#46234792 · 16 Nov 2015, 22:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wit-georgia1 პოსტ-პანკი მოდის 70-იანებიდან , ალტერნატიული 80-იანებიდან.
ეს ალტერნატიული ჰგავს პოსტ-პანკს და არა პირიქით.
რაც შეეხება მსგავსებას პანკთან , კი აქვს . პანკი წამოვიდა გარაჟ-როკიდან და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო მკვეთრი ვოკალი, რომელიც ინსტრუმენტების ხმებში არ იკარგებოდა. პოსტ-პანკსაც აქვს იგივე ზუსტად შენარჩუნებული, მოუსმინე მაგალითად The Cure-ს, კარგად დაიჭერ მაგ მომენტს.
რაც შეეხება ჟღერადობას,ეგ არ არის ის ცალეკული ელემენტი რაც ჟანრს განსაზღვრავს, აგერ The Clash და KISS -იც პანკია, მაგრამ სხვადასხვანაირად ჟღერენ. სტილისტიკა ერთია, პანკისეული. Deep Purple-ი ჰარდ როკს უბერავს და Led Zeppelin-იც, არადა ამ უკანასკნელს რომ მოუსმინო, ერთი შეხედვით სხვა მუსიკაა მაგრამ გასცდები ჟღერადობას და უცბად აღმოაჩენ, რომ კლასიკურ ჰარდს უკრავენ მთელი თავისი ლოდებით.
პოსტ-პანკი პანკზე სხვა ჟანრების გავლენის შედეგად (მე პირადად გლემ-როკს გამოვყოფდი) შეიქმნა. მას არ შეიძლება იგივე ჟღერადობა და სტილისტიკა ჰქონდეს რაც პანკს; მაშინ პანკი ერქმეოდა და წინ "პოსტ"-ის დამატება რაღა საჭირო იყო ? მაგრამ არის მასში ბევრი რამ პანკისეული.
This post has been edited by 918 Spyder on 16 Nov 2015, 23:05
--------------------
In truth, there was only one Republican and he was shot dead in 1865.
http://notepad.cc/share/52pwgAOVmb http://notepad.cc/share/5cj9gyyHAR
"ძმურად, შენი ნომრით ოდნოზე დავრეგისტრირდები" სასტავმა არ მომწეროთ.©
|