,,2016 წელს ვგეგმავთ დამატებით 5 ახალი პროექტის დაწყებას, მათი ჯამური ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება”http://bfm.ge/finansebi/2016-wels-vgegmavt...ars-gautoldeba/,,მტკვარი ჰესის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 113 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ. კვტ. სთ. ამჟამად მიმდინარეობს წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.
,,ონის ჰესების კასკადის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მლნ ამერიკული დოლარია. პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელ. ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. პროექტის თანაინვესტორი კომპანიები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია ,,ფერი” და მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია ,,Robbins”, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბურია. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 723 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. მისი განხორციელებით ქვეყანას 347.1 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება. კასაკდის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის საშუალო წლიური დაგეგმილი მაჩვენებელი 1743.7 მლნ კვტ.სთ.-ს უტოლდება. ამ მაჩვენებლით, ცხენისწყლის ჰესების კასკადი ყველაზე მძლავრია ენგურჰესის და ხუდონჰესის შემდეგ საქართველოში. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში ,,თანაინვესტირების ფონდი” შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა. დაარსებისთანავე ფონდში გაერთიანდნენ მსხვილი ინვესტორები. ფონდის დაარსებიდან 2 წელი გავიდა და ამ ეტაპზე ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
რა პროექტებს ახორციელებს თანაინვესტირების ფონდი ამ ეტაპზე, რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ქვეყნისთვის და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ ფონდში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი გვესაუბრება.
– საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ენერგეტიკის სექტორია და ამ კუთხით საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებთ. რა არის ფონდის სამომავლო გეგმები ენერგოსექტორში ინვესტირებასთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა რაიმე კონკრეტული პროექტი, რომლის დაწყებასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ?
– საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. დაარსებიდან 2 წლის თავზე ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და უძრავის ქონების და წარმოების სექტორებში.
მოგეხსენებათ, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ჰიდრორესურსებით და ამ რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია. რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, დღითიდღე იზრდება დამატებითი სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობა. აღნიშნული გარემოებები საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. შესაბამისად, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე. ამჟამად ენერგეტიკის სექტორში გვაქვს სამი მიმდინარე საინვესტიციო პროექტი. ესენია, – ,,მტკვარი ჰესი”, ,,ონის ჰესების კასკადი” და ,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი”. აღსანიშნავია, რომ მათი ჯამური წლიური გამომუშავება საქართველოში დღეს არსებული ჰესების გამომუშავების 34%-ს შეადგენს.
,,მტკვარი ჰესის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 113 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ. კვტ. სთ. ამჟამად მიმდინარეობს წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.
,,ონის ჰესების კასკადის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მლნ ამერიკული დოლარია. პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელ. ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. პროექტის თანაინვესტორი კომპანიები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია ,,ფერი” და მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია ,,Robbins”, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბურია. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 723 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. მისი განხორციელებით ქვეყანას 347.1 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება. კასაკდის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის საშუალო წლიური დაგეგმილი მაჩვენებელი 1743.7 მლნ კვტ.სთ.-ს უტოლდება. ამ მაჩვენებლით, ცხენისწყლის ჰესების კასკადი ყველაზე მძლავრია ენგურჰესის და ხუდონჰესის შემდეგ საქართველოში. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც წამყვანი ევროპული საინჟინრო კომპანიები Vernks და Landsvikjun Power ახორციელებენ. მათი ჩართულობით, პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება, პარალელურად, განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენერგეტიკის მიმართულებით, ვაპირებთ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. განვიხილავთ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს ამ სექტორში, რომლებიც უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
ზემოაღნიშნული ჰესების მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე განვითარდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება სოციალური პროგრამები, დასაქმდება ათასობით ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგრძნობლად გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.
– რა ნაბიჯები გადაიდგა უძრავი ქონების და ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით, როგორც ვიცით, ამ მიმართულებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისში ,,პანორამა თბილისის” მშენებლობაა. აღნიშნულ პროექტს საკმაოდ ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. რომ განმარტოთ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თბილისის განვითარებისთვის ეს პროექტი და რა ეკონომიკურ შედეგებზეა გათვლილი?
– ფონდი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. როგორც იცით, 2008 წლის მოვლენებისა და ფინანსური კრიზისის შედეგად სამშენებლო ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით, განახლდა წლების მანძილზე შეჩერებული პროექტები, რომლებიც დღეს სწრაფი ტემპით ხორციელდება.
,,აქსის თაუერსი”: წარმატებულ ქართულ დეველოპერულ კომპანია ,,აქსისთან” ერთად თბილისში ვაშენებთ ყველაზე მაღალ ტყუპ ცათამბჯენებს. ,,აქსის თაუერსის” მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 147 მეტრი სიმაღლის კოშკისგან შედგება. მისი საერთო ფართი 94,000 მეტრს შეადგენს. ქვის კოშკში განთავსდება საცხოვრებელი ბინები, რომელთა გაყიდვა უკვე დაწყებულია. შუშის კოშკში განთავსდება Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman და A კლასის ბიზნეს ცენტრი. კომპლექსში ასევე იფუნქციონირებს ფიტნეს და სპა ცენტრი, 25 მ სიგრძის ღია აუზი, Sky Bar დედაქალაქის საუკეთესო ხედებით, 1,100 MІ საკონცერტო დარბაზი, კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრი და სხვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 83 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება და მისი დასრულება 2017 წელს იგეგმება. თავისი არქიტექტურით, ფუნქციური დატვირთვით და შესრულების ხარისხით ,,აქსის თაუერსი” ყველასგან გამორჩეული პროექტი იქნება და იგი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის უძრავი ქონების ბაზარზე.
,,გალერია თბილისი”: ფონდმა 2015 წელს შეისყიდა რუსთაველის გამზირზე მდებარე, ყოფილი უნივერმაღის შენობა, სადაც A კლასის ტიპის სავაჭრო ცენტრს განვათავსებთ. ინვესტიცია, რომლის მოცულობა 70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება, ქალაქის ცენტრში წლების მანძილზე უმოქმედო შენობის და გაჩერებული პროექტის განახლებას მოემსახურება. სავაჭრო ცენტრის ჯამური ფართი 22,000 MІ იქნება. პროექტის დასრულება 2017 წელს იგეგმება. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე კვირაში (18-20 ნოემბერი) პროექტი წარდგენილია კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე ,,MAPIC 2015” კომპანია ,,Coillers International”-ის მიერ.
,,შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი” გახლავთ ფონდის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებაა. პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის საკურორტო ზონის განვითარება, ადგილმდებარეობის პოპულარიზაცია და ტურისტული სეზონის გახანგრძლივება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სასტუმროში განთავსდება 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები, ზღვაში 150 მ სიღრმეზე შეჭრილი საცურაო აუზი, ზამთრის ბაღი და აკვარიუმი. კომპლექსს ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ქართული კომპანია. პროექტის კონცეფციით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ელემენტები და ექსკლუზიური სერვისები კომპლექსის ვიზიტორებს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას მისცემს მთელი წლის განმავლობაში. სამშენებლო სამუშაოებისას დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2,000 ადამიანს გაუტოლდება. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.
პროექტ ,,პანორამა თბილისის” ფარგლებში 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. მიგვაჩნია, რომ პროექტის განხორციელებით ქალაქი დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. თბილისში განხორციელდება 500 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდება 6,000 ადამიანი, პროექტის დასრულების შემდეგ კი შეიქმნება 2,000 მუდმივი სამუშაო ადგილი. სახელფასო ფონდი 200 მლნ ლარს გაუტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ქვეყანაში დარჩება, რადგან მოხდება ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობა და მოცულობის ზრდა. თბილისს ასევე შესაძლებლობა მიეცემა უმასპინძლოს მასშტაბურ რეგიონალურ კონფერენციებს. ამ კუთხით, ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეფიციტია. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი და EBRD ყოველწლიური შეხვედრა, რომლებსაც შესაბამისი ფართების არარსებობის გამო თეატრებმა უმასპინძლა.
– ფონდის საქმიანობაში ძალიან საინტერესოა გორში ბიტკოინ ტრანზაქციების საპროცესინგო დატა ცენტრის გახსნა. როგორ მიგაჩნიათ ზოგადად რამდენად საინტერესოა და რამდენად აქვს მომავალი ვირტუალურ ფულს, ასევე, საინტერესოა აღნიშნულ პროექტს ექნება თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგი ეკონომიკის განვითარებაში?
– ფონდმა ინვესტირება მოახდინა Bლოცკცჰაინ ტექნოლოგიების მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთლიდერ კომპანია BitFury-ში, რომელმაც იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი საპროცესინგო დატა ცენტრი განათავსა გორში. BitFury ძალიან საინტერესო და წარმატებულ პროექტებს ახორციელებს ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი თანამშრომლობა გორის დატა ცენტრის პროექტზე. მოხარული ვართ, რომ შედეგად კომპანიამ გააფართოვა საქართველოში საინვესტიციო საქმიანობა და გლდანში უკვე სრულიად დამოუკიდებელი პროექტის – ტექნოლოგიური პარკის – განხორციელება დაიწყო, რომელიც დამატებით 100 მილიონ დოლარამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოუტანას ქვეყანას და მოიზადავს IT სფეროს საერთაშორისო მოთამაშეებს. ეს სწორედ ის დადებითი შედეგებია, რაც გორში დაწყებულმა თანამშრომლობამ მოიტანა.
რაც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პოტენციალს, მას დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ მთელ მსოფლიოში, რადგან ეს არის სრულიად ახალი და ინოვაციური სისტემა, რომელშიც თქვენი ფინანსური რესურსები და აქტივები შესაძლებელია იყოს მაღალ დონეზე დაცული და ეფექტურად მართული. განიხილება მისი დანერგვა სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სერვისებში, მათ შორის საბანკო სექტორში.
ბიკტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პოპულარობაზე ფაქტები მეტყველებს. დღეს მსოფლიოში 4,500-ზე მეტი ბიტკოინ სტარტაპი ოპერირებს. ბიტკოინის მომხმარებლებს რიცხვი 9 მლნ-ია. ეს რიცხვი ერთი წლის წინ 3 მლნ-ს უტოლდებოდა. დღეს დაახლოებით 100,000-მდე სავაჭრო ობიექტში უკვე შესაძლებელია ბიტკოინით გადახდა. მათ შორისაა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: Overtock.com, Dell, WIKIPEDIA, VIRGIN GALACTIC, EXPEDIA, Newegg, Bloomberg, Okchupid, CheapAir.com And Reddit.
– ფონდის დაფუძნებისას, ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა დასახელდა. საინტერესოა, რამდენად იჩენენ ინვესტორები ინტერესს საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ და გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმები ამ მიმართულების განსავითარებლად?
– ფონდი აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობას, ვქმნით კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას და ვმუშაობთ იმპორტის ჩანაცვლებაზე.
ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში შემოგვაქვს და ვნერგავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ვცდილობთ დარგის წამყვანი კომპანიების მოზიდვას. ამის მაგალითია, ფონდის სასათბურე მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ეს არის 40 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 35 ჰა სასათბურე მეურნეობის განვითარებას. პროექტის პირველი ფაზა 2015 წლის მარტში დასრულდა. შედეგად აშენდა მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა 4.4 ჰა-ზე, განხორციელდა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია.
დაიწყო წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზარზე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს სასათბურე მეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოვებას. პროდუქციას დაემატება პომიდვრის წარმოება და წლიური მოსავალი 5,000 ტონას გაუტოლდება. ძირითადად, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა – 150 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სასათბურე მეურნეობის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგულ კომპანია Richel Group და ჰოლანდიურ კომპანია Certhon-თან თანამშრომლობით.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იგეგმება სხვა საინტერესო პროექტების განხორციელებაც, მათ შორის რძის გადამამუშავებელი საწარმოს და მერძევეობის ფერმის პროექტი.
– ბოლოსკენ, ზოგადად, რომ მიმოვიხილოთ ფონდის სამომავლო გეგმები და ახალი ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, სადაც განხილული იქნება ფონდის მენეჯმენტის კონკრეტული ნაბიჯები თუ რა კეთდება ახალი ინვესტორების მოსაზიდად?
– საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობა და საინვესტიციო გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი პროექტების მოძიებასა და განვითარებაზე. 2016 წელს ვგეგმავთ 5 ახალი პროექტის დაწყებას, რომლებიც ფონდის ყველა საინვესტიციო მიმართულებას მოიცავენ და მათი ჯამური ღირებულება 1 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. საკმაოდ რთული მისია გვაქვს, რადგან აქამდე საქართველოში არცერთ ორგანიზაციას ერთდროულად ამ რაოდენობის და ასეთი სირთულის პროექტები არ განუხორციელებია. ჩვენი საქმიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე. ამიტომ, მთელი ჩვენი გუნდი ორმაგი დატვირთვით მუშაობს, რათა 100%-ით შევასრულოთ ის, რის გამოც 2 წლის წინ ეს ფონდი ჩამოვაყალიბეთ. ხშირად ისმის ხოლმე სხვადასხვა ბრალდება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან. ასევე არაერთხელ გაუკეთებიათ მცდარი სიუჟეტები და განცხადებები. ჩვენ ყოველთვის მინიმალურად ვერთვებით ამ პოლემიკაში, რადგან ნებისმიერ მსურველს ყოველთვის შეუძლია წავიდეს და ადგილზე ნახოს თუ რას ვაკეთებთ და რა მასშტაბების ინვესტიციებს ვიზიდავთ ქვეყანაში.
.