ზუტიკას წყარო არაა, ანონიმუსი ამბობს
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=46829 Anonymous–ი, რომელმაც პარიზის ტერაქტის შემდეგ ჯიჰადისტებს ომი გამოუცხადა იტყობინება, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“ ხვალ 22 ნოემბერს, 8 ტერორისტული თავდასხმის მოწყობას გეგმავს. როგორც ბრიტანული გამოცემა Express წერს, ისინი იმ ქვეყნების სიას ავრცელებენ, სადაც ტერორისტები შეიარაღებული თავდასხმებით იმუქრებიან. ამ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდონეზია, იტალია და ლიბანი. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ქვეყნებზე იგეგმება მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმის განხორციელება. გარდა ამისა, ტერაქტის საფრთხე არსებობს ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქ ატლანტაშიც. Anonymous–ი იმ ადგილების სიას აკონკრეტებს, სადაც ტერაქტების სერია იგეგმება: საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის რამდენიმე ადგილი, ჯგუფ Five Finger Death Punch–ის კონცერტი მილანში, ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქ ატლანტა, ლიბანის უნივერსიტეტი, ჯაზის დღე ინდონეშიაში.
როგორც IBT წერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ტერორისტების სავარაუდო საფრთხე შესაძლოა ატლანტაში დაგეგმილი ღონისძიება იყოს, რაც ძალიან სახიფათოა.
"ეს არის გაფრთხილება, რომ თუ ვინმე აპირებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებაზე წასვლას, მათ შორის ასევე ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, მაგრამ საფრანგეთში, პარიზის ნებისმიერი ეკლესიის გარეთ ტერაქტის რისკი ძალიან დაბალია. 22-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი მოვლენები იქნება“,–აღნიშნულია მათ განცხადებაში.
Anonymous–ი ტერაქტების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა სადაზვევო სპეცსამსახურებს აკისრებს და აცხადებს, რომ მათ ტერორისტების შეჩერება უნდა შეძლონ.
"ჩვენ მხოლოდ ვიღებს პასუხისმგებლობას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გავაფრთხილოთ(იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს" ,–ნათქვამია Anonymous–ის განცხადებაში.
ცოტა ხნი წინ ჰაკერების ონლაინგაერთიანება Anonymous–მა “ისლამური სახელმწიფოს“ მიკრობლოგ „ტვიტერის“ 20 000-ზე ექაუნთი გაუტეხა.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელწმიფოს“ ტერორისტებმა საფრანგეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და 400-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ'' აიღო. ტერაქტების საფრთხის გამო საფრანგეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.