AGENT007მაგათმა ოღონდ ფული იშოვონ და ..
ძრავი - Engine: GDI
საწვავის ტიპი - Fuel Type: ბენზინი
მუშაობის პრინციპი:
GDI ძრავების მუშაობის მთავარი პრიცნიპი დაფუძნებულია საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემაზე. ამ სისტემის ხარჯზე გაზრდილია სიმძლავრე და დაკლებულია წვა, ანუ ეკონომიური და მძლავრია იდეალურ პირობებში. იდეალური პირობები კიდევ იაპონიაში და ჩვენს პირობებში ოპტიმალურისგან ძალიან შორს არის და ხშირად გამოდის მწყობრიდან.
სისტემის მთავარ კვანძს წარმოადგენს მაღალი წნევის ნასოსი, რომელიც მექანიკური კავშირით არის დაკავშირებული ძრავთან და უზრუნველყოფს საწვავის მაღალი წნევით შეფრქვევას წვის კამერაში. (ამ მოწყობილების შესახებ შემდეგში ვისაუბრებ შეძლებისდაგვარად).
სისტემის გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა მაღალ ოქტანიანი და სუფთა ბენზინი. იმისათვის რო სუფთა იყოს ბენზინი, GDI-ს საწვავის მაგისტრალზე უყენია უამრავი ფილტრები:
1. ბაკში საწვავის ნასოსთან.
2. უკანა მარჯვენა ბორბლის გვერდით საწვავის მილზე (გალანტის მაგალითზე)
3. მაღალი წნევის ნასოსის შესასვლელთან, ძალიან წვრილი და პატარა.
4. ინჯექტორებიში, იგივე ზომის რაც მაღალი წნევის ნასოსის შემსვლელზე.
5. უკუ (აბრატნის) გამოსასვლელზე.
ძირითადი პრობლემების გამომწვევი მიზეზები:
1. ამ ფილტრებიდან რომელიმეს დაბინძურება, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია მე-3, მაღალი წნევის ნასოსის შემსვლელთან არსებული ფილტრი. ამ ფილტრებიდან ყველა ირეცხება და გამოსადეგარია განმეორებითი ხმარებისათვის გარდა მე-2-სი. მთავარია კარგად გაიწმინდოს და მოხსნა დაყენების დროს არ დაზიანდეს ბადე.
2. ინჯექტორების გაჭედვა, უფრო იშვიათი მაგრამ აქტუალური.
3. მაღალი წნევის ნასოსის მწყობრიდან გამოსვლა. ნასოსი ვეღარ ქმნის საჭირო წნევას.
4. რომელიმე ელექტრო სენსორის მწყობრიდან გამოსვლა. ეს ადვილად გამოვლენადი და გადასწყვეტად იოლი პრობლემაა.
ეხლა წარმოიდგინე რას უშვება ამ ძრავებს გაზი
This post has been edited by streptocidum on 21 Oct 2015, 02:42