ძველი ფირის - გარბის კადრები,
მძღნერო სამყაროვ არ მეკადრები,
შენს მარწუხებში გავები უკვე,
ვიცი რომ მაინც დავიკარგები.
ვიცი რომ მაინც მოვკვდები ისე,
როგორც მომკვდარა მრავალი შვილი,
ხანდახან სიკვდილს გადავივიწყებ,
როგორც საათი ადრე დაშლილი.
არა არ ვკვდები, რა ვქნა, არ ვიშლი,
სიცოცხლე ისევ ძლიერ მწყურია,
შავთეთრი ფირის გარბის კადრები,
გულში ფერადი გაზაფხულია.
გარეთ ომია, ომი ვერაგი,
ზოგი შიმშილობს, ზოგჯერ კვდებიან,
გაზაფხულია გულში ფერადი,
ხელის გულებიც ავადდებიან.
მიმწვანდებიან, აი ბალახიც,
მანამდე მხოლოდ სიზმრად ნანახი,
მორჩა, დამთავრდა წუმპე ტალახი,
აღარ ვარ სევდის ბნელი სამარხი.
ახლა ვარ ტალღა, ტალღა სიცოცხლის,
ტალღა იმედის და გახელების,
დავდივარ აღმა - დაღმა და ვხედავ,
გაყვითლებულ კვალს მწვანე ხელების.
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php