გავრცელება ინტერნეტში ამ საკითხზე მჭირდება თქვენი რჩევა და დახმარება მეგობრებო .
მოკლედ პატარა ბლოგი და ერთი საიტი შევქმენი პროექტია გათვლილი უცხოურ მომხმარებელზე ინგლისურენოვანი. და შესაბამისად მინდა ინტერნეტში მისი გავრცელება და ხალხის მოზიდვა. ალბათ პირველ რიგში მირჩევთ რეკლამას facebook -ს და სხვა სოციალურ ქსელებზე. ამდენი ფინანსები კი არ მაქ სარეკლამოდ ძალიან ცოტა თანხა მაქ ვერანაიირად გავწვდები რეკლამებს ( გადავხედე facebook რეკლამიშ შექმნის ინსტრუმენტს. საკმაოდ მომხიბვლელი ჩანს მივუთითე 5 დოლარი და სადღაც 3500 მნახველი ამომიგდო. და ბოლომდე ვერ გავერკვიე. 1) ამ 5 დოლარს ვიხდი დღიურად? და ნახულობს რეკლამას იმდენი ადამიანი რამდენსაც სისტემა გამოგითვლის? 2) ვთქვათ კლიკებში ვგულისხმობ ვიღაცამ დააჭირა ჩემს რეკლამას. კლიკისთვის რაიმე დამატებითი გადასახადი ხოარ მექნება ვთქათ 1 ცენტი 5 ცენტი 1 დოლარი და ა.შ? და ასევე გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმე ერკვევით facebook რეკლამებში რომ გამოვყო რეკლამისთვის 40 $ ააქვს აზრი? დაახლოებით რამდენ ადამიანი ნახავს რეკლამას. კი ვთვლი სისტემაში რაღაცეებს მაგრამ მაინც ვრაფერი გავიგე. მოკლედ იქნებ მასწავლოთ ეფექტური გზა რეკლამის facebook-ზე იაფი და შედეგიანი

ასევე უმთავრესი და უდიდესი თხოვნა მექნება რაიმე თქვენსხელთ არსებული საშუალებები მასწავლოთ ვინც რა იცით ინფორმაცის გავრცელების ინტერნეტში. ამისთვი ვიც საუკეთესო გზა სოციალური ქსელებია აქაც პირველი facebook-ია უფასოდ მაგრამ შექმნა ჯგუფები გვერდები იდე აშაირო აზარო იხვეწო იმუდარო დაალაიქონ ხალხი ააგროვო რაც მეთანხმებით უდიდესი ტანჯვაა და შედეი შეიძლება ისეთი ქონდეს ამდენი შრომის მერე თავის მოკვლა მოგინდეს

არსებობს მეორე გზა იუთუბი მაგრამ ავტვირთავ ვიდეოს მაგრამ ვინ ნახავს დაიკარგება მილიარდობით ვიდეოებში ესეც გამოირიცხა არც ისეთი ჩენელი მაქ ბევრი გამოწერა ქონდეს. ფაქტიურად საერთოდ არ მაქ არხზე გამოწერები რო გამოწერილმა ხალხმა მაინც ნახოს. მოკლედ აქაც არაფერი არ გამოვა. არსებობს კიდევ ერთი გზა ირბინო ათასობით საიტზე და დატოვო კომენტარები რაც ვფიქრობ არასერიოზულია კლენტისთვის ვის მოზიდვასაც ცდილობ. შეიძლება ათასი კომენტარი დატოვო და 2 კაცი შემოვიდეს

მოკლედ შრომატევადი და უეფექტოა. არის კიდევ ერთი გზა ბლოგები რომლებზეც ძაან სწრაფად ვრცელდება ინფორმაციები. ვთხოვე რამოდენიმე უცხოური ბლოგის ავორს დაეწერა ამე ჩემს საიტზე და მაშინვე ფული მომთხოვეს

ძუნწი არ ვარ მაგრამ არ მაქ ეს ფული და რაუყო ის ბლოგიც და საიტიც ბანკიდან აღებული ფულით გავაკეთე აქეთ საიტის აწყობაში გადავიხადე იქით პროგრამისტებში იქით იმაში აქეთ ამაში და 100 ლარიღა დამრჩა. რავქნა ამ ბოლო 100 ლარსაც ერთ ბლოგერს ხოარ შევტენი და სულ უფოლოდ ხოარ დავრჩები. თან ამის გარდა სხვა ბანკის ვალებიც მაქ. ეს ბლოგიც და საიტიც იმიტომ შევქმენი რომ ჩემი ბლოგით და რეკლამებით ცოტა ფული ვიშოვო და ნელნელა დავფარო ბანკის ვალები მოკლედ ძაან ცუდ დღეში ვარ თუ ეს საქმეც ჩამვარდა ვალები ვალებად მრჩება და ბინასაც ვკარგავ უკვე საქმე სასამართლომდე მიდის ყადაღა არ ამცდება მერე კი გაყიდვა. არც ვმუშაობ არაფერი. თუ ამაში გამიმართლა ცოტა სულს მოვითქვამ ვალებს გადავინაწილებ მოვურიგდები ბანკს რაღაცას ვიზამ მოკლედ. ეს ეხლა მთელი ისტორია აღვწერე ვრცლად რომ იცოდეთ როგორ მჭირდება ეხლა თქვენი დახმარება

დახმარება კი მხოლოდ შემდეგში მჭირდება გამიზიარეთ რამე საშუალებები ინფორმაციიიის სწრაფი გავრცელების ინტრნეტში თუ არსებობს მსგავსი საიტები ან რამე. ასევე ძაან მაინტერესებს ისეთი უცხოური ბლოგები ucnauri.com ოღონდ უცხოური სადაც მომხმარებელს შეეძლება სტატიის განთავსება როგორც ucnauri.com-ზე რომ იქ დავწერო ჩემი ბლოგის შესახებ. თუ იცით ასეთი საიტები გთხოვთ დამილინკოთ შრომა ნამდვილად არ მეზარება ბევრი ვგუგლე ვეძებე ვერაფერი ვერ ვიპოვე იქნებ თქვენ იცოდეთ რამე. ან თუ იცით მედია მასმედია როგორიცაა CNN, BBC, და სხვა მსგავსი სეროზული საინფორმაციები რომელსაც დიდი აუდიტორია ყავს და მნახველი თუ გააჩნიათ ისეთი სახის ბლოგები სადაც შეუძლიათ ხალხს ქონდეს ამ ბლოგზე თავისი გვერდი გაავრცელოს ინფორმაციები და ამბები. დამილინკეთ.
მოდერთან ბოდიში თუ არასწორედ ვხსნი რატომღაც ეს განყოფილება მივიჩნიე შესაბამისად თემის. თუ შევცდი და იქნებ ცოტახანი დატოვო ძალიან მჭირდება დახმარება და რჩევები

ყველას დიდი მადლობა წინასწარ
აი, გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში. ამიტომ იყავით გველივით ფრთხილნი