თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ანტიტერორისტული კოალიცია ერთი წლის წინ შეიქმნა.
როგორც ხიდაშელმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, არავითარ ახალ კოალიციაზე საუბარი არ არის. „ანტიტერორისტული კოალიცია ერთი წლის წინ შეიქმნა. პირველად არ მომხდარა თავდასხმა ევროპაზე, ახლა პარიზში მოხდა თავდასხმა და შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტი გააქტიურდა ამ მიმართულებით. არავითარ ახალ კოალიციაზე საუბარი არ არის, ვინმე კოალიციას უერთდება თუ არა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი კოალიცია იქმნება. ერთი წლის წინ რუსეთს არავინ ელაპარაკებოდა, ამ ფონზე რუსეთი ჩავიდა სირიაში, რუსეთი მოქმედებს სირიაში, საკუთარი თავი გახადა მოცემულობა იმისთვის, რომ სირიასთან მიმართებაში რაიმე გადაწყვეტილებების მიღების დროს ისიც იყოს გადაწყვეტილების თანამონაწილე.
ჩვენ-საქართველო ვამბობთ, თუკი მოიძებნება რამე საშუალება იმისთვის, რომ რუსეთი იყოს არა პრობლემის შემქმნელი, არამედ მომგვარებელი, ამას მხოლოდ მივესალმებით“,-განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თურქეთის მოვლენების ფონზე რუსეთთან კოორდინაცია აუცილებელია.
„ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი არავითარ კოალიციაში არ იქნებიან, სადაც იქნება რუსეთი, იმიტომ რომ ისინი უკვე არიან იმ კოალიციაში, სადაც რუსეთი არ არის და თქვეს, რომ კოალიციაში რუსეთი მოწვეული არ უნდა იყოს.
რაც შეეხება პრეზიდენტებს, გვაქვს ობამას მრავალი განცხადება, სადაც იგივეს იმეორებს, რასაც ბალტიისპირეთის პრეზიდენტები, ოღონდ ის ამბობს, რომ კოორდინაციის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ამას ჩვენც ვადასტურებთ, დიახ, რუსეთთან კოორდინაციის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, მაგრამ ის, რომ ქართველი, ლატვიელი, ესტონელი და რუსი ჯარისკაცები სადღაც ერთად დადგებიან, იბრძოლებენ და იმავე საღამოს ის რუსი ჯარისკაცები, ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ უკვე სხვა ტერიტორიაზე ტყვიას ესვრიან, ეს ერთად არ გამოდის.
რუსეთთან კოორდინაცია აუცილებელი და სავალდებულოა, ეს თურქეთის მოვლენებმაც აჩვენა, ისინი არიან ჰაერში, ისვრიან ბომბებს, შესაბამისად, მათთან ლაპარაკი აუცილებელია, მაგრამ ცალსახად ითქვა ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, რომ რუსეთი არ არის კაოლიციაში დაპატიჟებული“,-აცხადებს ხიდაშელი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა.
“გთავაზობთ, შევქმნათ ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია, ისეთი, როგორიც იყო ანტიჰიტლერული კოალიცია”, – განაცხადა პუტინმა.
http://www.info9.ge/politika/134224-khidas...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo