ეს წავიკითხე, ფბ-ზე გავრცელდა. წყარო არ არის სანდო და კარგი ჩემი აზრით, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, აფერუმ ამ ქალის თავხედობას.

20 000 ლარს ხომ იღებს ყოველ თვე ხელფასს... და ამასაც არ დაჯერებულა და სამსახურში გაუფორმებია მთელი ეს კოჰორტა:
1. თავისი შვილები -2 ადამიანი;
2. და;
3. სიძის და;
4. მაზლის ცოლი;
5. სიძის ნათესავი;
6. ქმრის ნათესავი;
7. შვილის მეჯვარე;
8. შვილის მეგობარი;
ანუ სულ 9 კაცი. აი სტატიაც:
ცესკოს თავმჯდომარემ უწყებაში შვილები, შვილის მეჯვარე, ასევე სიძისა და ქმრის ნათესავები დაასაქმა
14:35 20.11.2015
კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივის“ დამფუძნებლის ლაშა ფარულავას განცხადებით, სახელმწიფოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავჯდომარის, თამარ ჟვანიას შენახვა 292 075.04 ლარი დაუჯდა.
ფარულავას თქმითვე, თამარ ჟვანიამ ცესკოში თავისი ნათესავები დაასაქმა.
„საზოგადოებრივი ინიციატივა აგრძელებს სახელმწიფო ორგანიზაციების მონიტორინგს. ამ ეტაპზე გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ საჯარო ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2014 წლის და 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების შესახებ.
ქალბატონმა თამარმა, 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით 130 727.55 ლარის ოდენობით თანამდებობრივი სარგო მიიღო, ასევე პრემია - 56 682 და დანამატი - 56 855 ლარი, სამივლინებო ხარჯი - 47 810. 49 ლარი.
სახელმწიფოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავჯდომარის შენახვა, ზემოთ მოცემულ წლების მიხედვით, 292 075.04 ლარი დაუჯდა.
ჩვენი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა ცესკო -ში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებით. კერძოდ, 2014 – 2015 წლებში ქალბატონმა ჟვანიამ აღნიშნულ უწყებაში - შვილები ცისია ყაველაშვილი და გიორგი ყაველაშვილი, შვილის მეჯვარე - თამუნა ბატიაშვილი, შვილის მეგობარი თათია ზარქუა, და - ნათია ჟვანია, სიძის და ნინო ყავრელიშვილი, მაზლის ცოლი - ლეილა სიბაშვილი, სიძის ნათესავი - ტარიელ ნათენაძე და ქმრის ნათესავი - ირინა ბუზალაძე დაასაქმა“,-აცხადებს ფარულავა.
„საზოგადოებრივი ინიციატივის“ დამფუძნებლის შეფასებით, იმ დროს როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება მიუღებელია, მით უფრო ოჯახის წევრების და ნათესავების დასაქმება. ფარულავას განცხადებით, ფაქტიურად ცესკო თამარ ჟვანიამ საკუთარი ოჯახის შ.პ.ს.-დ აქცია.