St. Louis Blues
კონფერენცია: დასავლეთიდივიზიონი: Centralშტატი, ქალაქი: მისური, სენტ ლუისიდაარსდა: 1967 წელს (
St. Louis Blues - დღემდე)
საშინაო არენა: Scottrade Center (ტევადობა: 19 022)
მფლოებელი: Sports Capital Partners (Dave Checketts, chairman)
გენერალური მენეჯერი: დაგ არმსტრონგი
მთავარი მწვრთნელი: კენ ჰიჩკოკი
ამჟამინდელი კაპიტანი: დევიდ ბეკესი
ფარმ-კლუბი: Peoria Rivermen (
AHL)
პრეზიდენტის თასის მფლობელი: 1-ხელ (1999–2000)
დივიზიონის გამარჯვებული: 7-ჯერ (1968–69, 1969–70, 1976–77, 1980–81, 1984–85, 1986–87, 1999–2000)

სენტ ლუისი საკუთარ დივიზიონში ასპარეზობს შემდეგ გუნდებთან ერთად:
Chicago Blackhawks,
Columbus Blue Jackets,
Detroit Red Wings,
Nashville Predatorsისტორიაგუნდი ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში (
NHL) 1967-1968 წლების სეზონიდან გამოდის. სენტ ლუის ბლუზი საუკეთესო გამოდგა ახალწვეულებს შორის და პირველი სამი წლის განმავლობაში ძალიან ახლოს იყო
სტენლის თასთან. სამივეჯერ ფინალში დამარცხდა, რომელიც ორჯერ კანადურ გრანდ
Montreal Canadiens-თან, ხოლო ერთხელ
Boston Bruins-თან წააგო. ეს წარმატება პირველ რიგში უნდა მივაწეროთ მათ მწვრთნელ სკოტ ბოუმენს, რომელმაც მოახერხა შეკრული გუნდი დაეყენებინა ვეტერანებისა და ახალგაზრდა მოთამაშეებისგან.
1971 წლის შემდეგ, როდესაც გუნდიდან მიდის ბოუმენი, მათი საქმეები უკან მიდის. თითქმის ყოველწლიურად იცვლება მწვრთნელები, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. საბოლოოდ კი(1976-1977) ბლუზი დგება გაკოტრების საშიშროების წინაშე. ამ კრახისაგან გუნდი გენერალურმა მენეჯერმა ემილ ფრენსისმა იხსნა, რომელმაც შეძლო მოეზიდა ინვესტორები. ამ ყოველივეს შემდეგ სენ ლუისი კვლავ იკრებს ძალებს, მშვენიერ მოთამაშეებს იმატებს დრაფტების შემდეგ და 1981 წლის სეზონში აჩვენებს საუკეთესო რეზულტატს გუნდის ისტორიაში (107 ქულა რეგულარულში), თუმცა პლეი-ოფში მალევე ეთიშება ასპარეზობას.
ორი არც თუ ისე კარგი სეზონის შემდეგ ბლუზმენები კვლავ დგებიან გაბანკროტების საფრთხის ქვეშ, თუმცა ამჯერად გუნდს ეხმარება გარი ორნესტი, რომელიც ყიდულობს გუნდს და მის მენეჯერად ნიშნავს რონ კერონს, ხოლო მთავარ მწვრთნელად ჟაკ ლემერს. კვლავ დგება აღოიძინების ხანა, რომელიც ბოლო 10 წლის განმნავობაში უკვე მეორეა გუნდისთვის. 1986 წელს პირველად გადის კონფერენციის ფინალში ბოლო 16 წლის გნმავლობაში, თუმცა იქ კალგარისთან მარცხდება.
1987 წელს ბლუზს კვლავ შეეცვალა მეპატრონე, გარი ორნესტის წასვლის შემდეგ გუნდში მოდის მაიკლ შენაჰენი, თუმცა მენეჯერად კვლავ კერონი რჩება. კერონის ძალისხმევით გუნდში მოდიან მშვენიერი მოთამაშეები: სკოტ სტივენსი, კურტის ჯოზეფი, ბრენდან შენაჰენი, ადამ ოუტსი და ბრეტ ჰალი.
ბრეტ ჰალი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა შეტევაში, რაზეც მისი რეზულტატიც მეტყველებს(3 წელიწადში ზედიზედ 70+ გატანილი შაიბა). 1990-1991 წლების სეზონში ჰალს გააქვს 86 გოლი და ხდება MVP. ამ წელს სენ ლუისი იყო საუკეთესო, მისი ისტორიის განმავლობაში, თუმცა ძალზედ მოულოდნელად მარცხდებიან პლეი-ოფში
დალასთან(მაშინდელი Minnesota North Stars).
90-იანი წლების დასაწყისში შესანიშნავი გამოსვლა რეგულარულში, პლეი-ოფში დასანანი მარცხებით მთავრდებოდა. გუნდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის. სენ ლუისის კორპორაციების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შენეჰენისაგან ეყიდათ გუნდი და მისთვის ახალი არენა აეგოთ. ეს ყველაფერი 1994 წელს მოხერხდა და სენ ლუისი გაიყიდა. შენეჰენის ძალისხმევით გუნდში მოდის მაიკ კინენი, რომელმაც მოახერხა და
სტენლი მოაპოვებინა
New York Rangers-ს. კინენი ძალისხმევას არ ზოგავს სენ ლუისის საჩემპიონო გუნდად ჩამოყალიბებისათვის. თუმცა შედეგი კვლავ არ ჩანს, ასევე კინენმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც მძიმედ დაუჯდა: 1997 წლის 19 მარტს მას გუნდიდან უშვებენ. მწვრთნელის პოსტს კი დროებით კვლავ რონ კერონი იკავებს. მის თანაშემწედ კი ჯოელ კენევილი ინიშნება. ბლუზმენები უკვე მერამდენედ "გამოცოცხლდნენ".
1997-1998 წლების სეზონში სენ ლუისი 98 ქულას აგროვებს რეგულარულში, თუმცა როგორც ყოველთვის ამჯერადაც უცრუებს იმედებს თაყვანისმცემლებს, კონფერენციის ნახევარფინალში მარცხდება
Detroit Red Wings-თან.
1998-1999 წლების სეზონს გუნდი ატარებს ბრეტ ჰალის გარეშე, რომელიც გადადის
დალასში, თუმცა გუნდში ამ დროისათვის ირიცხებიან ძალინ კარგი მოთამაშეები: კრის პრონგერი, ელ მაკინისი, პიერ ტარჯონი და პავოლ დემიტრი. რეგულარული კვლავ წარმატებით დაძლია ბლუზმა, თუმცა კვლავ კონფერენციის ნახევარფინალში მარცხდება ბრეტ ჰალთან და მის
დალასთან.
1999-2000 წლებში მყარდება საუკეთესო შედეგი ისტორიაში, ბლუზმენები იგებენ რეგულარულ ჩემპიონატს. ზედიზედ 21-ჯერ ახერხებს ბლუზი პლეი-ოფში გასვლას, თუმცა იქ პირველივე ეტაპზე ეთიშება ასპარეზობას San Jose Sharks-თან. შემდეგ სეზონში ძალიან ახლოს იყო ფინალთან თუმცა მარცხდება
Colorado Avalanche-თან. ამის შემდეგ კვლავ გრძელდება უიღბლობა და ვერაფრით ვერ ახერხებენ ფინალში გასვლასაც კი.
2005 წელს გუნდს მოუწია სახელფასო სახურავის დაბლა დაწევა. რამაც გამოიწვია კრის პრონგერის გუნდიდან წასვლა. ამის შედეგად ბლუზმენები ყველაზე ცუდ სეზონს ატარებენ 1979 წლის შემდეგ და იკავებენ ბოლო ადგილს ლიგაში.
2011-2012 წლების სეზონის შემადგენლობა2011-2012 წლების სეზონის ფორმები
