
სუპერ მძიმე ტამკი მუსრი ტ  750  ამფიბია 
NNP ფორუმზე აქვეყნებს მის კულისებში დაპროექტებულ სამხედრო ტექნიკას. ამჟერად გაგაცნობთ სამამულო წარმოებისთვის გამიზნულ კიდევ ერთ სუპერ მძიმე ტანკს მუსრი ტ 750 ამფიბიას. 
ეს ტანკი გამიზნულია საექსპორტოდ უმტავრესად აფრიკისა აზიის ქვეყნებისათვის. ამ ტანკის თვითღირებულება შეადენს მხოლოდ 3 მილიონ დოლარს და გასაყიდი ფასი არის 18 მილიონი დოლარი. ანუ ყოველი გაყიდული ტანკი იძლევა 15 მილიონი დოლარის მოგებას. ვინაიდან ამ ტიპის ტანკის ჯავშანი უმთავრესად შედგება გრანიტისაგან ყოველ ტანკში გამოიყენება 500 ტონა გრანიტი და მხოლოდ 250 ტონა მეტალი, არსებითად ცვენ სარფიანად ვყიდით ქვას რომელიც საქართ ველოში თავზე საყრელად გვაქვს. 
როგორც თვით სახელი მუსრი ტ  750  მიანიშნებს ამ ტანკის მასა არის 750 ტონა. ტანკის გაბარიტებია:
სიგრძე 27,5 მეტრი სიგანე 5.4 მეტრი და სიმაღლე 11 მეტრი. 
მიუხედავად იმისა რომ ეს ტანკი ძალიან გრძელია, იგი მაინც მანევრირებადია და ხიდების გამოკლებით მას შეუძლია გაიაროს ყველგან სადაც გაივლის დიდი ავტობუსი. მუსრი ტ  750 შედგება ორი ცალი 9 მეტრის სიგრძოის მოდულისაგან, რომელებზეც დგას საბრძოლო კოშკი. ეს ტანკი ძალიან გრძელია ორი გრძელი 420 მმ კალიბრის საზღვაო ქვემიხის გამო, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ არიან მოთავსებულნი კოშკის ორივე მხარეს. ქვემეხების ასეთი უპრეცენდენტო კომპონირება გამოწვეულია შემდეგი მიზეზის გამო; სანამ წინა ქვემეხი ისვრის, უკანა ქვემეხი იტენება, კოშკი დიდი სიზუსტით სწრაფად ბრუნდება და უკვე დატენილი ქვემეხი იგივე პოზიციაში დგება, ანუ მას შეუძლია ხელახალი დამიზნების გარეშე მისცეს მორიგი ზალპი. ეს ორი ქვემეხი ასე ისვრის ერთმანეთის მონაცვლეობით.
მუსრი ტ 750 -ს შემდეგი თავისებურებაა ის რომ ეს ტანკი მიუხედავად უზარმაზრი მასისა ამფიბია. იგი წარმოადგენს სახმელეთო კრეისერს, მაგრამ მას შეუძლია გადაადგილება ზღვაში, დიდ მდინარეებსა და ტბებზე.  მუსრი ტ  750-ს კომპლექტაციაში შედის 70 მეტრის სიგრძისა და 12 მეტრის სიგანის ჩაუძირავი ბარჟა. ეს ბარჟა სექციებისგან შედგება და ამიტომ ადვილად იშლება. ამ ბარჟით შესაძლებელია ისეთ წყალსაცავებშიც გადაადგილება, რომლებშიც წყლის სიღრმე მხოლოდ 1 მეტრს შეადგენს.
მუსრი ტ 750-ს ამოძრავებს 4500 კილოვატის სიმძლავრის დიზელ გენერატორი, რომლებიც ჩვეულებრივად გამოიყენებიან გემებზე და სარკინიგზო თბომავლებზე. ორივე სატრანსპორტო მოდულს აქვს ექვს ექვსი მუზლუხი, რომლებიც მოძრაობაში მოჰყავს ელექტროძრავებს. ეს მუხლუხები ავტონომიურია და მობრუნების დროს სხვადასხვა სისწრაფით ბრუნავენ. 
მუსრი ტ 750-ს ეკიპაჟი შედგება სულ მხოლოდ კაცისგან. მის შეიარაღებას კი შედგენს 420 მმ კალიბრის ორი საზღვაო ავტომატური ქვემეხი, რომელსაც მხოლოდ ერთი კაცი ემსახურება და ჰერკულესის ტიპის სამი 30 მმ კალიბრის ავტომატური საზენიტო ქვემეხი. 
მუსრი ტ 750-ს მთავარი ღირსებაა განსაკუთრებით ძლიერი ჯავშანი, განსაკუთრებით ძლიერი საართილერიო ცეცხლი. მთავარი ქვემეხი ისვრის 70 კმ სიშორეზე. მუსრი ტ 750-ს შეიარაღებაშია ასევე საარტილერიო ცეცხლის საკორექციო მცირე ელექტრო დრონები. თავად მთავარი კალიბრის ჭურვებიც დისტანციურად არის მართული და მიზში 100%-იანი სიზუსტით ხვდება.  
მუსრი ტ 750-ს უმთავრესი ღირსებაა დაბალი ფასი. მისი ღირებულება არ აღემატება სამი აბრამსის, ლეოპარდის ან მერკავას ფასს, მაშინ როცა ერთ მუსრი ტ 750-ს შეუძლია მუსრი გაავლოს ასზე მეტ აბრამსს ისე რომ თვითონ არ დაზიანდეს. 
მუსრი ტ 750-ს ტრანსპორტირებისათვის იშლება ოთხ ნაწილად ( ორი მოდული, საბრძოლო კოშკო და საზენიტო კოშკი). იგი შეიძლება გადატანილი იქნას, როგორც საზღვაო და სარკინიგზო ასევე სპაციალური საავტომობილო ტრანსპორტითაც. ასევე მას თავისი საკუთარი ბარჟით ავტონომიურად შეუძლია გადაადგილება ზღვაშიც.     
 
        
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de  სკაიპი vazsa. mtavrisvili