გმადლობთ, მაგრამ ეტყობა ზუსტად ვერ აღვწერე, რისი გაკეთებაც მინდა.
მაქვს სამი ცალი 18650 აკუმულატორი, შეერთებული მიმდევრობით, როგორც ლეპტოპის აკუმულატორში.
ასევე მაქვს ლეპტოპის ბატარიიდან ამოღებული პლატა, რომელიც აკონტროლებს აკუმულატორების ძაბვას და დამუხტვის დენს.
მინდა გამოვიყენო ეს 3 ცალი 18650 აკუმულატორი ამ პლატის გავლით როგორც UPS. დაიმუხტება რამე 12 V DC დენის წყაროს გამოყენებით და შუქის წასვლის შემთხვევაში ის მოწყობილობა არ გამოირთვება.
ამისათვის ლეპტოპის ბატარიის ამ კონკრეტულ მოდელზე საჭიროა რომელიღაც პინ(ებ)ის დამოკლება მინუსთან პირდაპირ ან წინაღობის გამოყენებით (წინაღობის ნომინალიც გასარკვევია), წინააღმდეგ შემთხვევაში აკუმულატორების ძაბვა არ მოდის პლატის შესაბამის ტერმინალებზე.
ამაში მინდოდა დახმარება, თუმცა ეხლა მგონი დავწვი უკვე ეგ პლატა