სამ მილიონზე მეტ მუსულმანს შორის რომლებმაც წელს ევროპაში შეაღწიეს, ათიათასობით პოტენციური თუ რეალური ისლამისტი ბოევიკია. მათ ცოტა დრო სჭირდებათ ადგილზე (ევროპაში) ლოჯისტიკური პრობლემების და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის. მერე კი იქნება მასობრივი ტერორი. თვითმფრინავებზე და აეროპორტებზე გაცილებით უფრო ეფექტური სამიზნე არის საფეხბურთო სტადიონები. პარიზის მოვლენების შემდეგ სულ რამოდენიმე დღეში გერმანია -ჰოლანდიის საფეხბურთო მატჩი ჩაიშალა. იმის გამო რომ გერმანულმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ჰანოვერში სტადიონის უსაფრთხოება. იბადება კითხვა, რა იქნება აწი? როდესაც ტერორისტები არამარტო ეროვნული ნაკრებების მატჩებით “დაინტერესდებიან” არამედ ჩემპიონთა ლიგით და ეროვნული ჩემპიონატებით? სტადიონების დაცვა წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით უფრო რთულია ვიდრე ლაინერების. მეორე მხრივ ტერორისტული აქტის შემთხვევაში პროგნოზირებადი მსხვერპლი მეტია. თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ვიფიქრებთ რომ მხოლოდ ამის გამო მიაქცია ისლამისტურმა ტერორმა ყურადღება ფეხბურთს.
უფრო დეტალურად მიზეზებზე და ანალიზი
https://chotorlishvili.wordpress.com/2015/1...83%A4%E1%83%94/