თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოების აქტივისტი:
- არ ვიცით, რას იტყვიან ის ადამიანები, ვისზეც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ არის ბევრი ხელჩასაჭიდი გარემოება, რის გამოც მივიჩნევთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ეს თუ დადასტურდა, დამნაშავეები აუცილებლად საკადრისად უნდა დაისაჯონ. მკვადრი ძაღლი იპოვა დაზარალებულის მეზობელმა და ამის მერე იჩივლეს პოლიციაში.
როგორც ვიცი, დასახელებული პიროვნებები ფიზიკურად გაუსწორდნენ ძაღლის პატრონს, სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს. ასევე გავიგეთ, რომ ცდილობენ დააშინონ და პოლიციიდან სარჩელი გამოიტანონ. იმედია, პოლიცია ხელს არავის დააფარებს და დამნაშავეები დაისჯებიან.
http://www.kvirispalitra.ge/justice/27491-...o-braldeba.html