
ISIS-ის საიდუმლო გვირაბები ერაყში, Dailymail ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გვირაბების ფოტოებს და ვიდეოს ავრცელებს, მათი ინფორმაციით საიდუმლო დამაკავშირებელი გვირაბების რაოდენობა დაახლოებით 40-ია და ის მოიცავს საძილე ადგილებს, მასში არის ელქტრო გაყვანილობა, ამერიკული ბომბების შესაქმნელი ხელსაწყოები, საჭმელი, ტანსაცმელი და კორეაში დამზადებული სამედიცინო ნივთები. Dailymail-ის ინფორმაციით, გვირაბები გრძელია და ის საცხოვრებელ სახლებს აკავშირებს. გვირაბები ქურთმა სამხედროებმა, ერაყის ჩრდილო-დასავლეთით აღმოაჩინეს. ეს ტერიტორია წელიწადზე მეტია, რაც ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ კონტროლირდებოდა და ამ ადგილის გათავისუფლება სულ ცოტა ხნის წინათ მოხდა.
http://tvfree.ge/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%...83%A0%E1%83%90/ This post has been edited by gruzinski777 on 26 Nov 2015, 14:41