ახალი სკანდალი "ქართულ ფილმში": სოსო ჯაჭვლიანს და ირაკლი ტრიპოლსკის "ქართული ფილმის" ხელში ჩაგდება სურთ
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ ორ დეპუტატს - სოსო ჯაჭვლიანსა და ირაკლი ტრიპოლსკის კინოსტუდია "ქართული ფილმის" ხელში ჩაგდება სურს. რეჟისორი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით, მათ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს. გიორგი შენგელაია კინოსტუდიაში სამართლიანობის აღდგენასა და შემდგომ ამ საწარმოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანას ითხოვს. აღნიშნავს, რომ თუკი მთავრობა სტუდიის დაფინანსებითა და მისი ხელახლა აღორძინებით არ დაინტერესდება, "ქართული ფილმი", როგორც ბრენდი, დროთა განმავლობაში მოკვდება.
"ხელისუფლების ცვლილების შემდგომ კი გაირკვა, რომ კინოსტუდიას სამეთვალყურეო საბჭოს უნიშნავდნენ, რისი ინიციატორიცა და ავტორიც დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გახლდათ. ჯაჭვლიანმა მისი სტატუსი გამოიყენა და ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ კინოსტუდიაში დიდი არეულობა იყო. მანვე შეიამხანაგა მეორე პარლამენტარი - ირაკლი ტრიპოლსკიც. პირობითად რომ ვთქვათ, ესენი ორივე კინემატოგრაფისტები არიან, ამიტომ ივანიშვილი შეცდომაში მარტივად შეიყვანეს...პარლამენტარებმა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, ყველაფერი ძალიან კარგად გათვალეს. იციან, რომ შეიძლება ახალი არჩევნების შემდგომ ეს სტატუსი დაკარგონ, კინოსტუდიის ხელში ჩაგდებაც ამიტომაც მოინდომეს. მივმართავ ბატონ ბიძინას - მოითხოვეთ ყველა დოკუმენტი, დაკარგეთ ათი წუთი და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი ფანდი იყო." აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში გიორგი შენგელაია. მისივე თქმით, ის ერთი კვირის წინ ივანიშვილს შეხვდა და უთხრა, რომ შეცდომაშია შეყვანილი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ამ საკითხში კარგად ვერ გაერკვა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=58297 SPLIYVIმე რომ არ ვიყო რა გეშველობოდა