ფისუნია კატა, ანუ ვინ გატეხა და ვინჩის ნახატის ჩარჩო ,, Mandragora scream-ის „dark lantern” ბოლო ხმაზე აღრიალდა, გოგონამ თვალები გაახილა და კმაყოფილი სახით მიმოიხედა.
დილის ექვსი საათი იყო, ყველაფერი ჩვეულებრივად მოეჩვენა, მისაკი და მისატო ისევ მის თბილ ხალათზე იწვნენ და ტკბილად ეძინათ, ანაბელი საწოლის თავიდან დაჟინებული მზერით შემოჰყურებდა, სარკესთან ისევ იყო ჩამწკრივებული ათასი კოსმეტიკური საშუალება და გვერდზე ოთახიდანაც ნაცნობი ხმა შემოდიოდა, მხოლოდ ამჯერად ამ ნაცნობ ხმას გაკვირვების ელფერი უფრო დაჰკრავდა,
რადგან იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რომ ოდესმე ვინმე იმ საშინელ მელოდიას შეცვლიდა,რომელიც ყოველ დილით მაღვიძარის ფუნქციას ასრულებდა და ასე უშხამავდა ნერვებს ჩვენი მოთხრობის მთავარ გმირს.
მარჯვენა ტუჩის კუთხე კიდევ ერთხელ აუთამაშდა და სინქრონში წარბთან ერთად ზემოთ აიზნიქა,
ეს თვითკმაყოფილების ორიგინალური გამოხატულება იყო, რომელსაც მხოლოდ მის სახეზე თუ ნახავთ.
საწოლიდან წამოდგა , ორ ბარხატის ნაგლეჯს (რომელსაც ის შვილებად მიიჩნევს) ვერ გააღვიძებდა ,ამიტომ ფრთხილი ნელი მოძრაობით, როგორც კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს სჩვევიათ, ელასტიურად გამოძვრა საბნის ქვეშიდან და სიგარეტს დაუწყო ძებნა.
ლურჯი ვინსტონი, რა თქმა უნდა, სხვას როგორ გაიმეტებდნენ, თუმცა იმ მომენტში ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა, კონცენტრაცია სჭირდებოდა, კონცენტრაცია, რომელიც არც თუ ისე ხშირად სტუმრობდა ხოლმე ... თუმცა ახლა ყველანაირი ძალ-ღონე უნდა მოეკრიბა და მისი ქაოსურად მოძრავი ფიქრებისთვის, ჭიანჭველებივით რომ დაცოცავდნენ აქეთ-იქეთ რაიმე მოეხერხებინა, რადგან წერო მეგობრებზე ,რომლებიც შენგან მაქსიმალურს მოელიან და მათი იმედები გაამართლო მარტივი არ არის,თანაც მოთხრობა დღეს უნდა წაიკითხონ.
სამზარეულოსკენ დაიძრა, ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა, ლეონარდოს რეპროდუქციას თვალი შეავლო, უკვე მერამდენედ ჩაეღიმა ეშმაკურად ამ ნახატის დანახვაზე, უკვე მერამდენედ წარმოიდგინა როგორ ეშვება ნახატი ძირს და ჩარჩო ნაწილებად იშლება, თუმცა ეს წარმოდგენა უფრო ამონარიდი იყო მისი მარიფათიანი წარსულიდან.
„ჟასმინი აღარ მქონია“ -გაიფიქრა მან და პიტნის ჩაის მზადებას შეუდგა.
ოთახში დაბრუნდა,
ფინჯანი კომპიუტერის მაგიდაზე დადო,
მისაკი კალთაში ჩაისკუპა,
სიგარეტს გაუკიდა,
გონება დაძაბა,
ვორდის ფაილი გახსნა ...
უცებ...
გაიფიქრა : „&ლეზე ბანტი“
ფაილი ჩაკეცა და თავისი საყვარელი ანიმეს ყურება დაიწყო.
© EisblumE ახლა რაც შეეხება დანარჩენს, რეალურად, ჩვენმა ფისუნიამ მართლა დაწერა კრისტალი მოთხრობები უსათაუროს იუზერებზე ,რომლებსაც აქვე შემოგთავაზებთ და დიდ იმედს ვიქონიებ რომ თვითონაც დადებს ხოლმე,,
აქვე დავძენ ,რომ შეგიძლიათ თხოვოთ მას თქვენზეც დაწეროს რამე,,
დამიჯერებთ, ჩვენი დაუზარელი კატა არ დაგზარდებათ და რამეს აუცილებლად მოიფიქრებს,, 
ახლა კონკრეტულად მის მოთხრობებზე გადავიდეთ,,
გავკადნიერდები და პირველად ჩემზე დაწერილ მოთხრობას დავდებ ,,
ნაწყვეტი რომანიდან "გოგონა უნგრეთიდან" ...ეისბლუმის აღწერა თავად გალაკტიონსაც გაუჭირდებოდა.
რადგან ის თავად სრულყოფილებაა...
გოგონა ემოციურობის პიკი...
როდესაც მას პირველად ნახავ, საჭირო აღარ არის ნახო მეორედ, რადგან მისთვის შორიდან თვალის მოკვრაც კი საკმარისია რომ შეგიყვარდეს...
უყურებ და გრძნობ, როგორ შემოდიან ჭიანჭველები შენს ფეხსაცმელში...
შემდეგ კანში და ერთი ხელის მოსმით იპყრობენ შენს სხეულს...
დიახ, ის პეპლებიც, რომლებიც მუცელში აგიფორიაქდნენ, სწორედ რომ ეისბლუმის ხილვა უნდათ...
ამიტომ ეხეთქებიან შენი მუცლის კედლებს გამეტებით...
მისი თმა და თვალები სასწაულებს ახდენს...
მისი თმა იარებს აყუჩებს და უკვდავებას გჩუქნის...
მარადჟამ ერთი სურვილი გკლავს, მის თმაში ხელი შეაცურო და ჩაიძირო მასში...
თვალებში ყოველთვის ჩაძირული ხარ...
განსაკუთრებით როდესაც ის სევდიანია...
ან როდესაც ტირის...
გინდა რომ გულში ჩაიკრა და მისი ყველა წვეთი ცრემლი შეიწოვო...
რადგან იცი რომ მისი ცრემლის ღირსი თავად დედამშობელი მიწაც არაა!
არავინ!...
მას ყველას ტკივილი გულთან მიაქვს და განიცდის...
ზოგჯერ იმაზე მეტადაც, ვიდრე თავად ის, ვისაც სტკივა...
ბლუმჩიკა ანგელოზია ციდან ჩამოვარდნილი...
იმიტომ გამოაძევეს ზეციდან რომ ღმერთის ყურამდე არ მისულიყო რამდენად კარგი იყო ის და მას ყველა არ გამოეყარა სამოთხიდან ეისბლუმის გარდა...
ცოტათი მცივანაა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვს არცერთი გრამი დამცავი ფენა სახელად "ქონი"...
თუმცა როგორ ექნება? ის ხომ თავად სრულყოფილებაა...
არცერთი ნაკლით და არაფერი ზედმეტით...
გოგონა რომელიც უნდა გიყვარდეს, სხვანაირად შეუძლებელია...
თუ გსურს ოდესმე ეზიარო ჭეშმარიტ ბედნიერებას, ბლუმჩიკას უნდა ჩაეხუტო...
საოცარ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობ...
ხანდახან მოკლე ჩართვებს იღებს...
ეს ალბათ ციდან ვარდნის დროს დაზიანებული ნეირონების ბრალია...
და ის პატარა, 12 წლის გოგო ხდება...
12 წლის გოგონა ვარდისფერი პიჟამოთი და ირმებიანი პირსაწმენდით...
გოგონა რომელიც მხოლოდ იმიტომ ატირდება, რომ მისი "მამალო" ვიღაცამ უნებართვოდ გალოკა...
ან ქინდერ სიურპრიზის სათამაშო მასზე ადრე ნახა...
ან იმიტომ რომ ჯოკერი არ ათამაშეს სრულიად მარტივი მიზეზის გამო "ის 12 წლისაა" (პაწაწუნაა და ჯოკერი ხომ დიდების თამაშია დაახლ. 13 წლისების.... ბლუმი 12ისაა... განსხვავება დიდია!)
ამის გამო შეუძლია მთელი დღე იტიროს...
გაგაბრაზებს, მაგრამ უნდა აიტანო....
რადგან ის ამ დროს მხოლოდ 12 წლისაა და ოდესღაც შენც იყავი თორმეტის...
იყავი, მაგრამ ვერასოდეს იქნებოდი ბლუმჩიკას ნახევარიც კი...
უნდა მოეფერო...
კატასავითაა...
ვინც ეფერება ყველა უყვარს...
ხშირად თავისი კეთილი გულის გამო განტევების ვაციც გამხდარა, მაგრამ არ გაბოროტებულა...
იმიტომ რომ ის ნამდვილი ანგელოზია...
ყველაზე კარგი ანგელოზი...
იმდენად კარგი, რომ სხვა ანგელოზებს შეშურდათ და დედამიწაზე ჩამოაგდეს...
ვარდნისას ლავანდების ვაღში ჩავარდა..
ამის გამო ახლაც ლავანდების სურნელს აფრქვევს...
ამბობს რომ ის "ცოდოა"...
ამას სხვების ყურადღების მისაპყრობად როდი აკეთებს...
უბრალოდ იმდენად კეთილშობილია, რომ მზადაა დედამიწაზე ერთადერთი ცოდო იყოს...
როცა მოწყენილია ბუდაპეშტის ყველაზე ცოდვილ მდინარესთან სეირნობს ხოლმე და ათვალიერებს ფეხსაცმლის ძეგლებს, რომლებიც ამ მდინარეში თვითმკვლელთა საპატივცემულოდ ჩაამწკრივეს მის ნაპირზე...
ბლუმი არ იცნობდა იმ ხალხს, მაგრამ თავისი სათნოება ნებას არ რთავს ყველა ფეხსაცმელთან არ შეჩერდეს და არ დაიტიროს სასოწარკვეთილი უცნობი ადამიანები, რომლებმაც სხეული მდინარეს აჩუქეს...
და რომლებსაც ძეგლი დაუდგეს ამავე მდინარის პირას... ძეგლი საკუთარი ფეხსაცმლისა, ფეხსაცმლის, რომელიც სიკვდილის დღეს ემოსათ...
ბლუმი კარგია...
როდესაც გვერდით გიზის და გეხუტება , მაშინაც კი გენატრება...
ნაწყვეტი რომანიდან "საილერი და მისით დატყვევებული ლამაზმანები" ...როდესაც საილერს შეხედავ, პირველად იდუმალ შთაბეჭდილებას გიქმნის, მაღალია, ტანადი... აი ისეთი, პრინცები რომ არიან ხოლმე ზღაპრებში... თმები მუქი წაბლის ფერი აქვს, თითქმის შავი... მაგრამ იშვიათად თუ გექნება შანსი მისი ბრწყინვალებით დატკბობისა, იმიტომ რომ ზამთარ-ზაფხულ ქუდს ატარებს და იშვიათად იხსნის... თითქოს ეს მისი ფარია გარე სამყაროს ძალებისაგან და მხოლოდ მაშინ დაუშვებს-ხოლმე როდესაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუ საილერმა შენთან ქუდი მოიხადა, ეს დიდი პატივია შენთვის... მისი სახის ნაკვთებიც ზღაპრიდან გადმოსული პრინცისაა, უნაკლო... სულ გინდა რომ შეეხო, მაგრამ საკუთარ თავს შენვე ვერ აძლევ ნებას მისი თოთობავშვისებური კანი შენი ბინძური თითებით შერყვნა! თვალები...... ოოო , მისი თვალები ნეტარებაა, თაფლისფერი, მაგრამ გარედან ღია მწვანე რკალი აკრავს... (მწვანე ფერი ადამიანებს ამშვიდებსო, ნათქვამია მაგრამ, როგორც ჩანს იმ ბრძენ ხალხს, ვინც ეს დაადგინა საილერის თვალები არ ჰქონდა ნანახი... ) უყურებ და იძირები მის თაფლისფერ თვალებში...
არ გამშვიდებს, პირიქით, გაფორიაქებს და ბინძური აზრები გიჩნდება, აზრები და ხერზები, როგორ ამოჩიჩქნო და შეჭამო, გაშივებს, ეს ჩვეულებრივი შიმშილის გრძნობა როდია, ეს ვამპირული წყურვილია სისხლისადმი...
ეს საილერის მაგნიტური ძალაა, რომელიც მოსვენებას გიკარგავს...
ხმა....
თუ კი წილად გხვდა ბედნიერება და საილერმა ხმა ამოიღო შენს წინაშე, ვალდებული ხარ დაუჩოქო...
ეს რომც არ გააკეთო შენი ნებით, მისი ხმა ისეთ ისარს გტყორცნის ყურის გავლით პირდაპირ სულში, რომ უნებლიედ მოგკვეთს ფეხებს, ძალას გამოგაცლის და მინაბებული, ძალამიხდილი მის ფერხთით განთხმული აღმოჩნდები...
და თუ მის ფეხებთან დავარდნილი, შემთხვევით შეეხები მას, საერთოდ დაკარგავ გონებას,
ხოლო როცა გონს მოსული, რეანიმაციაში გაიღვიძებ ათასი უაზრო სადენითა და სისტემებით ვენებდახეთქილი, ჟანგბადის აპარატითაც რომ ძლივს სუნთქავ, მაშინ გაიფიქრებ რომ ეს სიზმარი იყო...
რომ ის არ არსებობს და სიკვდილი მოგინდება...
ან სამუდამოდ ძილი, რომ ყველა სიზმარში შეძლო მისით შორიდან ტკბობა, რადგან ვერ ბედავ მისი სხეული შენი ბინძური თითებით შერყვნა!
იძინებ და...
ის ისევ მოდის შენს სიზმრებში...
სულ თავხედდები, იცი რომ სიზმარია და რომ ყველაფრის უფლება გაქვს...
ამას ხომ ვერავინ გაიგებს?
თავს ვეღარ აკონტროლებ და მისვარდისფერ, ქალივით გამოყვანილ, ნაზ და სათუთ ტუჩებს ხარბად ეწაფები....
დედის რძესავითაა...
მაგრამ რაღაც ტკივილი გაღვიძებს და შენ ისევ შორს ხარ საილერისგან...
(ნემსი გაგიკეთეს)
ცდილობ დაძინებას და უკვე ეგეც აღარ ძალგიძს სულაფორიაქებულს და ღონე მიხდილს...
გინდა იტირო და ცრემლებიც გამოგლევია, საცრემლე ავზიდან...
ცდილობ თავი დაარწმუნო რომ საილერი არ არსებობს, რომ ის შენ გამოიგონე...
მაგრამ...
მისი ხმა......
ისეთი რეალური........
მჭექარე...
ბოხი...
ო, არა...
ისევ მოგხვდა სულში ისარი...
შეუძლებელია, ის შენ გამოგეგონა....
ისევე როგორც შეუძლებელია ის შენი გახდეს....
რადგან არასოდეს მისცემ თავს უფლებას მისი შეურყვნელი, თოთო ბავშვის კანზე უფრო სათუთი, წმინდანივით კრიალა კანი შენი ბინძური თითებით შერყვნა!
ნაწყვეტი #2 რომანიდან "საილერი და მისით დატყვევებული ლამაზმანები" ...არაამქვეყნიური ნაბიჯებით მოდიოდა. აი, ისეთით, ვერავის და ვერაფერს რომ შეადარებ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უბრალოდ არ არსებობს მისი მსგავსი. მხრებში გამართული, თავაწეული მიაბიჯებდა. თითქოს ძალიან მძიმედ ასობდა ფეხებს მიწას, მაგრამ პარალელურად ყველა ნაბიჯი ჰაეროვანი და ლაღი იყო. მიუხედავად ამისა. მოდიოდა და ყველაფერს ანადგურებდა, რასაც უკან იტოვებდა. ყველაფერს აშავ-თეთრებდა რაც ფერადი იყო და ყველა გოგონას ვარდისფერ სათვალეს ამსხვრევდა. ეს უნებლიე ქმედება იყო, იმდენად უნებლიე, რომ ვერც კი ამჩნევდა რას სჩადიოდა. ვერ ამჩნევდა, ფანჯრებიდან, ხიდებიდან, და საერთოდ ყველა მაღალი წერტილიდან პანტა-პუნტით გადმოცვენილ ქალებს, რომლებიც მის ზურგსუკან ენარცხებოდნენ მიწაზე. ყველას ჰაერშივე მოაჭრა ფრთები, რომლებმაც აფრენა სცადეს და ისინიც დაამიწა. ვენებგადახსნილი ქალების სისხლის ჩანჩქერები დაღვრილი ღვინო ეგონა, ცრემლები კი, რომლებიც მისთვის გამოლიეს ქალებმა ჩვეულებრივი წვიმა!
მიდიოდა და არ აინტერესებდა უკან რა ხდებოდა. საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი კაპიშონიანი სპორტული ეცვა და... და რა თქმა უნდა განუყრელი მეგობარი - ქუდი. მისი თმის ხილვა ხომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო.
მალულად მოსდევდა მის ნაბიჯებს ვიღაც მდედრი.
აშკარად ბევრად დიდი იყო ასაკით.
და რა საკვირველია საერთოდ არ შეეფერებოდა, რადგან მას არავინ შეეფერებოდა მთელს დედამიწის ზურგზე.
ის ხომ განსაკუთრებული იყო...
ერთადერთი...
ქალი აღელვებული იყო...
უარყოფილი...
მაგრამ მაინც გაბედული, რადგან დართო საკუთარ თავს ნება მის ნაკვალევს ადევნებოდა.
ქალის აღელვებისა და კანკალის მომტანი ბუნების არცერთი სტიქია, არცერთი ძალა არ იქნებოდა, (მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ამინდში თხელი, სიფრიფანა სარაფანი ემოსა) გარდა ერთისა, რომელიც ახლა მის წინ მიდიოდა და ასე ამაყად მიაბიჯებდა. რომელსაც ხელში ეშმაკის სანთელი ეჭირა და გულმოდგინედ ისუნთქავდა ფილტვების მტერ, გამანადგურებელ კვამლს, და ასე უმოწყალოდ აზიანებდა თავის სათუთ ოორგანიზმს.
ქალს ესეც აფორიაქებდა.
არ სურდა საილერს რაიმე ზიანი მეიეყენებინა საკუთარი სხეულისთვის, სხეულისთვის რომელიც ქალს წმინდანის დონემდე და უფრო მაღლაც კი ჰყავდა აყვანილი.
ქალი ისტერიულად ცდილობდა ფეხის ზუსტად იმ ადგილებში დაბიჯებას სადაც ცოტახნისწინ მისმა "ღვთაებამ" გაიარა.
ჯერ კიდევ გრძნობდა სველ ასფალტზე დატოვებულ სითბოს საილერის ნაბიჯებისას.
ეს კი სრულიად საკმარისი იყო გაყინული სხეულის სავსებით გასალღობად.
საილერმა თამბაქოს ღერი ბოლომდე ჩაწვა და ძირს დააგდო.
ქალი ისევ პანიკამ მოიცვა, არ სურდა წვიმას დაეზიანებინა "ბიჩოკი" და მისგან საილერის ტუჩების გემო ჩამოერეცხა.
ამიტომ სასოწარკვეთით მივარდა ჩამწვარ ღერს და თითქმის ჰაერში დაიჭირე, ფეხები გაებლანდა და დაეცა.
მაგრამ ეს არ იყო მთავარი.
მან ის დაიჭირა რისთვისაც იბრძოლა.
ხელისგულზე ედო და ყურებით ტკბებოდა.
ვერ გრძნობდა რომ ეწვოდა ხელის გული.
თუმცა, ამას უკვე მიჩვეული იყო... ამაზე მისი ხელისგულები მეტყველებდნენ. ხელისგულები, რომლებზეც არაერთი ნაიარევი იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც ეს ღერი ტოვებდა ნელ-ნელა.
ხმაურზე საილერი შემობრუნდა. ასფალთზე მუხლგადაგლეჯილი ქალი რომ დაინახა ხელი გაუწოდა. ქალმა ხარბად ჩატენა "ბიჩოკი", უკვე ისედაც სავსე ჩანთაში.
ვერ გაბედა დახმარების ხელის მიღება, რადგან არ იცოდა შეხება რამდენად გაუმძაფრებდა ისედაც ზეცამდე ასულ გრძნობას.
ჩაიძირა თვალებში.
ღია თაფლისფერ თვალებში....
აი ისეთში, რომ უყურებ და გინდა შეჭამო. მხოლოდ იმიტომ იკავებ თავს რომ ამას უმტკივნეულოდ ვერ გააკეთებ. შენ კი უფლება არ გაქვს საილერს რაიმე სახის ზიანი მიაყენო.
უცებ შეამჩნია თაფლისფერ ბურთულებს ფერი რომ ეცვლებოდა.
თუმცა, არა...
ეს ფერი უკვე ნაცნობი იყო...
თაფლისფერი ბურთულების გარშემო აბრეშუმის ძაფებით ამოქარგული ძალიან წვრილი რგოლები.
ქალს გაეღიმა.
საილერი ვერ მიხვდა მიზეზს მაგრამ მანაც გაიღიმა.
უცნაური ღიმილი აქვს საილერს...
ოდნავადაც არ აპობს ბაგეებს და არ რთავს ნებას თეთრ მარგალიტებს, ვინმეს ბოროტმა თვალმა შელახოს...
მან ძალიან დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა რაღაც.
ესეც სჩვევია საილერს...
თუმცა ქალმა ვერ გაიგო საილერის სიტყვები მისი ხმით ისარნატყორცნი დახოცილი ქალების სიას შეუერთდა და გუბეში გაიშოტა.
ხელიდან ჩანთა გაუვარდა...
საიდანაც თამბაქოს ნახევრად ჩამწვარი ღერები გადმოცვივდა...
დიდი ხნის ნაგროვები იყო...
და ყველა საილერის....
და ბოლოს,, პიესა
/სცენა გადატვირთული არაა, მარცხენა კუთხეში დგას მხოლოდ დივანი, პატარა მაგიდა მის წინ, გვერდით ერთი სავარძელი. ხოლო მარჯვნივ ორსაწოლიანი ლოგინი, ლამაზი, ფერადი გადასაფარებლით.ახალგაზრდა წყვილი დივანზე ზის/
ანა:გიყვარვარ?
გიორგი:სიცოცხლეზე მეტად…
ანა:მეც...
მთხრობელი:-ვუპასუხე და გულში ჩავიკარი./სცენაზე/კიბეზე ჩამომჯდარი გოგონა იხსენებს ისტორიას, რომელიც სცენაზე, მის უკან ვითარდება/ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ორივენი ბედნიერები და ლაღები ვიყავით. მე – მსახიობი, ის – ჟურნალისტი. ერთმანეთზე სიყვარულის ძაფებით გადახლართულები,
ერთი სახლი, ერთი სარეცელი, ერთი სული ორ სხეულში… ბევრი ფული არ გვქონდა, მაგრამ რაც გვქონდა გვყოფნიდა… /თხრობის პროცესში, წყვილი ტელევიზორს უყურებს და შიგადაშიგ იცინის/ ერთხელ, თეატრიდან დაღლილი დავბრუნდი, დროზე ადრე. აბაზანაში იყო. მაგიდაზე უცნაური ტაბლეტები ეყარა. /ანა ჩანთას იხსნის და დივანზე დებს, ყურადღებას მიიქცევს
მაგიდაზე მიმოფანტული ფერადი აბები და გიორგის გასძახებს/
ანა:საყვარელო ეს რა წამლებია?
გიორგი:თავი გაანებე! ასე ადრე რატომ მოხვედი?/ბიჭი აღელვებული შემორბის სცენაზე, წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეული/
ანა:არ გაგიხარდა?
გიორგი:კი, რა თქმა უნდა ძვირფასო, მაპატიე...
ანა:ეს რა წამლებია?
მთხრობელი:კითხვა გავუმეორე.
გიორგი:არაფერი, ცოტას გაგვახალისებს…
ანა:ანუ? ნარკოტიკები?/ძლივს იკავებს გოგონა ცრემლებს/
გიორგი:არა ძვირფასო, ჩვეულებრივი წამლებია, აფთიაქში იყიდება
ურეცეპტოდ, ვინ გაყიდის ნარკოტიკს ასე მარტივად? უბრალოდ დიდი დოზა ცოტას გაგვახალისებს./უახლოვდება და გოგონას შუბლზე კოცნის/
ანა:ვინ გასწავლა?
გიორგი:არავინ!
ანა:მე არ მინდა!
გიორგი:კარგი მარტო დავლევ, მე მეტი შემხვდება…
ანა:არც ის მინდა შენ რომ დალიო, გადაყარე გთხოვ!
გიორგი:კარგი რა ანა, როდიდან გახდი ასეთი უმუღამო, ერთხელ
გავსინჯავთ და მორჩება!
ანა:არ ვიცი…
გიორგი:გინდა თუ არა?
ანა:თუ მთლიანად შენ უნდა დალიო, მაშინ გამიყავი!/გიორგი დივანზე ჯდება, ანაც გვერდით მიუჯდა./
გიორგი:ასე არ ჯობია, ახლა ისევ ჩემი გოგო ხარ, მოდი ჩემთან.
გიორგი:10 – შენ, 10 – მე, მოსულა?
ანა:ბევრი არაა?
გიორგი:არა./ნიკაპზე ხელით გაეთამაშება და შუბლზე აკოცებს/
მთხრობელი: …ჩავყლაპეთ…მალევე მიმეძინა სველ მამაკაცზე მიკრულს. დილით
რომ გავიღვიძე ისევ დივანზე ვისხედით ორივე, ორივეს გვაგვიანდებოდა სამსახურში, მე არც კი გამომიცვლია სამოსი ისე გავიქეცი. მან – არ ვიცი. გზაში რაღაც ენერგია ვიგრძენი, დილით სანამ ყავას არ დავლევდი აზრზე ვერ მოვდიოდი ხოლმე, ეს კი რაღაც ახალი იყო. თეატრშიც ყველაზე კარგად ვითამაშე ჩემი როლი, იმდენად კარგად რომ რეჟისორმა დამაწინაურა, ახლა მე კი აღარ ვიყავი დუბლიორი, პირიქით, მე მყავდა დუბლიორი. ყველაფერი კარგად ამეწყო.
მთელი კვირა ხალისიანად გავატარეთ. ჩემი ბიჭიც სტატიას სტატიაზე აქვეყნებდა./ ბიჭი გაზეთს უჩვენებს შეყვარებულს, სადაც მისი სტატიაა, გოგონას უხარია და ეხუტება, ის კი უყვება თუ როგორ კარგად ითამაშა რეპეტიციაზე. ეს ყველაფერი ხდება უხმოდ. განათება მთხრობელზეა გადატანილი, რომელიც უკან არ იხედება, ხელში ბლოკნოტი უჭირავს და იქ წერს რასაც ყვება/ სავარძელში ვიჯექი და როლს ვიმეორებდი, ის ტელევიზორს უყურებდა. შევამჩნიე რომ რაღაც ვერ ასვენებდა. მერე ხმა ამოიღო.
გიორგი:ანნ...
ანა:ჰო./პირში კალამი აქვს და არც იხედება მისკენ/
გიორგი:არ გინდა ერთხელ კიდევ ვცადოთ?/გოგონა სათვალეს იხსნის და მისკენ იხედება/
ანა:რა?
გიორგი:ხომ ნახე ეს კვირა როგორი ენერგიული და გიჟური იყო?
ანა:რა? არა! ხომ შემპირდი რომ მხოლოდ ერთხელ გავაკეთებდით
ამას?
გიორგი:კარგი, კარგი მაპატიე…
მთხრობელი:ძალიან გავბრაზდი, ფეხზე წამოვხტი, ამის გაფიქრებაც კი რომ გაბედა, სათვალე მოვიხსენი, უფრო სწორედ ჩამოვიგლიჯე და სცენართან ერთად დავახეთქე სავარძელზე, მე კი საწორში ტანსაცმლიანად შევიკუჭე და ავქვითინდი. /რასაც ყვება, უკან მოქმედებაში აისახება. ბიჭი ადგება, მონანიე სახით და გოგონას მიუწვება, შუბლზე კოცნის./
გიორგი: მაპატიე....
/იძინებენ. გოგონა ადრე იღვიძებს, ემზადება წასასვლელად/
გიორგი:სად მიდიხარ?
ანა:სამსახურში!
გიორგი:ადრე არაა?
ანა:ადრე დამიბარეს!/უხეშობს/
გიორგი:კარგი, მაშინ მე ცოტას კიდევ გავინებივრებ…/გადაბრუნდება/
ანა:როგორც გინდა…/ნაწყენი ტონით/
მთხრობელი:<(<ჩავიცვი
და უმისამართოდ ხეტიალი დავიწყე. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. აფთიაქი დავინახე, უცებ
მომინდა მეყიდა “სიცოცხლის ელექსირები”, მაგრამ დილანდელი ჩხუბი გამახსენდა და არ ვიყიდე,
თუმცა ვიტყუები, უბრალოდ სახელი არ მახსოვდა. სამსახურში დავრეკე და ვუთხარი რომ ვერ
მივიდოდი. შინ დავბრუნდი. იქ კი საოცარი სურათი დამხვდა. /უკან ხდება ის რასაც მთხრობელი ყვება. გოგონა ჩანთის თრევით შედის მისაღებში და ხედავს შეყვარებულს, რომელიც ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშაა და დივანზე ზის. წელს ზემოთ შიშველია/
ანა:ვიცოდი!/ყვირის/
გიორგი:ანა?/გაკვირვება/
ანა:ნაბიჭვარი ხარ, ვერ გიტან! როდიდან დაიწყე ტყუილები?
გიორგი:კარგი გეყო, გპირდები რომ ბოლოა…/ძლივს დგება ფეხზე, უახლოვნება გოგონას და ეხუტება/
ანა:სულ დალიე?
გიორგი:რა?
ანა:არ დამიტოვე?
გიორგი:არა...
ანა:მაშინ წადი და მიყიდე!
გიორგი:ანა…
ანა:წადი!
გიორგი:კარგი./იქვე ახლოს მიგდებულ მაისურს იცმევს და მიდის, ანა დივანზე ჯდება და ელოდება/
მთხრობელი:კიდევ ერთი ენერგიული კვირა…ძალიან მივეჩვიეთ, “ენერგიულ”
კვირებს და კვირები დღეებით შევცვალეთ.მერე მივხვდით რომ ეს ტაბლეტები ზედმეტად სუსტი
იყო ჩვენთვის. დოზა გავზარდეთ… /გოგონა მაგიდაზე ალაგებს აფთიაქის რამდენიმე პარკს/ცოტა ხნით გვაკმაყოფილებდა, მაგრამ მერე – აღარ. ადამიანი
ხომ ღორივითაა, არასოდეს არაფერი არ ჰყოფნის. მერე ტაბლეტები უფრო ძლიერი, სხვა ტაბლეტებით
შევცვალეთ./გოგონა ჩანთიდან 2 შპრიცს იღებს/ ბოლოს ვენაშიც დავიწყეთ საზიზღრობების შეყვანა. ახლა ეს ყველაფერი სიცოცხლის
ელექსირი კი არა უბრალოდ ნარკოტიკი იყო, ჩვენ კი – ნარკომანები! ენერგიას აღარ გვიმატებდა,
პირიქით, გვართმევდა კიდეც. მე ისევ “ჩამომადუბლიორეს”. ერთხელ შინ მისულმა ვნახე რომ
ჩემი ბიჭი ტიროდა. პირველად ვნახე./ბიჭი დივანზე ზის თავი ხელებში აქვს ჩარგული და ტირის/
ანა:რა დაგემართა ძვირფასო?/გოგონა ჩანთას იატაკზე აგდებს და ბიჭის წინ მუხლებზე ეცემა, ცრემლებს სახელოთი უწმენდს/
გიორგი:გამომაგდეს!
ანა:ვინ?
გიორგი:ანა, რა თავს იდებილებ, ვინ გამომაგდებდა, უფროსმა!
ანა:როგორ გაგიბედა, მაგას თავი ვინ ჰგონია, ახლავე მივუვარდები
და თმით ვითრევ!
გიორგი:დაჯექი რა!/გოგონა გვერდით უჯდება/
ანა:რას ნიშნავს გამოგაგდო?!
გიორგი:2 კვირაა არაფერი დამიწერია, კიდევ კარგად ითმინა.
ანა:არაუშავს, სხვა სამსახურს იშოვი!
გიორგი:არ გესმის?
ანა:რა უნდა მესმოდეს?
გიორგი:ნარკომანი ვარ!
ანა:მერე რა, მეც… ეგ ვისი რა საქმეა?
გიორგი:არავის უნდა რედაქციაში ჩემნაირი…
ანა:კარგი, დაივიწყე! მე მოგივლი… მიყვარხარ…
გიორგი:მართლა?
ანა:რა თქმა უნდა!
გიორგი:მოდი მოვეშვათ რა…
ანა:ჰო, მოვეშვათ… ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, კარგი?
გიორგი:კარგი…/გოგონა მას საწოლამდე მიიყვანს, საბანს უსწორებს, ლოყაზე კოცნის, გამოდის და სავარძელში ჯდება, სიგარეტს უკიდებს./
მთხრობელი:დილით სამსახურში წავედი. იქიდან კი აფთიაქში გამოვიარე,
როგორც ყოველთვის… /გოგონა შინ ბრუნდება, ბიჭი დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს/
ანა:საყვარელო, როგორ ხარ, დამშვიდდი?
გიორგი:ცოტათი…
ანა:ანტიდეპრესანტები მოვიტანე, /უთხრა და თვალი ჩაუკრა./
გიორგი:კარგი რა, ხომ დამპირდი?!
ანა:ბოლოა!
გიორგი:არ მინდა, არ გვინდა რა!
ანა:შენ თუ არ გინდა, მე მეტი დამრჩება!
გიორგი:გეყოფა, მომეცი და გადაყარე!/გიორგი ანასთან მივიდა. წამალი გამოართვა და პირდაპირ
ფანჯრიდან გადააგდო./
ანა:კარგი, თუ ასე გინდა!/უთხრა და ჩაეხუტა./
გიორგი:ჰო, მინდა!
მთხრობელი:რამდენიმე დღე გავძელით./ანა იცმევს. გიორგი საწოლში წევს.ანა კურტკას იკრავს.ჩანთიდან
ფულს იღებს. გიორგის საწოლზე უგდებს და უღიმის./ სამსახურში მივდიოდი, ფული
დავუტოვე რამე იყიდე და მეც მალე მოვალ-მეთქი. შემოწმებას ვუპირებდი, მეგონა ვერ გაძლებდა
და ისევ კაიფს დაიწყებდა ჩემგან მალულად, მაგრამ შევცდი. შინ რომ მოვედი ერთი კონიაკის
ბოთლი და ბევრი საჭმელი იდო მაგიდაზე. ის ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა./ბიჭი ფანჯარასთან დგას და ეწევა/
ანა:არ გიყიდია?
გიორგი:რა?
ანა:“ის”?
გიორგი:არა, ხომ შევთანხმდით?
ანა:ჰო!
/ჩანთა იატაკზე უვარდება, გაოცებულია, უცებ ადგილიდან წყდება გარბის და ძლიერად ეხუტება/
ანა:კარგი ბიჭი ხარ.
გიორგი:იმედია შენც კარგი გოგო ხარ,
/გიორგი მაცდურად გაუღიმებს./
ანა:რა თქმა უნდა…
მთხრობელი:მეორე დღეს ისევ დავუტოვე ფული და ისევ წავედი სამსახურში.
აფთიაქთან რომ გავიარე სულმა წამძლია და ვიყიდე ჩემი ცხოვრების სანგრევი მასალა, ოღონდ
ამჯერად მხოლოდ ერთის დოზა. საგრიმიოროში ვიჯექი. ვეღარ მოვითმინე და ნემსი პირდაპირ
საგრიმიოროში გავიკეთე. /გოგონა სცენის წინა პლანზე ზის და მაკიაჟს იკეთებს, მერე ნემსს ამოიღებს და ვენაში შეუშვებს/
კარგად ვიგრძენი თავი. სახლში რომ დავბრუნდი ის მთვრალი იყო
და ეძინა. გამიხარდა, ასე ვერაფერს მიხვდებოდა. ყოველდღე მთვრალი მხვდებოდა, და სულ
ეძინა./ბიჭი ბოთლით ხელში სცენაზე სცენის მეორე მხარეს დაბოდიალობს, ხან საწოლში ძინავს, ხან ლოგინში/ ერთმანეთს თითქმის ვეღარ ვხედავდით. ისიც ვერ ხედავდა ჩემს ჩაშავებულ თვალებს
და ვერც მე- მის ჩასისხლიანებულებს.იქნებ ასეც ჯობდა?
/ანა საგრიმიროროში შედის, ჩამოჯდება და წამალს იღებს ჩანთიდან,
ამ დროს რეჟისორი შემოდის საგრიმიოროში და დაინახავს ანა როგორ აპირებს ნემსის გაკეთებას./
რეჟისორი:დიდი ხანია ვეჭვობ…
ანა:გთხოვ არავის უთხრა და ბოლო იქნება…
რეჟისორი:შენთვითონ გჯერა მაგის?
ანა:რა თქმა უნდა…
რეჟისორი:მე არა! თუ გინდა რომ არ გაიგონ რატო გიშვებ, აიბარგე
და უსიტყვოდ წადი!
ანა:გთხოვ…
რეჟისორი:უსიტყვოდ-მეთქი!
მთხრობელი:მეც უსამსახუროდ დავრჩი… რა ვუთხრა ახლა “მას”? /გოგონა ფეხზე დგას და სასოწარკვეთილი ხან ერთ კუთხეს აწყდება ხან მეორეს, მამაკაცი კი ისევ ბოთლით ხელში ზის დივანზე და იქვე მიეძინება./მაშინვე
მიხვდება… ჯანდაბა! იქნებ მთვრალი დამხვდეს და ისევ ეძინოს? მართლაც, უკვე კარგად დასპირტულს
ღრმად ეძინა. ვერ დავიძინე… დილით ადრე ავდექი და ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე,
მისთვის არც მითქვამს რა დამემართა. /ანა ლებს წევს და კუპიურებს გამოაძრობს/ცოტა ფული მქონდა გადანახული, და იმას ვხარჯავდი,
მაგრამ ლიმიტი ამოიწურა და სამსახურშიც აღარავინ ამიყვანა./მეორედაც ასწევს და იქ აღარაფერია, თავში ხელებს წაიშენს და საწოლზე ჩამოჯდება, თავს ხელებში რგავს. ბიჭს დივანზე სძინავს./ სახლში ვერ ვიტყოდი რა მოხდა.
რომ მეთქვა რა აზრი ჰქონდა, მე წამალი მჭირდებოდა, ზედმეტად “შევჯექი”. /მოკლე კაბას და ლიფს ჩანთაში ტენის და კულისებში გადის/ მეძავობა დავიწყე.
ის კი ნამდვილ, აყროლებულ ლოთად იქცა, რომელსაც სულ ეძინა. მეზიზღებოდა ისიც და საკუთარი
თავიც. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა მეგონა! /გოგონა მძინარე შეყვარებულს მიუწვება/ერთხელაც დილით ჩამეძინა და ვერ გავედი შინიდან
იმ დროს, როდესაც როგორც წესი, “თეატრში” მივდიოდი ხოლმე./ბიჭს გაეღვიძა, წამოჯდა საწოლში, საათს დახედა, მერე გოგონას ნაზად მხარზე შეეხო და გაღვიძება დაუწყო/
გიორგი:სამსახურში არ მიდიხარ?
ანა:არა…
გიორგი:რატომ?
ანა:ვისვენებ…
გიორგი:მართლა? რა კარგია, თორემ მოვიწყინე მარტომ და სულ გავლოთდი,
რამდენი ხნით?
ანა:სამუდამოდ…
გიორგი:რა?
ანა:გამომაგდეს…/წამოჯდება და გაბრაზებით გაუყრის თვალს თვალში/
გიორგი:რატომ?
ანა:არ მოეწონათ ჩემი თამაში…/ზურგს აქცევს და დგება/
გიორგი:მატყუებ!
ანა:არა…
გიორგი:თვალებში შემომხედე!/გოგონა საწოლის ბოლოში ჯდება, მისკენ გრუნდება/
ანა:გიყურებ…
გიორგი:მატყუარა ხარ!/უთხრა და სილა გააწნა... ანას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა/
ანა:დამარტყი?
გიორგი:ჰო, დაგარტყი!
ანა:რა დაგიშავე?
გიორგი:მომატყუე! რას გიგავს თვალები, ნარკომანი ხარ!
ანა:რა შენი საქმეა! ეგრე შენ ლოთი ხარ მაგრამ მე არ გირტყამ!
გიორგი:ჰოდა, ძალიანაც ცუდს აკეთებ! რომ დამარტყა იქნებ აღარც
დავლიო!
ანა:კარგი!
/მიიწია საწოლის ბოლოდან მისკენ და მთელი ძალით სილა გააწნა/
ანა:ეს გინდოდა არა?
მთხრობელი:ისევ მე დავიწყე ტირილი… ვერ ავიტანე მისთვის ჩემს მიერ
მიყენებული ტკივილი, არადა უკვე მეგონა მძულდა, თურმე იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ადრე./ამ დროს წყვილი ერთმანეტს უყურებს თვალებში და არ ინძრევა. მერე გოგონა წყდება ადგილიდან და ბიჭს მტელი ძალით ეხუტება/
მთხრობელი:ყველაფერი მოვუყევი. მეგონა მიმატოვებდა. მაგრამ თვითონაც ატირდა./თხრობის პარალელურად გოგონა უხმოდ ყვება ისტორიას, ბიჭი თავს რგავს ხელებში და ქვითინებს./
გიორგი:მაპატიე...
ანა:შენ რატომ მთხოვ პატიებას?
გიორგი:მე ჩაგაგდე ამ დღეში, იმ დაწყევლილ დღეს… რომ შემეძლოს
ერთი წამით მაინც უკან დაბრუნება…
ანა:გაჩუმდი…
გიორგი:ერთად ყველაფერს გადავიტანთ…
ანა:ვიცი…
გიორგი:გინდა ყავა?
ანა:კი…/ბიჭი საწოლიდან დგება და კულისებში გადის