ძვირფასო თბილისელებო,
ვეცდები, მოკლედ დავწერო ახლა ჩემი სათქმელი.
ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.
თბილისს მერად სჭირდება ძლიერი, აქტიური მენეჯერი და ქმედითუნარიანი ჯგუფი.
ხომ ხედავთ, ვერ ამართლებს ნარმანია...
ცოტა უცნაური მეგრელია, ხომ ხედავთ.
მეგრელი უნდა იყოს აქტიური, მოძრავი.
სიცოცხლე უნდა უყვარდეს.
ვიცი, რომ პროფესორია, ძალიან განათლებულია, მაგრამ არ შეეფერება ამ თანამდებობას და...
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ შემოგთავაზოთ ჩემი კანდიდატურა და თბილისის მერობაზე ვიყარო კენჭი.
არ შეგპირდებით იმას, რისი გაკეთების იმედიც თვითონ არ მექნება.
შეუძლებელია, 2, 3, 4 ან 5 წელიწადში ყველაფერი გამოასწორო ქალაქში, სამწუხაროდ...
შემოვიკრებ პროფესიონალ, შრომისმოყვარე ხალხს.
გპირდებით, რომ არ გავავსებ მერიას ჩემი რაიონის ხალხით.
თუ დაიმსახურებენ, იმუშავებენ, კი ბატონო.
მოხდება მერიის შტატის ოპტიმიზაცია.
გპირდებით, რომ სახელფასო პოლიტიკას მივხედავ სერიოზულად.
მაგალითად, მე პირადად არ ავიღებ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის 30%-ზე მეტ პრემიას და დანამატს.
თუ ასე არ იქნება, მომტყდეს ეს მარჯვენა
მარცხენაც
ფეხებიც.
ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ და არც ვაპირებ.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ვერ გაიგებთ ჩემგან პოლიტიკურ განცხადებებს.
=========
სერიოზულად მიეხედება ქალაქდაგეგმარებას.
საქმეში ჩავრთავ სერიოზულ ექსპერტებს.
==
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განვავითარებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
მეტროს ხაზს დაემატება 4 ახალი სადგური.
გავიყვან ტრამვაის, სადაც აუცილებელია.
განვავითარებ ავტობუსების ქსელს.
ეტაპობრივად შემცირდება მიკროავტობუსების რიცხვი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქნება კომფორტული.
==
მერად არჩევიდან დაახლოებით წელიწადნახევარში მოისპობა გზების პრობლემა!
==
განვაახლებ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას.
==
უკვე აშენებულ კორპუსებს ვერ დავანგრევ, მაგრამ შეწყდება ის დომხალი, რაც ხდება სამშენებლო სფეროში.
აღვადგენ ძველ, დაზიანებულ სახლებს.
==
ვიზრუნებ გამწვანებაზე.
მართალია, მილიონ ხეს არ/ვერ დავრგავ, მაგრამ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა ამ სფეროში.
==
მაქსიმალურად ვეცდები, ქალაქი განიტვირთოს და მოხდეს გარეუბნების განვითარება.
არ აშენდება დიდი დაწესებულებები ქალაქის ცენტრში.
==
ჩატარდება სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები, კონცერტები.
მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გატარდება ღონისძიებები და მიეხედება შესაბამის ინფრასტრუქტურას.
==
მოკლედ, ესენია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ვიქნები კონცენტრირებული.
კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი და გააკეთეთ არჩევანი...
გპირდებით იმას, რაც რეალურად განხორციელებადია.
მერე შემოვალ ხოლმე და გავეცნობი, თუ რას წერს ხალხი მერის საქმიანობაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დავით პატჷნი, ვამიწყჷნათ...
This post has been edited by ფორცხოლი on 18 Nov 2015, 21:21
. .