ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც ტერორიზმს გმობს, მაგრამ ე.წ “თვითმფრინავის ბიჭებს” ამართლებს.
“ეჰეი, ზოგიერთო ნამეტარო ანტიტერორისტო!
საფრანგეთში ტერორისტების მსხვერპლთა გამო
ძალიან ცრემლს რომ აღვარღვარებთ და…
აბა, თუ მიხვდებით ვინ არის ეს კაცი????505
გეტყვით! ეს ის კაცია, სამოქალაქო თითმფრინავში
შევარდნილ ათამდე ტერორისტს რომ ბოლომდე ეომა!
სამი მეგობარი და კოლეგა დაკარგა ამ უთანასწორო ბრძოლაში და უიარაღო მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა!!!!
დიახ!
დღეს 18 ნოემბერია! რაო, ჯერ არ აჭრელებულა “ფეისბუქი” “მე გადავცურავ ზღვას!” “რომანტიკას შეწირულნი” “საბჭოთა ერთფეროვნებიდან მარადისობაში გაფრინდნენ” – და ასეთი იდიოტური გამოხტომებით????
დიახ! 1983 წლის 18 ნოემბერს იმ ტერორისტებმა, რომლებისთვისაც ჩვენი საზოგადიოების დაავადებულმა ნაწილმა სცადა მოფერებით “ჯინსების თაობა” შეერქმია, სინამდვილეში გაიტაცეს სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი-ლენინგრადი…
ტ ე რ ო რ ი ზ მ ს არ გააჩნია ეროვნება!
ტ ე რ ო რ ი ზ მ ს არ გააჩნია სარწმუნოება!
ტ ე რ ო რ ი ზ მ ს არ გააჩნია პ რ ო ტ ე ს ტ ი ს ობიექტი!
რასაც არ უნდა “აპროტესტებდნენ”, ადამიანები, რომლებიც
უ ი ა რ ა ღ ო მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავს გაიტაცებენ არიან ტერორისტები!
და ნუ ულაყებთ ამ ფსევდო-“რომანტიკით” ტვინს მომავალ თაობას, პატარა ბავშვებს! სიმართლე უთხარით მათ!
დიახ!
ეს კაცი, ეს გმი ი, გახლავთ ახმადგერ გარდაფხაძე! ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაური…
1983 წლის 19 ნოემბერს…
7 წლის ასაკის, მეორე კლასელი მოწაფე მერხთან ვიჯექი. ჩემგან წინ და ოდნავ მარცხნივ მერხთან მჯდომ, მუდამ მხიარულთვალებიან გოგონას ვუყურებდი. მას საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა ამ დღეს. შემოდიოდნენ მასწავლებლები, სხვა კლასების მოსწავლეები, მშობლები, დამლაგებლები, მებუფეტე და ამ გოგონას ეფერებოდნენ…
“გადარჩა ხო?” – იყო კითხვა…“კი, გადარჩა… ამბობენ ერთ საათში გაჭაღარავდაო კაცი…რომ მოაცილეს სახლში ლამის ვერც იცნოო შვილმა… დილით მხიარული, ახალგაზრდა, შავტუხა მამა გააცილა და ღამით ერთიანად ჭაღარა, მობერებული, სახეშეცვლილი მოუყვანეს სახლში..” – მესმოდა პასუხი…
“32 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 1983 წლის 18 ნოემბერს, მამაჩემი, ა. გარდაფხაძე, ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი-ლენინგრადი. მერე რაც მოხდა, ეს ყველამ იცით. ღმერთმა მეორედ აჩუქა მას სიცოცხლე.
და მე ვთვლი რომ მეორედ დაიბადა იმ საბედისწერო დღეს.
მისი სამი მეგობარი შეეწირა იმ დღეს ეგრეთწოდებულ ჯინსების თაობას!”
– წერს დღეს ჩემი თანაკლასელი ნინო გ ა რ დ ა ფ ხ ა ძ ე
თავის “ფეისბუქ-კედელზე” და თავისი გმირი მამის ფოტოს აქვეყნებს!
პოსტის დასაწყისში ნათქვამი ირონიული სიტყვები ეძღვნება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც საფრანგეთის ტერაქტით აღშფოთებულია და “თვითმფრინავის ბიჭებითა” თუ ე.წ. “ჯინსების თაობით” კი – აღფრთოვანებული!!!!
იმ ადამიანებს, ვინც საღად აზროვნებს და გმობს ტერორისტებს პარიზშიც და თბილისშიც! 2015 წელსაც და 1983 წელსაც – არაფერს ვერჩი!!!!
განსაკუთრებული შენიშვნა: – ტ ე რ ო რ ი ზ მ ი – ეს ის თემაა, რასაც მე ნ ო რ მ ალ უ რ ი
ადამიანებისთვის ა ქ ს ი ო მ უ რ ბოროტებად მივიჩნევ!
ამიტომ, ამ პოსტზე ე.წ. “განსხვავებული აზრის”
გამოთქმისთანავე, ნებისმიერი მატრაკვეცა
გაუფრთხილებლად დაიბლოკება!!!!
ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ა!
როდესაც ს ა ზ ო გ ა დ ო ბ ა გაცხარებული კ ა მ ა თ ო ბ ს
თემაზე - ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო მგზავრებით სავსე
თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ი ს გატაცება არის თუ არა
ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი აქტი!
ს ი დ ე ბ ი ლ ე ა, როცა ამ ტ ე რ ა ქ ტ ს საზოგადოების
გარკვეული ნაწილი "რ ო მ ა ნ ტ ი კ ა დ" ასაღებს!
ნ ა ძ ი რ ლ ო ბ ა ა, როდესაც ტ ე რ ო რ ი ს ტ ე ბ ს
უწოდებენ "გ მ ი რ ე ბ ს"!
ხ ა ზ ს ვ უ ს ვ ა მ - არ ვმსჯელობ თემებზე
1. მ ღ ვ დ ე ლ ი იყო თუ არა დამნაშავე
2. უნდა მიესაჯათ თუ არა დ ა ხ ვ რ ე ტ ა
3. მოკლეს თუ არა ს ტ ი უ ა რ დ ე ს ა ტერორისტებმა,
თუ მას მოხვდა გარედან "ს პ ე ც ნ ა ზ ი ს" ტყვია
4. დ ა მ ა მ ც ი რ ე ბ ლ ა დ ექცეოდნენ თუ არა
ისინი მ გ ზ ა ვ რ ე ბ ს...
და ა.შ.
მე ვამბობ მხოლოდ იმ ა ქ ს ი ო მ ა ს რომ
ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო თვითმფრინავის გატაცება,
აუცილებლად არის ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი აქტი!!!!
მიუხედავად იმისა, რას ა პ რ ო ტ ე ს ტ ე ბ -
ს ა ბ ჭ ო თ ა რეჟიმს თუ მ ე ფ ი ს რუსეთს!
რ ე ს პ უ ბ ლ ი კ უ რ საფრანგეთს თუ ფ ა შ ი ს ტ უ რ გერმანიას!
ო ქ რ ო ს უ რ დ ო ს თუ ს ა ს ა ნ ი ა ნ თ ა ირანს!
ქ ს ე რ ქ ს ე ს ტირანიას თუ ა თ ე ნ ი ს დემოკრატიას!
არც ერთ შემთხვევაში არ გაქვს უ ფ ლ ე ბ ა
საფრთხე შეუქმნა მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ მოსახლეობას!
უ ი ა რ ა ღ ო ადამიანებისთვის ს ი ც ო ც ხ ლ ი ს
საფრთხის შექმნა არის ტ ე რ ო რ ი ზ მ ი!!!!
დანარჩენს რაც შეეხება -
ს ა ბ ჭ ო თ ა კავშირი - ეს იყო ქვეყანა, სადაც
დ ა ხ ვ რ ე ტ ი ს განაჩენი გამოჰქონდათ
ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი ტიპის დანაშაულისთვისაც კი!!!!
შეიძლებოდა წისქვილკომბინატის დირექტორი დაეხვრიტათ -
ბულკში 200 გრამის ნაცვლად 180 გრამი
ქ ი შ მ ი შ ი რატომ ჩადეო?!
ასე რომ - განაჩენებზე, სამართლიანობაზე, მღვდელზე და
ასე შემდეგ, სხვაგან იმსჯელეთ!
ოღონდ იმ ა პ რ ი ო რ ი თ, რომ ეს იყო ტ ე რ ა ქ ტ ი!!!!
მე მხოლოდ ვამბობ -
ვინც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს იყო ტ ე რ ა ქ ტ ი
და რაღაც დებილურ "რ ო მ ა ნ ტ ი კ უ ლ"
საბურველში ხვევს ამ ტ ე რ ო რ ი ს ტ ე ბ ს -
მე ასეთ ადამიანებთან არანაირი სახის კონტაქტი არ მსურს!!!!
გთხოვთ დ ა მ ბ ლ ო კ ო თ სასწრაფოდ!
ან შემატყობინოთ, რომ თქვენთვის ეს
აშკარა ტერაქტი არ იყო ტერაქტი
და უდიდესი ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ი თ დაგბლოკავთ!
გ მ ა დ ლ ო ბ თ!
http://marshalpress.ge/?p=15652ასეთი რადიკალიზმიც არ შეიძლება ჩემო ბაკურ
მე ყველას გისმევთ ამ შეკითხვას რამ აიძულა გეგა კობახიძეს გამხდარიყო ტერორისტი და რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი ?
ფული მაგას არ ჰქონდა და ფუფუნებაში გაზრდილი ეგ არ იყო და მოძველბიჭო ტიპი ეგ არ იყო ერთი საწყალი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე ვერავინ იტყვის ბოროტი და მკვლელი იყოო თუმცა მას როგორც მსახიობს შეეძლო წასულიყო დანაშაულის ჩადენის გარეშე რადგან ფილმის გადაღებები საბერძნეთში ჰქონდა და იქ იყო მიწვეული და გეგა რატომ არ წავიდა მშვიდობიანი გზით ???