თინა ხიდაშელი - საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას
20:29 28-11-2015
თინა ხიდაშელი - საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ქრონიკასთან" საუბარში განუცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, MAP არ არის არც მიზანი და არც მთავარი ამოცანა.
"მთავარია, რომ საქართველო დადგეს ნატო-ს წევრობის გზაზე. ამის რეალური შანსი და შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, "1-ელ დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი იქნება ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოს გზას გაუხსნის ვარშავისკენ".
მინისტრის თქმით, MAP-ის გარეშეც საქართველოს აქვს ძალიან დიდი შანსი ნატო-ს წევრობის გზაზე დადგეს.
"ხვალ რომ გადაწყვიტოს შვედეთმა, რომ უნდა, როგორც ფიქრობთ, შვედეთს ეტყვიან, რომ იცით რა, თქვენ ჯერ MAP-ი უნდა გაიაროთ და მერე გახდებით წევრიო? ამაზე ყველას ერთი პასუხი გვაქვს, რომ ეს ასე არ იქნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ბერლინიდან ჩართვისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც გერმანელ კოლეგას შეხვდა.
მაპი არა შმაკი
ან წვეობა დაიდოს ან და აღიარონ რომ პუტინის ჩმორები არიან მთელი ევროპა
და კიდე იმ წვერებიანების, ევროპაში, საკუთარ სახლში შიშით რომ გამოდიან გარეთ
