• რკინის ხერხის პირები გაქვთ?
• მარკესის "მარტოობის რამდენიღაცა წელი" რა ღირს?
• ქალის ჰიგიენური საფენები თუ გაქვთ? - არაა ? - აბა რა გაქვთ?! (გაბრაზებული სახე)
• კალამი მინდა მეორე კლასელისათვის
• მეექვსე კლასის საქართველოს რუკა გაქვთ?
• წითელ ფერს რომ ეხამებოდეს, ეგეთი წიგნი გაქვთ რამე? (როგორც აღმოჩნდა წითელი შპალერი ჰქონია ოთახში გაკრული)
• რომ არ მომეწონოს, დაიბრუნებთ?
• სარამაგუს "იესოს სახარება" გაქვთ?- მამაოს მინდა ვაჩუქო.
• "მგლების" სხვა რამე გაქვთ? (გოჩა მანველიძეს გულისხმობდა)
• მეგობარ ქალს უნდა ვაჩუქო წიგნი, ოღონდ რამე ისეთი გაქვთ, ჩემმა ცოლმა რომ არ იეჭვიანოს?
• დოსტოევსკის "დეგენერატი" გაქვთ?
• კოელიოს გამონათქვამების კრებული გაქვთ?
• - ქართული ხალხური ზღაპრების მინდა, სადაც "შვლის ნუკრის ნაამბობი" შედის.
- იცით ქალბატონო ეგ ვაჟა ფშაველას ნაწარმოებია - ვუთხარი და ვაჟა ფშაველას კრებული შევთავაზე
- კარგით მომეცით - გადახედა წიგნს და გაბრაზებულმა გააგრძელა - ეს არ მომწონს, აქ ქართულ ხალხური ზღაპრები რატომ არ შედის?!
• "ტომ სოიერი მინდა", ოღონდა მარკ ტვენიას არა!
• რამე ისეთი წიგნი მინდა, კაი ტიპები რომ ყიდულობენ.
• კარლსონის "პეპი გრძელწინდა" გაქვთ?
• ძმები კარამაზოვების რა გაქვთ?
• - წიგნების გარდა რა გაქვთ?
- საკანცელარიო პროდუქცია.
- ააა, კანცელარიიდან, ანუ ღარიბაშვილის ბიზნესია?!
• არ გრცხვენიათ ამ სიბინძურეს რომ ჰყიდით?! ( გულისხმობდა ფუნაგორიებს)
• - მეექვსე კლასის მათემატიკის წიგნი გაქვთ?
- სამწუხაროდ მხოლოდ მეხუთე კლასის გვაქვს
- ეგ არ წავა?!
• ფოტოებს არ ბეჭდავთ? არც ქსეროქსი გაქვთ?
• ჩასაცმელზე როა, აი ყველა რომ ყიდულობს არ გაქვთ? -(გულისხმობდა გურამ დოჩანშვილის
"სამოსელი პირველს")
• "სამოსელი პირველი" წავიკითხე, ძალიან მომეწონა და თუ იცით, "სამოსელი მეორე" მალე გამოვა?
• "პრარაბზე" როა ის წიგნი დამავალა შვილმა. ( როგორც არმოჩნდა, კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" გულისხმობდა).
http://www.kvirispalitra.ge/suramelis-blog...kithkhvebi.html