მოგესალმებით თანაფორუმელებო
25 წლის მარიამ მათიაშვილს თქვენი დახმარება სჭირდება. გოგონას თავის ფიბროზული ოსტეო დისპლაზია დაუდგინდა და ოპერაციისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 45 ათასი ევროა საჭირო.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თემა არ გახსნილა თანხის გადმოსარიცხად!!!
აღნიშნული დაავადება არის ძალიან იშვიათი. საქართველოში მისი მკურნალობა ვერ ხერხდება. მარიამს გაკეთებული აქვს სხვადასხვა დროს 7 ოპერაცია, რაც ძირითადად იყო კონკრეტული ზედმეტი წარმონაქმნების ამოჭრა ორგანიზმიდან. თურქეთში კონსულტაციების შემდეგ ექიმებმა თქვეს რომ შესაძლებელი იქნებოდა ოპერაციის გაკეთება და მარიამი საბოლოოდ გამოჯანმრთელდებოდა. აღნიშნული ვიზიტი შედგა 2014 წლის ბოლოს. მარიამი დაიბარეს 2015 წლის იანვარში საოპერაციოდ. რა თქმა უნდა ორ თვეში თანხა ვერ შეგროვდა და დღემდე ანალოგიური სიტუაციაა. ოპერაციის დაგვიანებამ გამოიწვია ცალ თვალში სრული სიბრმავე და მეორე თვალში ნაწილობრივი. დეფორმირებულია ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილებიც. ოპერაციის არგაკეთების შემთხვევაში მარიამი ვეღარ იცოცხლებს.
ჩატარდა სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოები. შემოსული თანხა მიზერულია ოპერაციის ხარჯებთან.
დაფინანსებაზე უარი განაცხადა ყველა ბიზნესმენმა, ყველა საქველმოქმედო ფონდმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე საპატრიარქომ.
ნებისმიერი საშუალება დაფინანსებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ გამოირიცხა. ვცდილობდით რომელიმე სატელევიზიო ეთერით გვესარგებლა სხვადასხვა შოუებში სადაც ყოფილა ანალოგიური შემთხვევები, მაგრამ სამწუხაროდ მარიამი გადაცემის ფორმატს არ აკმაყოფილებდა.
ერთადერთხელ გააშუქა რუსთავი 2 მა აღნიშნული პრობლემა, ტექსტის სახით კურიერის მსვლელობისას.
ჩემი თემის გახსნი მიზანია, რომ ფორუმზე უამრავი სხვადასხვა პროფესიის ხალხი შემოდის. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ტელევიზიასთან ან ნებისმიერ იმ პიროვნებასთან ვისაც შეუძლია გააშუქოს აღნიშნული პრობლემა. მოხდეს მაშტაბური საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება და არა ისეთის 800 ლარი რომ შემოვა მარტო. ფაქტიურად მარიამის ყოველი დღე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება.
მადლობა ყველას წინასწარ, იმედია სწორად გადმოვეცი რის გამო გავხსენი თემა.
პ.ს პატივცემულ მოდერაციას ვთხოვ არ დახუროს თემა და არც სხვა განყოფილებაში გადაიტანოს, თქვემ მაინც გამოიჩინეთ გულისხმიერება
პ.ს.ს 21 ნოემბერს ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი. ბოლო დღეს საკმაოდ ბევრმა მომღერალმა თქვა უარი კონცერტზე გამოსასვლელად. საბოლოოდ მარიამისთვის შეგროვებულმა თანხამ რაც სტუმრებისგან შეგროვდა შეადგინა 800 ლარი.
მიმაგრებული სურათი