თუ რუსეთი მოსკოვის 1921 წლის 16 მარტს ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს ართვინი და არტაანი საქართველოსია
" რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, 1878 წლის 19 დეკემბერს სან-სტეფანოში დადებული სამშვიდობო ზავის მე-19 მუხლის "ა" და "ბ" პუნქტების თანახმად, გამარჯვებულმა რუსეთმა დამარცხებულ თურქეთს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, კონტრიბუციის გადახდა მოსთხოვა - ერთი მილიარდ 410 მილიონი რუბლის ოდენობით, მაგრამ რადგანაც თურქეთის ხაზინა ცარიელი იყო, ოსმალეთის სულთანმა რუსეთის იმპერატორს ფულის ნაცვლად აჭარა, ართვინი და არტაანი გადასცა. 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში დადებული მეგობრობის ხელშეკრულებით, რუსებმა აღნიშნული ტერიტორიები, დღევანდელი აჭარის გამოკლებით, თურქეთს უკან დაუბრუნეს.
თუ რუსეთი მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს, მაშინ საქართველოს თეორიულად უფლება აქვს ან ტერიტორიები მოითხოვოს უკან, smile ემოცია, ან თურქეთმა ფული გადაგვიხადოს (დასაანგარიშებელია ვალუტის კურსი!!

). ჰო, კიდევ ერთი მომენტი: თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ 1921 წლის იანვარში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად აღიარა არსებულ საზღვრებში, ანუ ართვინისა და არტაანის ჩათვლით."
მაააშ!
http://tb24.ge/index.php/sazogadoeba/item/...%83%98%E1%83%90და აი კიდევ, იგივე თემაზე, ოღონდ უფრო სერიოზულად:
ნუგზარ ფოფხაძე: რუსულ მედიაში ჩვენთვის ყურადსაღები „გაჟონვა“ მოხდა...„რუსულ მედიაში ჩვენთვის ყურადსაღები „გაჟონვა" მოხდა...
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ცხადდება, რომ კრემლს აქვს სრული სამართლებლივი უფლება, გადახედოს და დენონსირებაც კი მოახდინოს თურქეთ-საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებისა, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს.
ეს იმ ხელშეკრულებაზეა საუბარი, რომლის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდა ყარსში 1921 წლის 22 სექტემბერს და რომლის ძალითაც, მაშინდელი თურქეთის ტერიტორია 30%-თ გაიზარდა. და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ამ აქტით, გახლდათ საქართველო.
სერიოზული ექსპერტებისთვის მოსალოდნელი იყო ის, რომ „თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტის" შემდეგ, როცა რუსეთმა სიტყვიერად (!!!) თურქეთთან საომარი მოქმედებები გამორიცხა, კრემლი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამდა სწორედ დიპლომატურ სფეროში.
ასეც ხდება.
დიპლომატიურ-სამართლებლივი დაპირისპირება ჩვენს ჩრდილო-სამხრეთ მეზობლებს შორის ხანგრძლივი და მწვავე იქნება. ამ ეტაპზე პროგნოზირება მეტისმეტად სახიფათო საქმეა, ცხადზე ცხადი მხოლოდ ერთი რამ არის: ამ დაპირისპირების შედეგი ერთობ სერიოზულ გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. ამიტომ, სომხეთის პარალელურად, ეს პროცესი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საქართველოსთვის.
ასი თვალი და ასი ყური სჭირდება ახლა ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფოს! და რა თქმა უნდა, მედიას!!!
უნდა გვახსოვდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს... დიპლომატებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აზრია საინტერესო უწინარესად!
და ძალიან, ძალიან აუცილებელია, რომ თუ მოხდება ამ თემის გაშუქება და საჯარო განხილვები, არ გვიღალატოს სიდინჯემ და სიმშვიდემ, თავიდან უნდა ავიცილოთ ჩვეული წივილ-კივილი, ურა-პატრიოტული ემოციები...
მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატიზმი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინება!!!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე.
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=8259...X4t4W8.facebookესეც რუსული ვერსია:
У нашей страны есть дипломатическое оружие. Кремль имеет полное юридическое право пересмотреть и даже денонсировать Московский договор, заключенный между Турцией и Советской Россией 16 марта 1921 года.
Для сведения, 22 сентября 1921 года в Карсе состоялся обмен ратификационными грамотами, согласно которому были измены границы на Кавказе (территория Турция увеличилась на 30%). Данный акт с турецкой стороны был подписан никем не уполномоченными
http://svpressa.ru/politic/article/136909/ This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 29 Nov 2015, 12:55
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”