#46331923 · 28 Nov 2015, 13:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყიდება 2005 წელს გამოშვებული ავტომობილი „Toyota Probox“, რომელიც აღჭურვილია სამრეცხაო მოწყობილობებით, ავტომობილში დამონტაჟებულია წყლის ავზი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის წყლის დაგროვება და მიტანა დანიშნულების ადგილზე. ასევე, დამონტაჟებულია "HONDA"_ს ფირმის მოწყობილობა, რომელიც მაღალი წნევის საშუალებით ქმნის წყლის ძლიერ ჭავლს და გააჩნია წყლის ჭავლის გაფრქვევის სხვადასხვა რეჟიმი, აღნიშნული მოწყობილობა მუშაობს საწვავზე. ავტომობილი და მთლიანად მოწყობილობა არის აბსოლუტურად გამართულ მდგომარეობაში, ავტომობილი არის იაპონური წარმოების, ხოლო გენერატორი გამოწერილია აშშ-დან, მოიხმარს მცირე რაოდენობით საწვავს და მთლიანად გათვლილია ეკონომიაზე. აღნიშნული ავტომობილით შესაძლებელია ავტოსამრეცხაოს მთლიანი სერვისის მიწოდება ადგილზე მომსახურებით, არის ძალიან კომპაქტური, მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელი. ვინაიდან აღნიშნულის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს, შესაძლებელია აღნიშნული სიახლის დაპატენტება.
ავტომობილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 5 (74) 10-36-36
|