მანქანა მყავს 3 თვეა. მიყიდა მამაჩემმა თავის ახირების გამო. ალფის ყიდვა მინდოდა მაგრამ ნაწილები არ იშოვებაო და ა.შ და ა.შ.
ახლა რადგან ჩემია მანქანა, მინდა გადაცვლა ალფაში. 156-ში უფრო მაგრამ 147-საც განვიხილავ. მანქანის მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია თანხის დამატებაც.
რაც შეეხება ამ მანქანას, პერედოკი გავუკეთე, პადმატორნები და პადკარობოჩნები გამოვუცვალე. ბენზინის და ჰაერის ფილტრიც ახალი უყენია. ახალი უყენია ბენზონასოსიც (გაზმა დამიწვა). მოკლედ მიგდებული არ მყავს და ვუვლი როგორც შემიძლია. კარობკის დიაგნოსტიკაზე მყავდა მიყვანილი და ამოაგდო მულტიფუნქციური გადამრთველი F125 რომელიც ვიყიდე მაგრამ ვერ გამოცვალე (სამსახურიდან გამომდინარე დროს ვერ ვნახულობ). მაქანით დავდივარ ყოველდღე უპრობლემოდ. არის მეოთხე თაობის გაზით, STAG-ის სისტემა აყენია და 12 კუბიანი ბალონი.
მდგომარეობა საერთო ჯამში აქვს ნორმალური. გარედან ლაკი აქვს აქერცლილი (სახურავზე, კაპოტზე და საბარგულზე. გვერდებზე ლაკი აქვს). უნდა მარტო ლაკის მისხმა, საღებავი არ ჭირდება (ასე მითხრა მალიარმა). უკანა კრილოზე, წინა პატრონმა ასეთი ისტორია მომიყვა: მანქანა ეყენა ცხვარიჭამიაში, უკანა მხარე იყო სველ მიწაზე. ეს მიწა ჩამოიშალა, მანქანა დაცურდა და მიეყრდნო ხეს. ცივად არის გამოსწორებული და შევღებე პულივიზატორით რომ ჟანგვა არ დაეწყო (უჟანგავია მაგრამ მაინც თავი დავიზღვიე ზამთრის პონტში. დაშპაკლვა უნდა და კეთდება ესეც). სალონი კარგი აქვს, მიხეულ მოხეული და დაგლეჯილი არაა, უბრალოდ ქიმწმენდა უნდა.








ამ მანქანას ვაფასებ 1500$ და ვეძებ შესაბამის ფასიან ალფას (ოღონდ ძაან დაფეხვილებს ნუ მთავაზობთ, რასპრედვალის კაკუნი რომ ისმის და ბენზინიანი მანქანა დიზელივით რომ მუშაობს არ მინდა ეგეთი. შესაბამის მდგომარეობაში რომ იყოს მასეთს ვეძებ და თუ უკეთესი იქნება, თანხასაც დავამატებ).
დაინტერესების სემთხვევაში ან აქ მომწერეთ, ან დამიკავშირდით: 557 200 297
P.S მაწყობს გაცვლა E39-ში. დაახლოებით 500$-მდე დავამატებდეტალური მახასიათებლები იხილეთ აქ:
http://www.myauto.ge/index.php?action=deta...car_id=15493288 This post has been edited by lukako93 on 25 Nov 2015, 22:53