მოგესალმებით ხალხო. დიდი ხანია თემა არ გამიხსნია. ამიტომ იმედი მაქვს არ დამიხურავენ
ერთი რამე მინდა შემოგჩივლოთ.
ჩემი თანამშრომელი ცხოვრობს მცხეთაში, ე.წ. ტოლბუხინის დასახლებაში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაა. ის კორპუსი რომელშიც თავად ცხოვრობს არის თურმე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, თავად ეს ჩემი თანამშრომელი სოხუმიდან დევნილია. 90 იანების ბოლოს მათ მაგ კორპუსში ბინა იყიდეს, იქ მაცხოვრებელი რუსი ოფიცრისგან, თავად იმ რუსს არ ქონდა არანაირი საბუთები იმიტომ რომ ეს ბინა იყო რუსეთის თავდაცვის ბალანსზე მაშინ. თავად თანამშრომლის მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია, და როგორც ომის ვეტერანს სახელმწიფო ანუ შევარდნაძის მთავრობა შეპირდა რომ დროთა განმავლობაში დაუმტკიცებდნენ საკუთრებაში ამ სახლს.
მოკლედ რომ ვთქვათ, არც ედუარდმა არც მიშამ არ იკადრეს ამ კორპუსიდან ხალხის გამოსახლება, ახლა რა გჭირთ?
მივიდნენ ოქტომბერში თურმე და უთხრეს ნოემბერში უნდა დაცალოთო, გუშინ მივიდნენ კიდევ და 10 დღე მისცეს ვადა დაცალეთ ამ 10 დღეშიო, მერე რას იზავენ საინტერესოა? სპეცნაზით გამოყრიან მიშასავეთ?
რა უბედურებაა? შეგრძნება მრჩება რომ განგებ აკეთებენ საქმეებს ისე რომ 2016 წლის არჩევნებში წააგონ. ახლა ამის გაკეთება შეიძლება?
თან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. არა ალტერნატივის შეთავაზება, არა ფულადი კომპენსაცია. ხალხო მიშა რომ მიშაა და ხალხს რო სპეცრაზმით ასახლებდა და ცემა ტყეპით ყრიდა სასტუმროებიდან, ისიც კი რაღაც ალტერნატივას სთავაზობდა და ისე ყრიდა, ასე ნაგლად უალტერნატივოდ გაყრა შეიძლება?
ეგ ხიდაშელი ნამეტანი ცუდად უბერავს ამ ბოლო დროს.
რა უნდა ქნას ახლა ამ ხალხმა? იაფია და მარტივად საშოვნია ბინა?
რა უნდა ქნას ადამიანმა ამ დროს უკვე არ მესმის

.
თუ ხართ ვინმე ოცნების წარმომადგენელი, დაატორმუზეთ ეგ არასერიოზული თავდაცვის მინისტრი თორემ დაგატორმუზებენ თქვენ მაგის გამო.
და საერთოდაც გააძევეთ რესპები კოალიციიდან. როდემდე თორე კიდე ხო.