INGRESS - ონლიან თამაში, რომელიც შექმნილია Android-სა და iPhone-ს ტელეფონების მფლობელებისთვის.
ამ თამაშის მთავარი განმასხვავებელი თვისება სხვა ონლაინ თამაშებისგან ის არის, რომ მოთამაშეს მოუწევს რეალურად იმოძრაოს ქალაქში მობილური მოწყობილობის მეშვეობით.
თამაშის სიუჟეტი: მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგად, დედამიწაზე გაჩნდა ენერგია, რომელიც წარმოადგენს პარალელური სამყაროს ენერგიას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ენერგიას შეუძლია ადამიანის გონება შეცვალოს (აქციოს შემმოქმედათ, ლიდერად და ა.შ.), თუმცა "ენერგიის" ზეგავლენის საბოლოო შედეგი არ არის ცნობილი.
ამიტომაც შეიქმნა ორი ფრაქცია: "განათლებულები" (enlightened) და "მოწინააღმდეგები (resistance).
პირველი ჯგუფი "განათლებულები" არ ხედავენ ამ ენერგიაში არანაირ საფრთხეს, და ამიტომაც უნდათ განავრცონ მისი ზემოქმედება დედამიწაზე. ისინი თვლიან, რომ ყველა გამორჩეული ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში იყო ამ ენერგიის ზემოქმედების ქვეშ.
მეორე ჯგუფი "მოწინააღმდეგები" კი თვლიან, რომ ამ ენერგიას შეუძლია ადამიანის გონების დამორჩილება, რის შედეგადაც ადამიანი კარგავს ინდივიდუალურად აზროვნების შესაძლებლობას და ხდება კოლექტიური აზროვნების მონამორჩილი, რომელიც იმართება ამ "ენერგიის" მეშვეობით.
თამაშის წესი: მოთამაშემ უნდა აირჩიოს ერთი მხარე. მობილური მოწყობილობის მეშვეობით აღმოაჩინოს პორტალები, სადაც ხდება "ენერგიის" კონცენტრირება. ხშირ შემთხვევაში პორტალები ჩნდება იმ ადგილებში სადაც ხალხი იკრიბება დიდი რაოდენობით ან ადგილები, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას. ყოველი დაპყრობილი პორტალი აძლიერებს მოთამაშეს. შესაძლებელია პორტალების გაერთიანება და აღჭურვა ხვადასხვა ინვენტარით, რაც ართულებს მათი მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობას.
P.S. მინდა ავღნიშნო კიდევ ერთხელ, რომ თამაშში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ მოგიწევთ რეალურად გადაადგილება ქალაქის ფარგლებში. სახლიდან გაუსვლელად თამაში არ გამოგივათ.
თამაში უკვე ბეურისთვის ცნობილია საქართველოში. ინსტალაციის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ უკვე არსებობს მრავალი პორტალები, რომლებიც უკვე დაპყრობილია "განათლებულების" ან "მოწინააღმდეგების" მიერ.
თამაში ვებ-გვერდი: INGRESSთამაშის სრული ინფორმაცია: INGRESS INTELთამაშის გადმოწერა: ANDROID IPHONEთრეილერი: YOUTUBE
This post has been edited by lashag35 on 11 Aug 2014, 16:18