2013 – 2015 წლებში დაგეგმილი, განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები:
2013-2015 წლებში გახორციელდა სამელიროაციო ინფრასტრუქტურის 87 სარეაბილიტაციო პროექტი. სარეაბილიტაციო პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 62 000 000 მლნ ლარი შეადგინა.
შედეგად, დღეისათვის წყალუზრუნველყოფილია მიწის ფართობი შეადგენს 97 000 ჰექტარს, ხოლო დაშრობილია 28 375 ჰექტარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა:
420 კმ სადრენაჟე არხს
721 კმ საირიგაციო არხს
11 ერთეულ სატუმბ სადგურს
„საქართველოს მელიორაციაში“ 2015 წელს შეიქმნა მობილური მელიორაციის სამსახური. მობილური სატუმბების მეშვეობით მოირწყა 200 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.
2013 წლიდან, აგრარულ დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი დაიწყო. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1203 კოოპერატივს, სადაც 8730 მეპაიე გაერთიანებული.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში 544 კოოპერატივი დაკმაყოფილდა 1406 აგროკომპლექტითა და დამატებით 217 ხელის სათესით.
სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში ზუგდიდში აშენდა თხილის საწარმო. (მიღებულია გადაწყვეტილება საწარმო იჯარით 1 ლარად გადაეცეს 542 კაციან კოოპერატივს „დარჩელის თხილი“)
შემუშავდა და ამოქმედდა „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
რთველი 2013 და რთველი 2014 წარმატებით ჩატარების მიზნით, ამოქმედდა სუბსიდიისა და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამა.
2013,2014, 2015 წლებში მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯამში 400 მლნ ლარამდე შემოსავლები მიიღეს.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ღვინის ექსპორტი
2013 წელს ექსპორტირებული იყო 46,7 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 2-ჯერ აღემატებოდა 2012 წლის ექსპორტის მონაცემებს.
2014 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის - 59 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე.
2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23 მლნ ბოთლი ღვინო.
2014 წელს, პირველად საქართველოში, ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდა, ხოლო 2015 წლიდან კახეთში, ყვარლის რაიონში მიმდინარეობს.
გაიზარდა სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის კონტროლი, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, ლაბორატორიული კვლევების რაოდენობა.
შემოწმებულ ბიზნესოპერატორთა რაოდენობა:
2013 წელი - 3506
2014 წელი - 7324
2015 წელი - 10 392
ქვეყნის მასშტბით ხორციელდება ცხოველთა ვაქცინაციის პროგრამა.
მიმდინარეობს მსხვილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, ასევე, ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი, სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობა.
ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა: ჯილეხი, თურქული, ცოფი, ყვავილი, ნოდურალური დერმატიტი.
შემუშავდა ბრუცელოზის კონტროლის 2016-2018 წლების გრძელვადანი სტრატეგია.
მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გამოწვეული ზარალი.
სამი წლის მანძილზე, აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების წინააღმდეგ დამუშავებულია 100000 ჰექტარზე მეტი სავარგულები.
2015 წელს პირველად განხორციელდა კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში, სადაც დამუშავდა 3000 ჰექტარზე მეტი ფართობი.
2015 წლის ზაფხულიდან ძალაში შევიდა რძისა და თაფლისა რეგლამენტები და საქართველოს კანონი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ.
შემუშავდა ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა. მიმდინარეობს მუშაობა პურის ტექნიკურ რეგლამენტზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიული ქსელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულ 11 ლაბორატორიას მოიცავს.
2014 წლის მარტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო და IშO 17 025 სტანდარტი დანერგა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ატარებს.
ლაბორატორიაში დანერგილია IშO 9001:2008 მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.
აიგო და აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტო-სანიტარიული ლაბორატორია.
ქვეყანაში პირველად დაინერგა ცხოველებში ტულარემიისა და ყირიმულ-კონგოური ცხელების დიაგნოსტიკა.
საქართველოს აგრარულ სექტორში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ცენტრის მირე შემუშავდა კავკასიური წაბლა ჯიშის სანაშენე ბუღების გამოზრდის ტექნოლოგია, ასევე, ბიომეცხოველეობის განვითრების პროგრამა.
თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ვირუსოლოგიისა და ქსოვილის კულტურის (ინ-ვიტრო) ლაბორატორიები.
მეწარმეებისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის მიზნით, 2013 წლიდან დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება.
დღეის მდგომარეობით, სულ გაცემულია 25 200 კრედიტი. პროექტის ფარგლებში ლარში გაცემულია 24 000სესხი და გაცემული თანხა შეადგენს 642 488 095 ლარს, აშშ დოლარში გაცემული სესხების რაოდენობა შეადგენს 1 200 სესხი და გაცემული თანხა შეადგენს 163 176 553 აშშ დოლარს.
სულ დაფინანსებულია 139 ახალი საწარმო გაძლიერდა/გაფართოვდა 665 საწარმო.
ახალ საწარმოებში შეიქმნა (სეზონურის ჩათვლით) 3 500 სამუშაო ადგილი.
აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით, 2014 წლის სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში, 27 000 ცალი პოლისია გაცემული. დაზღვეულ იქნა 180 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 23 132 ჰამიწის ფართობი. სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხა შეადგენს 13 545 034 ლარს.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემულია 18 029 298 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი. დაფინანსდა 10 (მათ შორის 5 ახალი).
დაფინანსებული დარგებია: რძის გადამუშავება, ჩაის წარმოება, ცხოველის საკვების წარმოება, ხილის გადამუშავება, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა.
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი 2014 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 28 პროექტი.
დამტკიცებული პროექტების ჯამური თანხა შეადგენს 19 335 406 აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს - 7 199 004 აშშ დოლარს.
პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 11 ახალი საწარმო. თანადაფინანსების სახით გაცემულია 3 300 352 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
განხორციელდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტი.
2013 წლიდან, ყოველწლიურად დახმარებას 800 000 - მდე გლეხი იღებს და 220 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება.
2015 წლის 6 მარტიდან დაიწყო პროექტი „დანერგე მომავალი“.
პროექტის ფარგლებში (ბაღების გაშენების კომპონენტი) დამტკიცებულია 52 პროექტი. გაშენებულია 89.63 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი. მიმდინარეობს 322 ჰა ბაღის გაშენება. თანადაფინანსების სახით გაცემულია 575 890 ლარი. დამტკიცებული პროექტების ფარგლებში გასაცემია 1 101 301 ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2015 წლიდან კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა.
აღნიშნული სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდა სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირება, რამაც მოსავლიანობი 30%-მდე ზრდა გამოიწვია.
http://www.moa.gov.ge/index.php?menuid=17&...19#.Vk8RaHarTIV