცე მე-5, მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე ტერიტორიებზე გაიშლება.
გამოფენა საგამოფენო ცენტრის “ექსპო ჯორჯია” ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. პირველად წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის).
საგამოფენო ცენტრის მე-11 და მე-5 პავილიონებში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰოლანდია) 140 კომპანია წარმოადგენს.
http://www.ibusiness.ge/saqartveloshi-agro...ena-gaimarteba/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)