ვარ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N51 მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინის მესაკუთრე, რომელიც შევიძინე შპს , ,,EL COMPANY 777”-გან 2013 წელს. ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სახლის მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 2014 წლის აპრილში, თუმცა იგი დღესაც მოუპირკეთებელია და რაც ყველაზე პრობლემურია უკვე 2 წელიწადია ვცხოვრობთ გაზის გარეშე, რომლის გაყვანის თაობაზე ჩვენს მოთხოვნაზე მოპასუხე მხარემ არაერთხელ მოგვატყუა. შპს , ,,EL COMPANY 777” (ს/კ: 404976077) დამფუძნებელი და დირექტორი არის ლევან ფხაკაძე, რომელიც სარგებლობს (საეჭვო) პოლიტ დევნილის სტატუსით (200 ოჯახის გასამწარებლად ჩამოიყვანეთ? ). იგი ამაყობს მთავრობის მმართველ პირებთან ახლობლობით . მუდმივად გვლანძღავს იმის გამო, რომ ვთხოვთ ბუნებრივი აირის შემოყვანას ჩვენს კორპუსში, (ეს ვალდებულება მას ხელშეკრულებით აქვს აღებული). შეხვედრების დროს გვიწყობდა პარტიულ კრებებს გვიწოდებდა ნაციონალებს თავად კი აცხადებს რომ არის ქართული ოცნების წარმომადგენლი და რომ ჩვენი დრო წასულია ახლა მისი დროა მოსული. ამასთან მუდმივად გვემუქრებოდა რომ, თუ წამოვიწყებდით მის საწინააღმდეგოდ სამართლებრივ დავას საქმეს გაგვიწელავდა წლების განმავლობაში და არაფერსაც არ გააკეთებდა. მიუხედავად მისი მუქარისა, აღნიშნულ საკითხზე ამა წლის აპრილში წამოვიწყეთ სამოქალაქო სასამართლოში დავა, საქმის N330210015783508. ამ შემთხვევაშიც წავაწყდით დაბრკოლებას, ჩვენი საქმე კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაინიშნა. სასამართლოსადმი განცხადების მიღების დღიდან უკვე გასულია 6 თვე. სასამართლო არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტით დადგენილ ვადას. „სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა“. სასამართლოს მხრიდან ვადის დარღვევის გამო, საქმე მართლაც შესაძლოა 5-6 წელი გაგრძელდეს. ამჟამად ვიმყოფებით ძალიან მძიმე მდგომაროებაში. ზამთარი კარზეა მოსული და გაძვირებული ელექტროენერგიის პირობებში ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. აქვე ცნობისათვის ამ მდგომარეობაშია 200 (ორასი) ოჯახი. მოვსინჯეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, (მივმართეთ ყაზტრანსგაზს, ჩვენს გამგებელს, თავად მშენებელს არაერთჯერ)არავის არ აინტერესებს 200 ოჯახი, რომელთა ბედი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაზულუქებული ვითომ პოლიტ დევნილის ბედზე, რომელიც სისტემატიურად ყიდულობს ახალ-ახალ მანქანებს და ჩვენ ცხვირწინ ახდენს მათ დემონსტრირებას. ამ „არა“-ადამიანს თავისი ერთი მანქანის საფასურად შეუძლია მოაგვაროს ჩვენი პრობლემა, რომელიც წარმოადგენს მის ვალდებულებას. თუმცა უშედეგოდ. გთხოვთ, ყურად იღეთ ჩვენი პრობლემა და. ჩვენ მზად ვართ ჩვენის მხრივ შევასრულოთ ყველა მოთხოვნა რაც აუცლიებელია ამ პრობლემის მოგვარებისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას. წინასწარ გიხდით მადლობას ყურედღებისა და თანადგომისათვის.
https://www.facebook.com/groups/310120175802650/