ნახეთ რა კლიენტია
სიფათზე ხო აწერია ჯიგარი კლიენტი ვარ და ჟან-კლოდ ვანდამს ცხვირპირს ჩავუმტვრრევო ?

გეცნობათ ?
ინგლისიელი კლიენტია,წელს ბერლინის კინოფესტივალის თავჯდომარე იყო
სხვა რა ? მოცალეობის ჟამს კინოებს იღებს ხოლმე,ჩემი აზრით,ჭკუით,გონებით და ა.შ საკაიფოდ გამოდის ეგ საქმე
რაღაცით მეორე ინგლისელ ჯიგარსონას,კენ ლოუჩსაც გავს,მარა მარტო რაღაცით ამას სხვა კინო აქვს,იმას სხვა,ორივეს კი მაგარი და ბრიტანელებს კიდე უფრო მაგარი...
სანამ კინოებს დავდებდე რაც მევასება,ვიტყვი რო რაღაც პრიზები აქვს კანში ვენეციაში და მგონი ბერლინშიც,ან შეიძლება არც და დავიკიდოთ,რაში გვადარდებს
აგერ ქართველი კინო პრაფესორი ბაზრობს მაიკლზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრად იყო ჩამოსული ბრიტანელი კინორეჟისორი მაიკ ლი.
რუსთაველის კინოთეატრის ერთ-ერთი პატარა დარბაზში მისი ფილმი “შიშველი" აჩვენეს, რის შემდეგაც გაიმართა ე.წ. კითხვა-პასუხი, ასე ქვია, ფილმის შემდეგ რეჟისორთან გასაუბრებას. პატარა კინოდარბაზი ბოლომდე სავსე არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაიკ ლი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი (თუ საუკეთესო არა) გენიოსია.
მაშინ მაიკ ლიმ თქვა, რომ ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა და ჯერ არ გაგვიმხელს, რომელ ფესტივალზე წარადგენს მას, მაგრამ გვეტყვის, რომ მისი ფილმის გმირები ისევ სევდიანი, მარტოსული, შეყვარებულები და უიმედონი არიან.
ასეთია მისი ფილმის “შიშველის" გმირიც და ვერა დრეიკიც. ერთადერთი გამონაკლისი მისი 3 წლის წინ გადაღებული ფილმის “Happy go Laა ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. მაგრამ აქ მხოლოდ დრო იცვლება, ადამიანები წელიწადის ყველა დროს მსგავსი ტკივილით, ემოციით და პრობლემებით არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვდება, ერთი იბადება, ერთი ქორწინდება... “როგორ შეგიძლიათ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ყოფისგან შექმნათ არაჩვეულებრივი, არაორდინალური ისტორიები?" კითხეს რეჟისორს პრესკონფერენციაზე. “ჯერ თქვენ მითხარით რომელია არაჩვეულებრივი და არაორდინალური და შემდეგ გიპასუხებთ". მაიკ ლის ფილმებში ჩვეულებრივი ისტორიაც არაჩვეულებრივია და სინამდვილეშიც ასეა. რა განასხვავებს ორდინალურ და არაორდინალურ ცხოვრებას ერთმანეთისგან. ბუნებრივია ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა სრულიად ლეგიტიმურია, რადგან მაიკ ლის ფილმში მართლაც არ არის მძაფრი მოქმედებები, ეპიზოდები, ექშენი - აქ სიკვდილიც, დაბადებაც, სიყვარულიც, მარტოობაც ძალიან მშვიდ, მდორე რიტმშია წარმოსახული. სიმძაფრე თუ მძაფრი შეგრძნებები არაფრისგან მოდის, სწორედ ამ ჩვეულებრივობიდან მოდის, სადაც ყველაზე დამაჯერებლად, ყველაზე რეალისტურად გადმოდის ადამიანის, მისი ფილმის გმირების მძაფრი ემოციები, რომელიც გარეგნულად არაფერში ჩანს.
ფილმი მაიკ ლის მშობლებს ეძღვნება. ფილმის მთავარი გმირებიც ხანში შესული წყვილია, რომელთა ოჯახიც ბევრ ადამიანს აერთიანებს. მეგობრებს, შვილს, შვილის მეგობარ გოგონას, კოლეგებს. სულ 7 პროტაგონისტია და მათგან ერთ-ერთი, ანუ ვაჟიშვილი, მაიკ ლის თქმით მისი პროტოტიპია. ამ წყვილის ოჯახში იკრიბებიან ყველანი, საუბრობენ, ვახშმობენ, ტირიან, იცინიან... ყველაზე დიდი სისულელეა მოყვე მაიკ ლის ფილმის სიუჟეტი, ან კი უბრალოდ წარმოუდგენელია, ამით ის ფრანგ რეჟისორს ერიკ რომერს გავს. ლის ფილმებშიც ყველაფერი ხდება და თანაც არაფერი, მაგრამ მისი ფილმებიდან განუმეორებელი სევდა მოდის, შემაშინებელი, დამთრგუნველი მარტოობის, დაუცველობის შიში. ეს არის სოციალური კინო, სადაც არა მხოლოდ სოციალურ პრობლემებზეა ლაპარაკი, არამედ მისი დამაჯერებლობა, სინამდვილე ყველა სოციალურ პორბლემაზე მეტად გაშინებს.
ვუყურებდი და ვბრაზობდი, რომ მაიკ ლის თბილისში ჩამოსვლა სულ რამდენიმე ადამიანმა გაიგო, სინამდვილეში კი ეს მისი ფილმებივით ნამდვილი გენიოსია, მაგრამ გამახსენდა... აქ, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ჰიპერვარსკვლავიანი სასტუმროებია, სადაც ვარსკვლავები და უბრალოდ ძალიან მდიდარი სტუმრები ჩერდებიან. ამ სასტუმროებთან ყოველთვის ბევრი ხალხია სადარაჯოზე ფოტოაპარატ მომარჯვებული. თუკი რომელიმე სართულის, რომელიმე აივნიდან ვინმემ გადმოიხედა, ყველა ერთად კივილს იწყებს და “გადმოხედულს" ფოტოს უღებს. სინამდვილეში არავინ იცის ვინ არის, მაგრამ სავარაუდოდ ვინმე უნდა იყოს. აბა ჩვეულებრივი მოკვდავები იქ არ ცხოვრობენ და... სწორედ იმ დროს, როდესაც შეკრებილი ხალხი, ტრუსებში გამოწყობილ აივნიდან გადმომდგარ X ვარსკვლავს უკიოდა, ზუსტად გვერდით, იმავე ბულვარზე პედრო ალმოდოვარმა თავის ძმასთან ხელჩაკიდებულმა ჩაგვიარა. ალმოდოვარი არც ტრუსებში იყო და არც სასტუმრო მარტინესიდან იჭყიტებოდა (თუმცა შესაძლებელია იქ ცხოვრობდეს), ამიტომ მას ვერავინ ამჩნევდა. ასეა, მთავარია კონტექსტი და არა შინაარსი. ასე იყო მაიკ ლის საქმეც თბილისში, არავინ იზრუნა (გარდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა, რომელმაც ის ფესტივალზე დაპატიჟა) მისთვის ის კონტექსტი შეექმნა, რომ საქართველოში გაეგოთ - ჩვენი სტუმარი გენიალური ბრიტანელი კინორეჟისორი მაიკ ლი იყო და არა ტოტო კუტუნიო!
როგორც ყოველთვის ოფიციალურ პროგრამაში, მაგრამ არასაკონკურსო ჩვენებაში ვუდი ალენმა მისი ახალი ფილმი ჩამოიტანა. როგორც ჩანს ფრენის შიშიც დაძლია, რადგან ის ისევ კანშია მის ახალ და ძველ ქალებთან ერთად. ვუდი ალენი ისევ ძველ, მისთვის საყვარელ თემას აგრძელებს ოდნავ სახეცვლილი ფორმით. ეს უფრო სევდიანია ვუდი ალენია და ნაკლები იუმორით. ასეთი დადუმებული დარბაზი, ბუნებრივია “Match Point"-ს და კიდევ რამდენიმე ფილმს თუ არ ჩავთვლით, არავის ახსოვს. რასაკვირველია იუმორი არის, მაგრამ არა ისეთი ვუდი ალენმა რომ იცის, არა ისეთი როგორიც თუნდაც მის ბოლო ორ ფილმში იყო “"Vicky Cristina Barcelona" და “Whatever Works".
ორი წყვილის ისტორია, ხანში შესული ცოლ-ქმარი რომელიც ერთმანეთს შორდება და ახალ მეგობარს პოულობს და მათი ქალიშვილი, რომელიც მეუღლეს შორდება. ეს უფრო სევდიანი ისტორიები, სიყვარულის ძიებაში, მარტოობისგან შეგრძნება და მისგან გაქცევა, მოწყენილობა, გატაცება, ახალი ემოციები... ამ ფილმში უკვე აშკარად იგრძნობა ვუდი ალენის ასაკი და მისი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ვიაგრაც დასჭირდება და ახალგაზრდა გოგინებიც უღალატებენ. ერთ-ერთ მთავარ გმირს ენტონი ჰოპკინსი ასრულებს, რომელიც ტიპიური ვუდი ალენის პერსონაჟია, თითქოს ეს როლი მას უნდა განესახიერებინა, მაგრამ რატომღაც მის ადგილზე ენტონი ჰოპკინსი აღმოჩნდა. თუმცა, საინტერესო იყო ჰოპკინსის კომიკურ როლში ხილვა, რომელიც ახალგზრდა გოგოს ირთავს ცოლად, ვიაგრას დახმარებით მუშაობს, ცოლს ღალატში ამხელს და ისევ თავის ცოლთან დაბრუნებას ლამობს, რომელთანაც 40 წელი გაატარა. ასევე ინგრევა მათი შვილის ოჯახი, სადაც ახალგაზრდებიც, ისევე როგორც მოხუცები სიახლეს, ახალ ემოციას, სიყვარულს ეძებენ, პოულობენ, მაგრამ მაინც არ არიან ბედნიერები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვუდი ალენი სასიყვარულო ისტორიების უბადლო მთხრობელია და ყოველთვის მისი დამოკიდებულება სკეპტიკურია, ის აღმერთებს ქალს, სიყვარულს და ამავე დროს მუდმივად დასცინის როგორც მას ასევე საკუთარ თავს - ამ შემთხვევაში, მის უკანასკნელ ფილმში “You Will Meet A Tall Dark Stranger" მაინც განსაკუთრებულად სევდიანია.
ერთ დღეს მაიკ ლისა და ვუდი ალენის ფილმების ჩვენება, ქრონოლოგია რომ შეგვეცვალა, თითქოს გააგრძელებდა კიდეც ერთმანეთს. ვუდი ალენი იწყებს მარტოობაზე ლაპარაკს, მაიკ ლი კი გენიალურად ასრულებს და შემაძრწუნებლად სვედიანს გვტოვებს. მაიკ ლის სინამდვილეს ვერასდროს გავექცევით.
ნინია კაკაბაძე
კანიდან
კიდე რატო მიყვარს ეს კაცი,თავისი მსახიობები ყავს და მეორე-მესამე კინოდან უკვე ცნობ რა,ძირითადად მთავარში,ხანდისხან არამთავარ როლებში,ერთი სასტავი იჩითება რა და კაი რამე მგონია მაგი ფილმებში
1993 წელს გადაიღო ”შიშველი”
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დევიდ ტულისი არის მთავარ როლში,ანარქისტულ-ჯიგრული კინოა,სულ ყველაზე მაარი საფინალო სცენით
ლინკი გადმოსაწერი-
http://avoe.ge/movies/one.php?mid=13052
პატივცემული არ დაჯერდა იმას,აქაოდა მხვნელი კინო გადავიღეო და კიდე ერთი მაგარი,მავანთ მიერ მაიკლის საუკეთესოდ მიჩნეული კინო აბერტყა,მეც მომწონს
1996 "ტყუილები და საიდუმლოები"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1455927
ისე რაღაცით თუ დაუკვირდება,ბრაზილიურ სერიალებს წააგავს,როდრიგო მე მამაშენი ვარ დედა რო ეუბნება,მარა თუ არ დავუკვირდებით სკაიფო,კარგ კინოს მივიღებთ
2002 წელს გადაიღო "ყველაფერი ან არაფერი "
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2274675
ძალიან მაგარი ფილმი,ტაქსისტე მის ოჯახზე დ ასამეზობლოზე,უბრალო მშრომელი ხალხი,ცხოვრობენ და იბრძვიან...
მაიკლ ლი მაქამდეც კი იღებდა ფილმებს,პირველი ფილმი სულაც 1972 წელს აქვს გადაღებული,თუმცა არ მინახავს და ვერ გეტყვით როგორია
ფილმების სია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
-1. Another Year (2010)
1. Happy-Go-Lucky (2008)
2. Vera Drake (2004)
3. Cinema16: British Short Films (2003)
4. All or Nothing (2002/I)
5. Topsy-Turvy (1999)
6. Career Girls (1997)
7. Secrets & Lies (1996)
8. Naked (1993)
9. Two Mikes Don't Make a Wright (1992) (segment "A Sense of History" ) (TV)
10. Life Is Sweet (1991)
11. High Hopes (1988)
12. The Short & Curlies (1987) (TV)
13. Four Days in July (1985) (TV)
14. Meantime (1984) (TV)
15. "Play for Today" (6 episodes, 1973-1982)
- Home Sweet Home (1982) TV episode
- Who's Who (1979) TV episode
- Abigail's Party (1977) TV episode
- The Kiss of Death (1977) TV episode
- Nuts in May (1976) TV episode
- Hard Labour (1973)
16. "BBC2 Playhouse" (1 episode, 1980)
- Grown-Ups (1980) TV episode
17. Knock for Knock (1976) (TV) aka Second City Firsts: Knock for Knock
18. The Permissive Society (1975) (TV)
19. The Five Minute Films (1975) (TV)
- The Birth of the Goalie (1975)
- Old Chums (1975)
- Probation (1975)
- A Light Snack (1975)
- Afternoon (1975)
20. Bleak Moments (1971) aka Loving Moments
დაბერდა და დაყლევდაო ხო გაგიგიათ,ნურას უკაცრავად,მაიკლი ჯერ არ აპირებს მსგავსი ქმედების ჩადენას,ბოლო ორი ფილმი არანაკლები გამოუვიდა,რასაც სამოციანებში იღებდა
"უდარდელი" 2008
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და სულ ბოლო ფილმი,ახლახანს გაიჩითა ინტერნეტში სხვათა შორის
"მეორე წელი " 2010
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3956447ასევე სანახვი ფილმები
"ვერა დრეიკი" 2004
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3557681
მეორე ომის შემდგომი,მეტისმეტად ტრადიციული ინგლისი,კეთილი ქალბატონი,პატიოსანი დ აკარგი ოჯახიდან,რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება გოგოებს აბორტის გაკეთებაში
"ტკბილი ცხოვრება" 1990
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3221705მეტი არ მინახავს არ ვიცი
მსახიობები რომელიც ძირითად დვიჟენიობენ არიან:დევიდ ტულისი,მატილდა სტაუტონი,რუთ შინი,სალი ხოკინსი,ლესლი მელვინი,ტიმოთი სპალი(ჰარი პოტერის კინოდან პეტიგრუ,ერტ-ერტი მთავარი ლის კაცი,თან მის ფილმებში მაგრად ჯდება) და ა.შ
This post has been edited by bebera on 28 Feb 2012, 02:51
პრინციპში, მე იგივე ვარ მარად და მარად.. ადამიანების შეურაცხყოფაზე ვრეაგირებ..@irusha
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო