"მაგთის" მიერ "კავკასუს ონლაინის" შეძენა, ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ მარეგულირებელი კომისიის, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნაშია საუბარი.
კომისიამ ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა და გადაწყვეტილება სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მიიღო. დართავს თუ არა ნებას მარეგულირებელი "მაგთიკომს", რომ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივები შეიძინოს, გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.
"მაგთიკომს" "კავკასუს ონლაინის" ყველა იმ აქტივის შეძენა სურს, რომელსაც კომპანია, საკუთარი აბონენტებისთვის, მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.
"მაგთიკომი" გამონაკლისი არ არის ვისაც ამ კომპანიის შეძენა სურს. "კავკასუსის" აქტივებით "სილქნეტიც" ინტერესდება, თუმცა, კომპანიამ მარეგულირებელში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა ვერ მოახერხა.
,,კავკასუს ონლაინის” მთავარ სიმდიდრეს, შავ ზღვაში არსებული, მაგისტრალური კაბელი წარმოადგენს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაბელის გარეშე სურს "კავკასუსის" ყიდვა კომპანია ,,ბილაინსაც”.
http://1tv.ge/ge/videos/view/152761.htmlჩემი აზრით, ეს გარიგება კონკურენციიას არ წაადგება, თუმცა მას შემდეგ რაც მაგთი ზღვის ფკერზე დავანებულ კაბელს ჩაიგდებს ხელთ, შეიძლება მობილური ინტერნეტი გააიაფოს.