„პროკრედიტ ბანკის“ ყაჩაღობის საქმე გახსნილიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პროკრედიტ ბანკის ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის იარაღი ამოღებულია.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
http://rustavi2.com/ka/news/32209