მალიში 1991 წლის მარტში გადატრიალება მოაწყო პოდპოლკოვნიკმა ამადუ ტურემ - მას შემდეგ, რაც მუსა ტრაორეს მთავრობამ სასტიკად ჩაახშო სახალხო დემონსტრაციები.
საინტერესოა, რომ ამადუ ტურეს განათლება მიღებული ჰქონდა საბჭოთა კავშირსა (რიაზანის უმაღლეს საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელში) და საფრანგეთში.
ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ამადუ ტურემ მოიწვია ეროვნული კონფერენცია და ახალი კონსტიტუცია შეიმუშავეს. უკვე 1992 წლის აპრილში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ამადუ ტურე დამარცხდა(!).
ახალმა კონსტიტუციამ მალიში მრავალპარტიულობა დაუშვა, თორემ მანამდე ერთი პარტია იყო დაშვებული, ხოლო მარქსიმზ-ლენინიზმი ოფიციალური იდეოლოგია იყო

ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან.
მომდევნო გადატრიალება უკვე 2012-ში მოაწყვეს სამხედროებმა, რადგან უკმაყოფილო იყვნენ მთავრობის რეაქციით ტუარეგების სერაპატისტულ აჯანყებაზე. დღევანდელი არეულობებიც ამ ამბებიდან მომდინარეობს.
სხვათა შორის, მალიმ დამოუკიდებლობა 1960 წელს გამოაცხადა, პირველი პრეზიდენტი მოდიბო კეიტა კი 1968 წლამდე იყო თანამდებობაზე, სანამ სწორედ იმ ჩვენმა ნაცნობმა მუსა ტრაორემ არ მოუწყო გადატრიალება. კეიტა ციხეში მოკვდა 1977 წელს საეჭვო გარემოებებში და მის დაკრძალვა გამოსვლებში გადაიზარდა, რომლის ბევრი მონაწილეც დააპატიმრეს.
1968-დან 1991 წლამდე, მუსა ტრაორეს პერიოდში არსებული ერთპარტიულობაც კი ნომინალური იყო - ქვეყანას სამხედროები მართავდნენ. მოკლედ, საბჭოთა ყაიდის იდილია იყო ქვეყანაში, გადატრიალებით მოსული მმართველით სათავეში...
This post has been edited by griankali on 21 Nov 2015, 17:39
რუსეთი უნდა დაინგრეს.