მოვძებნოთ ჩვენთან მაგ გინგკოზე ძველი ხეები, თორემ ამერიკელებმა თუ გაიგეს მაგის არსებობა, გატეხავს 300 და 400 წლოვანი ხეებით მარიაჟობა.
ამ ზაფხულს შევხვდი თბილისში ერთ ამერიკელ ბიჭს.
ერაყში და ავღანეთში იყო ნაომარი, ახლა თავისი ბიზნესი აქვს აშშ-ში.
უკრაინელ საცოლესთან ერთად იყო ჩამოსული.
რამდენიმე ადგილის ნახვის შემდეგ შევედით რესტორანში.
ცოტა რომ შევზარხოშდით, მომინდა ამ ძველი ხეებით მარიაჟობა.
თუთის ხეზე მინდოდა მეთქვა თავიდან, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე უცებ, თუ როგორ იყო ინგლისურად.
რუსულად არ ვიცოდი, რომ მისი საცოლესთვის მეთქვა და ეთარგმნა.
მაგრამ ეგ არაფერი, მუხა ხომ ვიცოდი სამაგიეროდ.
400 წლოვანი მუხები გვაქვს-მეთქი საქართველოში.
Oh, really?!
ასეთი რეაქცია ჰქონდა.
კიდევ კარგი, მაგ გინკგოს ამბავი არ იცოდა...
თორემ რომ ეხსენებინა მსგავსი რამ, ხომ გამიტყდებოდა, გაბანძებულივით ვიგრძნობდი თავს...
This post has been edited by ფორცხოლი on 27 Nov 2015, 12:22
. .