აზერბაიჯანში ისლამისტებსა და პოლიციას შორის სროლების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ბაქოდან 25 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ ნარდარანში პოლიციასა და რელიგიური დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარი სროლების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მათგან ოთხი დაღუპული ადგილობრივი მკვიდრია, ორი კი პოლიციის თანამშრომელი. დაკავებულია 14 ადამიანი, რომლებიც, ხელისუფლების ინფორმაციით, გადატრიალებას აპირებდნენ.
ქვეყნის შსს-სა და გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ შეიარაღებული რადიკალური ისლამური დაჯგუფება პროვოკაციების სერიას, ტერაქტებსა და მასობრივ არეულობებს გეგმავდა. მათივე ცნობით, დაგეგმილი იყო ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობის შეცვლა და ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღება.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/35...i-daighupa.htmlერევანში 10 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა, ერევანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10 ადამიანისგან შემდგარი შეიარაღებული დაჯგუფება აიყვანა.
უწყების ინფორმაციით, დამნაშავეები ქვეყნის ტერიტორიაზე მთელი რიგი დანაშაულებრივი აქტების ჩადენას გეგმავდნენ. დაჯგუფების მეთაური 1997 წლიდან ესპანეთში მცხოვრები სომხეთის 34 წლის მოქალაქეა, რომელიც სომხეთში 2015 წელს დაბრუნდა და დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაქირავებული ბინიდან ამოღებულია დაჯგუფების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, ყუმბარმტყორცნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა. ასევე, ერევნისა და გიუმრის რუკები და ლიტერატურა, რითაც მტკიცდება, რომ ისინი სერიოზული დანაშაულებებისთვის ემზადებოდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/35...kaves.html?ar=Aეს ორი შემთხვევა საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, მითუმეტეს რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულობის ფონზე. შესაძლოა თუ არა მოხდეს არაპირდაპირი სამხედრო დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის ამ ორი ქვეყნის საშუალებით?
This post has been edited by Kidnapped Kid on 26 Nov 2015, 22:01