მოკლედ ბევრი ფიქრის (რო ვერ ელევი იმ ამბავში) შემდგომ კვლავ გადავწყვიტე გავყიდო ჩემი ბიმერი.
გამოშვების წელი: 1998
ფერი: arctic silver metallic (ე.წ. M-ის ფერი)
ძრავი: M44B19 (საქმეში ნაკლებად ჩახედულთათვის - ე.წ. IS)
გადაცემათა კოლოფი: მექანიკური OEM short shifter-ით (ეს ფუფუნება მხოლოდ ბიმერის M და Z მოდელების პრივილეგიას წარმოადგენდა, ეხლა რა ხდება ამ მიმართულებით არ ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბიმერის ბოლო მოდელების უმრავლესობა ჩემს შეხედულებებს არ შეესაბამება)
ბლოკირებული ხიდი 3.45 გადაცემით
ინტერიერი: M sport ან/და M individual – tanin red, იგივე cardinal red სავარძლების გათბობით.
M Roll Bar (საკმაოდ იშვიათი და სასარგებლო აღჭურვილობა)
მანქანას უყენია:
დაბალი ზამბარები, bilstein-ის (with stiffness regulation) ამორტიზატორები წინ და eibach-ის უკან.
ე.წ. competition spark wires 3.5mm (OEM-ზე საგრძნობლად სქელი კაბელები)
არც აალების სანთლებზე (სვეჩები) დავინანე ფინანსები და ყოჩაღი ბოშები დავაყენე, ოთხ კონტაქტიანი, პლატინის თუ გამდიდრებული ურანის სიყვარუობაში )))
K&N air filter OEM airbox-ში
clutch kit: Luk-ის, შეძენილი პრემიქსში
ახალი რადიატორი, პომპა და თერმოსტატი (სათადარიგო თერმოსტატსაც გიფეშქაშებთ).
ზეთი იცვლება ყოველ 6000 კმ.-ზე
Run and Drive მიმართულებით მანქანას არანაირი პრობლემა არ გააჩნია.
ხელი შესავლებია გარედან: წინა ბამპერზე, კარზე და უკანა ბამპერზე.
დროის სიმცირის გამო ვეღარ მოვიცალე ბამპერზე fog lights-ების და გარე ტემპერატურის სენსორის შეძენა-დაყენებისთვის, თან მანქანის გაბარიტების სიმცირის გამო “პროფესიონალი” მძღოლები ეტყობა ვერ ამჩნევენ და პარკინგზე ბევრჯერ გამილამაზეს წინა და ერთხელ უკანა ბამპერიც.
კარზე “ვაჟკაცმა” ბაიკერმა გამისვა და მოტყდა.
ბენზინის მაჩვენებელი თამაშობს, ეს ე.წ. z3-ის common problem-ების კატეგორიაში გადის და მე ხელი არ მოვკიდე, ნეტში მოძიებული ინფოს მიხედვით დიდია რისკი იმის, რომ მერე სალონში ბენზინის სუნი შემოდიოდეს.
გამოვასწორე ტენტის პრობლემა, ნაწილობრივ. მხოლოდ ინტენსიური, ძლიერი წვიმის შემთხვევაში სალონში წყალი შემოდის, ნუ არა ისე რო ტბა დადგეს, მარა მაინც

კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, მიუხედავდად იმისა, რომ ეს ერთ-ერთია ჩემი 3 ბიმერიდან, მაინც ძალიან მენანება გაყიდვა, თუმცა რახან გასაყიდად დავდე, არ ნიშნავს რომ ნებისმიერს მივყიდი.
მანქანა წინა წელს დავდე გასაყიდად, მსურველთაგან ე.წ. "პაბლაშკებზე" ანუ შეღავათებზე მხოლოდ 2 ადამიანის გამო წავედი, რადგან მივიჩნიე, რომ მათ ხელში მანქანას სადმე "რეშკაზე" დადგებულს არ გადავაწყდებოდი.
გაყიდვის დმასრულებელ ეტაპზე, გადაფორმებისას, თურმე აღმოჩნდა რომ ჩემს მიერ პატიოსნად შეძენილი ავტომობილი იძებნებოდა ინტერპოლით. იმის მაგივრად, რომ მანქანის საზღვარზე შემომყვანი (აქ ეპიტეტებით შემკობაში, ცენზურას დავიცავ, თუმცა ბევრჯერ დაასლოკინებდა) მოენახათ და მისთვის მოეთხოვათ პასუხი, "სამართალ" დამცავებმა ჯოხის გადატეხვა ჩემზე სცადეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, საქმის გამარტივების "სიყვარულობაში".
საბოლოოდ საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაც მოვიპოვე, რომლითაც მფლობელს ანუ მე, ავტომობილი დამიბრუნდა.
ამ სამხრეთ ამერიკული სერიალივით ვნებათა ღელვა პერიოდში, მანქანა გაჩერებული მყავდა და საიდანღაც ჩამოვარდნილმა აგურის ნატეხმა საქარე მინაზე ბზარი გააჩინა.
ყველა გარემობის, მათ შორის ლარის გაბითურების გათვალისწინებით, ავტომობილის ფასია 3000 $







