თუ დამეხმარებით კარგს იზამთ !
მოკლე შინაარსი

:
ბებიაჩემის სახელზე არის ბინა, რომელიც სულ გაქირავებულია. 2 დღის წინ დაურეკეს ბებიაჩემს და სთხოვეს ოფისში მისვლა, სადაც მეც გავყევი.
როგორც აღმოჩნდა:
1. 2015 წლის თებერვალში მრიცხველი მოხსნეს და წაიღეს ექსპერტიზაზე (ოქმზე ხელი მოაწერა ბინაში მცხოვრებმა მდგმურმა).
2. 2015 წლის მარტის დასკვნით მრიცხველს აღენიშნება გარეგანი ზემოქმედება.
3. გუშინ უწყებაზე ხელი მე მომაწერინეს, რომ გამოვცხადდებოდი საქმის განხილვაზე.
4. უნდოდათ ხელი მომეწერა სამართალდარღვვევის ოქმზე (სადაც დამრღვევად მე ვეწერე) და იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმები.
როგორც ამბობდნენ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, მაგრამ ხელი არ მოვაწერე და წამოვედი.
ეხლა კითხვები:
1. 2015 წლის მარტში გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ოქმის გუშინ შედგენა შეიძლება? ანუ ხანდაზმულობა არ გავიდოდა? როგორც გუშინ მე ვნახე 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს რეაგირება. ამათ კიდევ მარტის მერე უდევთ ეს ექსპერტიზის დასვკნა.
2. სანქცია პირველ ჯერზე გაფრთხილებაა ხომ?
3. არის რამე შანსი მე, რომ დამეკისროს პასუხისმგებლობა?
4. მრიცხველის ყიდვა მოგვიწევს?
5. აბონენტს დააკისრებენ თუ არა იმ მოპარული გაზის საფასურს? და როგორ დადგინდება რამდენი არის მოპარული?
6. და რაც ძალიან მაინტერესებს, ეს ბიზნეს ცენტრის უფროსი სპეციალურად არასათანადო სუბიექტზე, რომ ავსებდა თავის ოფისში სამართალდარღვევის ოქმს რამე პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
კეთილო იურისტებო თავისუფალ დროს იქნებ დამეხმაროთ