გორსა და ხაშურში რამდენიმე უბანზე ხელახალი არჩევნები კვირის ბოლოს ჩატარდებაგორსა და ხაშურში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნები ჩატარდება. გადაწყვეტილება ცენტრამულმა საარჩევნო კომისიამ სასამართლო პროცესების შემდეგ მიიღო. კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ იმ უბნების შედეგების გაბათილება მოითხოვა, სადაც 1 ოქტომბრის საღამოს სპეცრაზმის თანამშრომლები შევიდნენ. გასული კვირის განმავლობაში კოალიციის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა ხაშურის სასამართლოს სხვადასხვა უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა.
ვალერი გელაშვილი ხელახალი არჩევნებიდან მიღებული ხმების შედეგად პროპორციულ სიაში პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას ელოდება. გელაშვილი თავდაპირველად 11 უბნის გაუქმებას ითხოვდა, აქედან სასამართლომ 7-მათგანი დააკმაყოფილა დანარჩენი 5 უბნის შედეგეის გაუქმების მოთხოვნით კი კოალიციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
გაუქმებულ უბნებზე ხელახალი კენჭისყრა რამდენიმე დღეში ჩატარდება.
ხაშურის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ უბნების რიცხვი, სადაც საარჩევნო პროცესი განმეორებით უნდა ჩატარდეს, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ხელახალი კინჭისყრის ჩასატარებლად გორშიც ემზადებიან, #4 საარჩევნო უბანზე კოალიცია ხმათა უმრავლესობის მოპოვების მოლოდინშია.
ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემები აღნიშნულ ოლქებში ასე გამოუყურება
გორი: ,,ნაციონალური მოძრაობა“ პროპორციული სიით-46,69%, ,,ქართული ოცნება“-47,85%
მაჟორიტარი კანდიდატების არჩევნების შედეგები კი ასეთია: "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ტატიშვილი- 46,43%, ქართული ოცნების კანდიდატი- მალხაზ ვახტანგაშვილი-47,15%
ხაშური: ,,ნაციონალური მოძრაობა“ პროპორციული სიით-39,27, ,,ქართული ოცნება“-54, 25%
მაჟორიტარული სისტემით: სერგო ქიტიაშვილი-(ნაციონალური მოძრაობა)-45,2%, ვალერი გელაშვილი(ქართული ოცნება)- 45,81%
განმეორებითი არჩევნების შედეგები გორსა და ხაშურში სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
http://www.gn.ge/?l=G&m=14&ID=9247