მეგობრებო, პარიზის ძირითადმა მოვლენებმა ასე თუ ისე ჩაიარა უკვე.
ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენ ყველანი ერთად საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესების მოწმენი ვხვდებით. ჩვენს თვალწინ ვითარდება უსერიოზულესი კატაკლიზმები.
"ისლამური სახელმწიფო", კაცობრიობის ახალი საფრთხე თუ დროებითი მოვლენა?
ეს ფაქტიურად ომია, დასავლური სამყაროს დაპირისპირება ფუნდამენტალისტურ მუსულმანურ ტერორისტულ ძალებთან, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე.
აქეთ ასადის ძალები, იქით ჰესბოლა, ცალკე ქურთები. ასევე ირანისა და რუსეთის ინტერესები. არ უნდა დაგვავიწყდეს ისრაელიც, რომელიც ჯერ-ჯერობით ამ სიტუაციაში ჩუმადაა და ...
შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის მომსწრენიც კი გავხდეთ (ოფიციალურად ჯერ არაა დაანონსებული, თუმცა რაღა უკლია?).
ვფიქრობ უპრიანი იქნება ამ თემაში მოხდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების განხილვა, ახალი ამბების გამოქვეყნება/გაზიარება, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება, საინტერესო ანალიტიკური მოკლე ნარკვევების მოტანა და ა.შ.
და ყველაზე მთავარი, როგორია საქართველოს როლი ამ ყველაფრში, რა გველოდება და როგორ უნდა მოვიქცეთ?
"ლივერმენას" ნაირი გამოშტერებულები გავუშვათ (და თავში ქვა უხლიათ) თუ დავაკავოთ და დიდი ხნით თავი ვუკრათ გლდანი/ქსანში?
მე დავიწყებ იმით, რაც ბრიტანულმა პრესამ დაანანონსა:
აშშმ და საფრანგეთმა ახალ ტაქტიკას მიმართეს (რასაც უკვე რუსეთი აკეთებს). მართალია ნავთობის გადაზიდვაში მშვიდობიანი მოქალაქეებიც მონაწილეობენ, მაგრამ დღეიდან მაინც დავბობავთ ავტოქარავნებს, ვინაიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად ტერორისტებს ემსახურებავო.
Пресса Британии: Россия и США бомбят бензовозы ИГ
http://www.bbc.com/russian/uk/2015/11/151120_brit_press
This post has been edited by spider77 on 20 Nov 2015, 14:00