Paul Adrian Mauriceმაგის გაკეთება ვიცი. მაინც მადლობა.
utilizatoriეგ ცდა ძალიან მომეწონა. ვაჟას 21-ში არის მაღაზია, იქ იყიდება ეგეთი რაღაცეები. ერთი კითხვა მაქვს: რკინაზე სპილენძი დავლექე (Cuso4). ხოდა ის სპილენძი რომ ჩავაგდო ხომ იმუშავებს???
ის ბოლი საშიშია???
მოვკვდები???
ხომ არ ჯობია ეზოში ან ღია ფანჯარასთან რომ გავაკეთო???
მეც ვიცი რამოდენიმე:
1. წყალში გახსენით შაბიამანი. აიღეთ ორი გამტარი მავთული, ერთმანეთისგან განცალკევებული რომ იყოს. ერთი მავთული კათოდს( - ) მეორე ანოდს( + ) მიუერთეთ და ჩაუშვით წყალში. კათოდზე კაილექება სპილენძი.
ამ ტექნიკას იყენებენ მეტალის მოოქროვისთვის ან მონიკელებისთვის და სხვა მეტალის დაფარვისათვის. . .
2. აიღეთ ფანქარი და გამოაცალეთ გრაფიტი. აიღეთ ორი მავთული. ერთის ბოლო აკუმულატორის ერთ მხარეს მეორე ბოლო კი გრაფიტს მიუერთეთ. მეორე მავთულზეც იქივე გააკეთეთ, ოღონდ ეს ორი მავთული არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს, თორემ თქვენი საქმე ცუდად წავა

. . . მოკლე ჩართვის გამო გრაფითი გახურდება, წვას დაიწყებს და გაანათებს. ჩვეულებრივ ელემენტებზე ეს არ გამოდის და 220 ვოლტში არ ცადოთ, მაინც საშიშია . . .
3. აიღეთ ერთი მთელი მავთული (რაც უფრო გრძელი, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ მავთულები ერთმანეთზე არ უნდა იყოს გადაბმული სიგრძის გასადიდებლად). გააკეთეთ ხვეული, ანუ შემოახვიეთ ისეთ ცილინდრს, რომელსაც მაგნიტი არ იზიდავს, ოღონდა შემოხვევისას სადღაც 5-10 სმ. შემოიტოვეთ როგორც თავში ისე ბოლოში. ბოლოები მიუერთეთ მგრძნობიარე ნათურას (რომელიც ანათებს 1.5 ან 0.5 ვოლტზე, იყიდება ეგეთები). აიღეთ მაგნიტი, რაც უფრო ძლიერი, მით უკეთესი (მაგალითად ნეოდიმიუმის - ვერცხლისფერი) და სწრაფად ატარეთ ხვეულში ან ხვეულიან ცილინდრში. გაითვალისწინეთ რომ მაგნიტმა უნდა გაიაროს ხვეულში და არა ხვეულთან. ამის შედეგად აინთება ნათურა. ამას ელექტრო-მაგნიტური ინდუქცია ეწოდება.
თუ გამახსენდება რამე დავამატებ . . .