Heroes of Order & Chaos წარმოადგენს Gameloft-ის მიერ შემოთავაზებულ ონლაინ მულტიფლეიერ MOBA ტიპის თამაშს.
დადებითი მხარეები:-MOBA ტიპის თამაშის შეგრძნება მობილურ მოწყობილობაზე
-პერსონაჟების დიდი და შთამბეჭდავი არჩევანი
-მკვეთრი და დეტალიზებული სათამაშო გრაფიკა
-კომუნიკაცია ლიმიტირებულია ტექსტურ ჩატებზე-მატჩებში თავს იჩენს კავშირისა და ლაგების პრობლემა
-მიზანში ამოღება რთულდება დაძაბული ომის დროს
Heroes of Order & Chaos-ში წარმოდგენილია სამი უნიკალური საბრძოლო არენა, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ იბრძოლონ 3-3-ის წინააღმდეგ ან 5-5-ის წინააღმდეგ ომში.
თითოეულ სესიას მოთამაშეები იწყებენ 1 დონით და გააჩნიათ 1000 მონეტა, რათა შეიძინონ საბრძოლო აღჭურვილობა და იარაღი. მონეტების მოპოვება ხორციელდება თამაშის პროცესში მოწინააღმდეგეების დამარცხებით.
მოწინააღმდეგის დამარცხება ასევე უზრუნველყოფს პერსონაჟის დონის ზრდას და გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მისთვის შეიძინოთ უფრო მძლავრი აღჭურვილობა და იარაღი. პერსონაჟის მაქსიმალური დონე გახლავთ 15 ერთეული.
მძლავრი საბრძოლო აღჭურვილობის ქონა თამაშში მნიშვნელოვანია, რათა მარტივად გაუმკლავდეთ მტრებსა და თქვენს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ასევე გააჩნიათ მონეტებით შეძენილი რიგი უპირატესობები.
Heroes of Order & Chaos-ში წარმოდგენილია 30 ტიპის განსხვავებული პერსონაჟი, მათ შორის ხმლით მებრძოლები და მაგები. თითოეული პერსონაჟი არის უნიკალური, გააჩნია ინდივიდუალური თამაშის სტილი და საბრძოლო ხელოვნების კომპლექტი, რომელიც დონეების მიხედვით ახლდება და ვითარდება.
პერსონაჟების ნაწილი უფასოა კვირის განმავლობაში, თუმცა თუკი მომხმარებელს იგივე პერსონაჟის მომდევნო კვირაში გამოყენება მოუნდა, უწევს მისი შეძენა ან მოცდა, სანამ იგი კვლავ უფასო გახდება.
Heroes of Order & Chaos თამაშს გააჩნია 3 განსხვავებული რუქა, შემოთავაზებული 20-დან 60 წუთამდე მისიით.
ახალი გზების გახსნა რუქაზე ხორციელდება გზად მოწინააღმდეგეებისა და მათი კოშკების განადგურებით.
თამაშს გააჩნია შესანიშნავი გრაფიკა. ყველაფერი დაწყებული აუდიო ნაწილით, დამთვრებული დახვეწილი გრაფიკითა და უკანა ფონის მუსიკით გიქმნით კონსოლის გეიმინგის შეგრძნებას.
ერთი სიტყვით ვისაც გიყვართ ასეთი ტიპის თამაშები, გაქვთ აიპადი, აიფონი, ანდროიდი ჩამოტვირთეთ და ისიამოვნეთ
გადმოსაწერი ლინკები: https://itunes.apple.com/us/app/heroes-orde...d509458284?mt=8 https://play.google.com/store/apps/details?....ANMP.GloftHOHM
This post has been edited by ზურატი96 on 21 Jul 2014, 22:47