ფინანსთა მინისტრის მოადგილე: პენსიების გაზრდის ფუფუნება არ გვაქვს
ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ განაცხადა.
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს განსაზღვრავს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩემი აზრი დავაფიქსირო სამინისტროს შიგნითაც და თქვენთანაც. ჩემი აზრით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წელს პენსიები გავზარდოთ. განათლებაზე არ გავზარდოთ ხარჯი? რა ქნან მასწავლებლებმა? რის ხარჯზე გავზარდოთ? დღევანდელი ბიუჯეტი არის გაწერილი სხვადასხვა ხარჯზე. როდესაც ვინმე რომელიმე ხარჯზე გვეუბნება, რომ გაზარდეო, ალბათ, სამართლიანი იქნება, რომ მან ასევე თქვას რის ხარჯზე გავზარდოთ“.
- და რა ქნან პენსიონერებმა? როგორ იცხოვრონ 160 ლარით დღევანდელ პირობებში?
- კარგით, განათლებაზე არ გავზარდოთ ხარჯი? რა ქნან მასწავლებლებმა?
- მასწავლებლების და პენსიონერების ანაზღაურება ერთი და იგივე არ არის...
- რის ხარჯზე გავზარდოთ პენსიები? ეს ბიუჯეტი გაწერილია სხვადასხვა ხარჯებზე. როდესაც ვინმე გვეუბნება რომელიმე ხარჯზე გაზარდეო, ალბათ სამართლიანი იქნება, რომ მან ასევე თქვას, რის ხარჯზე გავზარდოთ.
- მე გეტყვით: პრემიების და დანამატების არგაცემის ხარჯზე გაზარდეთ.
- აი, მაგაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენთან ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტიდან სამი ყველაზე კარგი ახალგაზრდა გადავიდა სხვაგან სამუშაოდ. და ფაქტობრივად, ბირთვი დავკარგეთ. კიდევ თუ ხელფასსაც შეამცირებთ, რა ვიცი... მე შეიძლება უფრო ნაკლებ ხელფასზე ვიმუშავო, იმიტომ რომ მქონდეს სტიმული, მინისტრის მოადგილე ვარ, რაღაც გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია და ენთუზიაზმით ვიმუშავებ, მაგრამ სხვებს ვერ ამუშავებ ასე... გარბის ხალხი.
- მე პრემიებზე გითხარით...
- ის ადამიანი, რომელიც სხვა სამსახურში გადადის, იმასაც ხომ ითვალისწინებს, რომ ხელფასსაც იღებდა და დანამატებსაც და მაინც წავიდა... შეიძლება სხვა მიზეზიცაა, მაგრამ ფაქტი ესაა. ხშირ შემთხვევაში არის, რომ უკეთესი შეთავაზებები აქვთ.
http://www.tzona.org/post/finansta-ministr...uneba-ar-gvaqvs რავი აბა და რა დავწერო და დღე არ გადის აქ თემა რომ არ გაიხსნას პრემიებზე და დანამატებზე და პენსიონერები დაიკიდეს საერთოდ?