ხელისუფლების შეცდომები, "ნაციონალების" სახიფათო გეგმა და „რესპუბლიკელების" როლი „ოცნების" დასუსტებაში.ტერორიზმი სიღარიბითა და სოციალური უპერსპექტივობით „იკვებება". ევროპელი ტერორისტები, ვინც სირიაში მიდიან, სწორედ იმ სოციალურ ფენებს განეკუთვნებიან, რომლებმაც სოციალური მარგინალიზაცია განიცადეს. საქართველოში მსგავსი ვითარების თავიდან ასაცილებლად და უკვე დაწყებული ტალღის შესაჩერებლად, არსებულ სოციალურ მდგომარეობას უნდა მივხედოთ.
[საფრანგეთი] სირიასთან დაკავშირებით ბევრად მკაცრი ზომების გატარების მომხრე იყო, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ტერორისტების ეს რეაქცია.
საფრთხე დღეს მთელ ევროპას, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ემუქრება. მათ შორის, რუსეთსაც.
საქართველოში შიდა დაპირისპირებების პოლიტიკა გარკვეული ჯგუფების ხელშეწყობით მიმდინარეობს. რაც ნეგატიურ როლს თამაშობს და შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ცუდად აისახოს.
არ ვიცი ფირები ვინ ჩაწერა, მაგრამ გამორიცხული არის, რომ ამაში რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მანკიერი ფორმა დღეს დემოკრატიულ სივრცეშიც გავრცელდა.
„ნაციონალურ მოძრაობის" რეჟიმი თავისივე ხელით დამზადებული და გავრცელებული იარაღის „მსხვერპლი" გახდა. თუმცა, „ნაციონალების" ასეთი ქცევა არ ამართლებს იგივეს გამეორებას.
„ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
ხელისუფლებამ აქამდეც ბევრი შეცდომა დაუშვა - „ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივა დაუთმო და თვითონ თავი თავდაცვით რეჟიმში ჩაიყენა.
კარგი იქნება ქართული მედია და საზოგადოება ცოტა მეტ ყურადღებას თუ დაუთმობს უცხოეთში განვითარებულ მოვლენებს, ხოლო ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის განცხადებებზე ყურადღებას ნაკლებად გაამახვილებს.
გარედან ჩანს, რომ „ქართული ოცნება" როგორც ცალკე პოლიტიკური პარტია არ ან ვერ ჩამოყალიბდა.
არც ერთ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას" ( სახელისუფლებოს რესურსების მიუხედავად) და „ნაციონალურ მოძრაობას" („გირჩების", ბურჭულაძეების თუ სხვა ვითომც დამოუკიდებელ ძალების გამოყენებით) არჩევნებზე ხმათა უმრავლესობის მიღების შანსი არ გააჩნიათ. პრაქტიკულად, ხმების 50% დღეს „თავისუფალია"
მინისტრის უშუალო მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, დემოკრატიულ ქვეყნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება და კატეგორიულად იკრძალება.
დღეს არსებული კანონი და პრაქტიკა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება, უნდა შეჩერდეს, რაც ქვეყნის მომავალზე ძალიან მძიმედ აისახება.

უფრრო ვრცლად იხილეთ აქ:
- See more at:
http://politcommersant.ge/detalpage?newsid...h.ce4eypHD.dpuf This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 23 Nov 2015, 19:41
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”