შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის შესახებ ბოლო ორი თვის მონაცემებს აქვეყნებს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ვადაში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 47 პირია დაკავებული. „ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო ორი თვის მანძილზე განსაკუთებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი. ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების და პირადი ჩხრეკისას ამოვიღეთ 41 ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა“,-აცხადებენ შსს-ში.ამასთან, საგამოძიებო უწყება საზოგადოებას ახსენებს, რომ კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
http://www.info9.ge/samarthali/134193-shss...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo