თბილისის დამოუკიდებელი მაჟორიტარი ალეკო ელისაშვილი მის გასაჩუმებლად დაწყებულ მოსმენასა და თვალთვალზე საუბრობს. ელისაშვილმა მთავარ პროკურატურას უკვე ჩვენებაც მისცა.საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ საკრებულოს დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა მიმდინარეობს. ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომლის გამოძიების დაწყებაც პროკურატურას შესაძლო უკანონო თვალთვალის საფუძველზე ბოლო პერიოდში მოუწია. ერთი თვის წინ, მსგავსი შინაარსის განცხადების გამო, საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა.
გამოძიების დაწყების შემდეგ, საქმეზე დამატებითი დეტალები აღარ გასაჯაროვებულა.
ტელეკომპანია რუსთავი2-სა და მის ხელმძღვანელობას უკავშირდება უკანონო თვალთვალთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი. რუსთავი2-ის თანამშრომლების სამუშაო კაბინეტებში დამონტაჟებული კამერები და გადაღებული მასალები.
რუსთავი2 არ ყოფილა ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის თანამშრომლებიც ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო უკანონო მიყურადებაზე მიუთითებდნენ. რამდენიმე თვის წინ მისი მისამართით განხორციელებულ თვალთვალზე რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემაც ისაუბრა.
არასამთავრობო სექტორში, რომელმაც ორი წლის წინ მოსმენების წინააღმდეგ ”ეს შენ გეხებას” კამპანია დაიწყო, დღეს აცხადებენ, რომ თემა მწვავე დისკუსიისთვის კვლავ აქტუალურია. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოება დღეს უკანონო მოსმენა-თვალთვალისგან დაცული არ არის.
http://rustavi2.com/ka/news/32898
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo